ბრძანება N 21620
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21620
03 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.:---) 2023 წლის 16 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №102) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №91949/1/2024 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 6 სექტემბრის ---გადაწყვეტილებას (შეტყობინებას) არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ დღგ-ის კვალიფიციური სტატუსის მოთხოვნის შესაბამისად წარდგენილი ჰქონდა ყველა სახის დოკუმენტაცია. მოხდა საწყობის დათვალიერება და საქმიანობის რეალურობის დადასტურება შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მიერ. რამდენჯერმე დაბარებული იყო გასაუბრებაზეც, თუმცა მათგან რეალური არგუმენტი უარის თაობაზე არ მიუღია, გარდა ერთისა, რომ კომპანიას, რომელიც ოჯახის წევრის საკუთრებაა, უფიქსირდება არაღიარებული დავალიანება. რომელზედაც მიმდინარეობს დავა. ამბობს, რომ უკვე რეალიზებულ პროდუქციაზე ანგარიშ-ფაქტურებს სთხოვენ მყიდველები, დიდი ნაწილი აღარ ეთანამშრომლება აღნიშნულის გამო. ასევე ვერ წარადგენს დეკლარაციებსაც. ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შპს „---“-მა (ს/ნ ---) მიმართა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს თამბაქოს ნაწარმისა და გამაგრილებელი სასმლის რეალიზაციას (დისტრიბუციას). გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, იჯარის ხელშეკრულება საწყობზე და მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, რითიც ხორციელდება დისტრიბუცია. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ შპს „----“-ის (ს/ნ ----) დირექტორის ----ის (პ/ნ---) მამა ახორციელებს იმავე საქმიანობას, რასაც შპს--- (ს/ნ ---) და მას აქვს საგადასახადო დავალიანება (ნაერთი ინფორმაციით) 113,212.34 ლარი. ასევე, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „---“-ის (ს/ნ ---) დირექტორის --- ის (პ/ნ ---) ბაბუა არის სხვა კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც, ასევე, ახორციელებს შპს „---“-ის (ს/ნ ---) იდენტურ საქმიანობას. კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას და კომპანიას უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება (ნაერთი ინფორმაციით) 195,749.98 ლარი.
ამასთან, შპს „---“-ის (ს/ნ---) დირექტორმა ---მ (პ/ნ ---) პირად საუბარში საქმიანობა მოიხსენია, როგორც საოჯახო ბიზნესი.
ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის გამო, რომელიც ადასტურებს ბიუჯეტის წინაშე ---ის მამისა და ბაბუის შეუსრულებელ ვალდებელებებს და საერთო საქმიანობას, რასაც ისინი ეწევიან, შპს „---“-ს (ს/ნ ---) უარი ეთქვა კვალიფიციური სტატუსის მინიჭებაზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქცით(შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს „---“-ის (ს/ნ --- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხი:
ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ საწარმოს დირექტორის მამა ახორციელებს იმავე საქმიანობას, რასაც მომჩივანი და მას აქვს საგადასახადო დავალიანება (ნაერთი ინფორმაციით) 113,212.34 ლარი. გადამხდელს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლს.