გადაწყვეტილება №19696/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 15.06.2023
№ დოკუმენტი 19696/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19696/2/2023

15.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 16.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19696/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული ჯარიმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 14.02.2023 წლის №AA1440467 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7512 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 500 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

„მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების შესახებ“ №ID---------- 6.01.2023 წლის განცხადებით, მომჩივანმა მცირე მეწარმისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების მიზეზით, მოითხოვა მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება.

აღნიშნულის საფუძველზე მომჩივანს 1.01.2023 წლიდან გაუუქმდა მცირე მეწარმის სტატუსი, თუმცა მომსახურების დეპარტამენტის 14.02.2023 წლის №AA1440467 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.04.2023 წლის №7512 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა გადამხდელის მიერ „მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების შესახებ“ 6.01.2023 წლის №ID---------- განაცხადის წარმოდგენამდე მცირე მეწარმისათვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების ფაქტი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გაეუქმებინა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7512 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 89-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, 288-ე მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებით და განმარტავს, რომ მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება მცირე მეწარმისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების მიზეზით და სანქციის დაკისრების მართლზომიერების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

მომსახურების დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა გადამხდელის მიერ „მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების შესახებ“ 6.01.2023 წლის №ID---------- განაცხადის წარმოდგენამდე მცირე მეწარმისათვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების ფაქტი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა შესაბამისი ღონისძიებები და გაეუქმებინა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, 6.01.2023 წლის №ID---------- განცხადების საფუძველზე მოითხოვა მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება, მაგრამ ვინაიდან განცხადების ფორმატი სხვა საშუალებას არ აძლევდა და უნდა დაეწყო ე.წ. აკრძალული საქმიანობა, ერთი წელი ნებაყოფლობით მოხსნას ვერ დაელოდებოდა, ამიტომ აირჩია განცხადების ეს ფორმა. მას აკრძალული საქმიანობა მცირე მეწარმის საქმიანობის სტატუსის ფარგლებში არ განუხორციელებია, აპირებდა აკრძალული საქმიანობის განხორციელებას და მაგიტომ მოითხოვა სტატუსის შეწყვეტა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა უნდა აერჩია განცხადების ეს ფორმა. მომჩივანი ითხოვს დაკმაყოფილდეს საჩივარი და გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილების მიხედვით:

1. მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.

2. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:

გ) პირი ახორციელებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.

საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის თანახმად, ქმედება, რამაც ამ კოდექსის 85-ე მუხლის მე-4 ნაწილით ან 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამო გამოიწვია საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის ან მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 25.05.2023 წლის №----------21- 11 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 06.04.2023 წლის №7512 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის შესრულების შედეგების მიხედვით მომსახურების დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის აღსრულების მიზნით მომსახურების დეპარტამენტის მიერ საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლის და ინფორმაციის (ახსნა-განმარტების) მიღების მიზნით გაეგზავნა №21-11/---------- (04.05.2023 წლის) წერილი, რომელიც გადამხდელს ჩაბარდა ავტორიზებული გვერდის საშუალებით 18.05.2023 წელს. ასევე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით მომსახურების დეპარტამენტმა მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს. მოთხოვნილი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ეტაპისთვის არ არის მოწოდებული. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით მომსახურების დეპარტამენტი, შემოსავლების სამსახურის №7512 ბრძანების აღსრულების პროცესშია.

მომჩივნის განმარტებით, 6.01.2023 წლის №ID---------- განცხადების საფუძველზე მოითხოვა მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება, მაგრამ ვინაიდან განცხადების ფორმატი სხვა საშუალებას არ აძლევდა და უნდა დაეწყო ე.წ. აკრძალული საქმიანობა, ერთი წელი ნებაყოფლობით მოხსნას ვერ დაელოდებოდა, ამიტომ აირჩია განცხადების ეს ფორმა. მას აკრძალული საქმიანობა მცირე მეწარმის საქმიანობის სტატუსის ფარგლებში არ განუხორციელებია, აპირებდა აკრძალული საქმიანობის განხორციელებას და მაგიტომ მოითხოვა სტატუსის შეწყვეტა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა უნდა აერჩია განცხადების ეს ფორმა.

მხარეთა არგუმენტაციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან არ არსებობს რაიმე მტკიცებულება მომჩივნის მხრიდან იმ საქმიანობის განხორციელებისა, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მომჩივნისთვის საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7512 ბრძანება;

3. გაუქმდეს მომსახურების დეპარტამენტის 14.02.2023 წლის №AA1440467 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

4. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული ჯარიმის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 06.04.2023 წლის №7512 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის შესრულების შედეგების მიხედვით მომსახურების დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის აღსრულების მიზნით მომსახურების დეპარტამენტის მიერ საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლის და ინფორმაციის (ახსნა-განმარტების) მიღების მიზნით გაეგზავნა წერილი, რომელიც გადამხდელს ჩაბარდა ავტორიზებული გვერდის საშუალებით 18.05.2023 წელს. ასევე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით მომსახურების დეპარტამენტმა მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს. მოთხოვნილი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ეტაპისთვის არ არის მოწოდებული. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით მომსახურების დეპარტამენტი, შემოსავლების სამსახურის №7512 ბრძანების აღსრულების პროცესშია. მომჩივნის განმარტებით, 6.01.2023 წლის განცხადების საფუძველზე მოითხოვა მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება, მაგრამ ვინაიდან განცხადების ფორმატი სხვა საშუალებას არ აძლევდა და უნდა დაეწყო ე.წ. აკრძალული საქმიანობა, ერთი წელი ნებაყოფლობით მოხსნას ვერ დაელოდებოდა, ამიტომ აირჩია განცხადების ეს ფორმა. მას აკრძალული საქმიანობა მცირე მეწარმის საქმიანობის სტატუსის ფარგლებში არ განუხორციელებია, აპირებდა აკრძალული საქმიანობის განხორციელებას და მაგიტომ მოითხოვა სტატუსის შეწყვეტა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა უნდა აერჩია განცხადების ეს ფორმა.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან არ არსებობს რაიმე მტკიცებულება მომჩივნის მხრიდან იმ საქმიანობის განხორციელებისა, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მომჩივნისთვის საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 88(1,2); 89(2,4); 288.