ბრძანება N 24366
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24366
05 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის 29 სექტემბრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №88) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) 2025 წლის 29 სექტემბრის №98174/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 სექტემბრის №035-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნას, რომლითაც გასწორდა გადაანგარიშების დასკვნის შესაბამის ამონაკრებში დაშვებული ტექნიკური შეცდომა. აცხადებს, რომ წარმოდგენილი დასკვნა შეიცავს უზუსტობებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს სადავო კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №9258 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მარტის №035-1 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 24 მარტის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების, კერძოდ, ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ელექტროენერგიის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ცნობები სახელფასო შეღავათით სარგებლობის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №9258 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 4 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 35 848 ლარით, მ.შ. გადასახადი 23 899 ლარი და ჯარიმა 11 949 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 10 ივლისის №035-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2025 წლის 10 სექტემბრის №19818 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის შემდგომ, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 18 სექტემბრის დასკვნა და 2025 წლის 23 სექტემბრის №20727 ბრძანება, რომლის საფუძველზე ი/მ ----ს (ს/ნ ---) საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელების არასწორად, გაორმაგებულად შემცირების გამო, 2025 წლის 31 მარტის სავადო თარიღით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელები 13 293 ლარი. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 სექტემბრის №035-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 319 505 ლარი, მათ შორის გადასახადი 193 510 ლარი, ჯარიმა 69 130 ლარი და საურავი 56 865 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, დგინდება შემდეგი:
მეწარმის მიერ 2025 წლის 24 მარტს შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ იქნა №44641/21 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ასაჩივრებდა საგადასახადო შემოწმების 2025 წლის 6 მარტის №035-1 საგადასახადო მოთხოვნას. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის №9258 ბრძანებით, ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 8 მაისის №9258 ბრძანების შესაბამისად, მოხდა მეწარმის მიმართ დარიცხული თანხების გადაანგარიშება და მომზადდა შესაბამისი დასკვნა. ზემოაღნიშნული გადაანგარიშების დასკვნის ამონაკრებში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: გადაანგარიშების დასკვნით, გადამხდელს შეუმცირდა 2023 წლის წლიური საშემოსავლო დეკლარაციის მიმდინარე გადასახდელების თანხები, რომელიც ჯამში შეადგენდა 13 293 ლარს. აღნიშნული თანხა დასკვნის ამონაკრებით უნდა დარიცხვოდა შესაბამის პერიოდში, კერძოდ 2025 წლის 31 მარტს, რაც ტექნიკურად გამორჩენილია, რადგან შემოწმების აქტით 2023 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელები დარიცხულია, ხოლო აღნიშნული მიმდინარე გადასახდელები ვინაიდან არ იყო შესაბამისი 2025 წლის 31 მარტი დამდგარი, არ შემცირდა. აღნიშნულიდან გამომდინარე დასკვნის ამონაკრებში არ იქნა ტექნიკურად წამოღებული ინფორმაცია, რაც იქნა გასწორებული შესაბამისი დასკვნით და შესწორებული გადაანგარიშების დასკვნის ამონაკრების მომზადებით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლზე, რომლის თანახმად:
1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.
2. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
3. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისათვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ხოლო, მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია:
გ) საგადასახადო შემოწმების აქტი;
დ) საგადასახადო ორგანოსათვის სხვა მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ბარათზე აღურიცხავი ან/და არასწორად აღრიცხული მონაცემების გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო/საბაჟო ორგანო ახორციელებს ბარათზე ადრე დაფიქსირებული მონაცემების კორექტირებას შესაბამისი საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.
შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული აუდიტის დეპარტამენტის დებულების (დანართი №8) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ზ) აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას (დარიცხვა, შემცირება);
თ) აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება და ადრესატისათვის გადაცემას;
ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში , თანხების დარიცხვას/შემცირებას. ხოლო ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ე) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო შემოწმების მასალების (შემოწმების აქტების) განხილვის შედეგებზე; თ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ი) ცვლის, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2025 წლის 4 ივლისის გადაანგარიშების დასკვნის ამონაკრებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გადაანგარიშების დასკვნით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა 2023 წლის წლიური დეკლარაციის საფუძველზე დარიცხული მიმდინარე გადასახდელების თანხები, რაც ჯამში შეადგენდა 13 293 ლარს. აღნიშნული თანხა დასკვნის ამონაკრებით უნდა დარიცხვოდა შესაბამის პერიოდში, კერძოდ 2025 წლის 31 მარტს, რაც ტექნიკურად გამორჩენილია, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტით, 2023 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით გათვალისწინებული მიმდინარე გადასახდელები დარიცხულია, ხოლო აღნიშნული მიმდინარე გადასახდელები არ შემცირდა, ვინაიდან არ იყო შესაბამისი პერიოდი, 2025 წლის 31 მარტი დამდგარი. აღნიშნულიდან გამომდინარე დასკვნის ამონაკრებში არ იქნა ტექნიკურად წამოღებული ინფორმაცია, რაც იქნა გასწორებული 2025 წლის 18 სექტემბრის დასკვნისა და შესწორებული ამონაკრების მომზადებით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ი/მ ----ის (ს/ნ ---) მიმართ გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 სექტემბრის №20727 ბრძანება შესაბამისობაშია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ 2025 წლის 4 ივლისის დასკვნასთან, ხოლო 2025 წლის 10 ივლისის №035-3 საგადასახადო მოთხოვნა დაგენერირდა არასწორად, ვინაიდან მოხდა საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელების გაორმაგებულად შემცირება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ტექნიკური უზუსტობის გასწორების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართლზომიერად განხორციელდა 2025 წლის 18 სექტემბრის დასკვნისა და 2025 წლის 23 სექტემბრის №035-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნას, რომლითაც გასწორდა გადაანგარიშების დასკვნის შესაბამის ამონაკრებში დაშვებული ტექნიკური შეცდომა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 4 ივლისის გადაანგარიშების დასკვნის ამონაკრებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გადაანგარიშების დასკვნით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა 2023 წლის წლიური დეკლარაციის საფუძველზე დარიცხული მიმდინარე გადასახდელების თანხები, რაც ჯამში შეადგენდა 13 293 ლარს. აღნიშნული თანხა დასკვნის ამონაკრებით უნდა დარიცხვოდა შესაბამის პერიოდში, კერძოდ 2025 წლის 31 მარტს, რაც ტექნიკურად გამორჩენილია, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტით, 2023 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით გათვალისწინებული მიმდინარე გადასახდელები დარიცხულია, ხოლო აღნიშნული მიმდინარე გადასახდელები არ შემცირდა, ვინაიდან არ იყო შესაბამისი პერიოდი, 2025 წლის 31 მარტი დამდგარი. აღნიშნულიდან გამომდინარე დასკვნის ამონაკრებში არ იქნა ტექნიკურად წამოღებული ინფორმაცია, რაც იქნა გასწორებული 2025 წლის 18 სექტემბრის დასკვნისა და შესწორებული ამონაკრების მომზადებით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61 (1); 268 (1).