ბრძანება N 8714
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8714
21.04.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
( მის. -------; -------)
2023 წლის 16 მარტის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 აპრილის სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №46165/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 14 თებერვლის №------- ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს (საქონლის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად კლასიფიცირების საკითხს).
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, კომპანიას აქვს სპეციალურ სავაჭრო კომპანიის სტატუსი. 2023 წლის 20 იანვარს საბაჟო საწყობის ოპერაციაში მოაქცია საქონელი ქლოროფილისა და ფიკოკანინის ანალიზატორი. საქონელი დაადეკლარირა სეს ესნ-ის 9027 50 კოდში. 2023 წლის 14 თებერვალს საქონლის რეექსპორტში მოქცევისას სეს ესნ კოდის დაზუსტების მიზნით განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტიზის დასკვნით საქონლის სეს ესნ კოდად განისაზღვრა 9027 80 990 00. მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ცვლის გადასახდელების ან რაიმე სახის სხვა არასატარიფო ღონისძიებებთან დაკავშირებულ ცვლილებას, თუმცა მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 14 თებერვლის №------- ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი კოდი არასწორია, რადგან კომპანიის მიერ თავდაპირველად დეკლარირებული კოდი 9027 50 000 00 არის განკუთვნილი ხელსაწყოებსა და აპარატურაზე, რომლის მუშაობა დაფუძნებულია ოპტიკურ გამოსხივებაზე (ულტრაიისფერი სპექტრის ხილული ნაწილის ინფრაწითელის) მოქმედებაზე - დანარჩენი. საქონელი არ არის არც სპექტრომეტრი, არც სპექტროფოტომეტრი და არც სპექტოგრაფი რაც არის აღწერილი 9027 30 000 00 სეს ესნ კოდში. შესაბამისად არის - „დანარჩენი“, ანუ 9027 50 000 00 კოდი.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 14 თებერვლის №------- ექსპერტიზის დასკვნის გაუქმებას ან მის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „-------“ მიერ 2023 წლის 20 იანვრის №11114/C956/A934 საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოექცა ქლოროფილისა და ფიკოკანინის ანალიზატორი. აღნიშნული საქონელი დეკლარირებული იყო 9027 50 სასაქონლო სუბპოზიციაში.
2023 წლის 14 თებერვალს შპს „-------“ განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა საქონლის (ქლოროფილის ანალიზატორი) სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრა.
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) თანახმად, „სეს ესნ-ის 9027 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირდება ხელსაწყოები და აპარატურა ფიზიკური ან ქიმიური ანალიზისათვის (მაგალითად, პოლარიმეტრები, რეფრაქტომეტრები, სპექტრომეტრები, აირ-ან კვამლანალიზატორები); სიბლანტის, ფორიანობის, გაფართოების, ზედაპირული დაჭიმულობის საზომი ან საკონტროლო ხელსაწყოები და აპარატები ან ანალოგიური; სითბოს, ხმისა ან სინათლის რაოდენობის საზომი ან საკონტროლო ხელსაწყოები და აპარატები (ექსპონომეტრების ჩათვლით); მიკროტომები.
აღნიშნული პოზიცია იყოფა ხუთ ნაწილად:
1. 9027 10– აირ- ან კვამლანალიზატორები;
2. 9027 20 – ქრომატოგრაფები და ხელსაწყოები ელექტროფორეზისათვის;
3. 9027 30 – სპექტრომეტრები, სპექტროფოტომეტრები და სპექტოგრაფები, დაფუძნებული ოპტიკური გამოსხივების (ულტრაიისფერის, სპექტრის ხილული ნაწილის, ინფრაწითელის) მოქმედებაზე;
4. 9027 50 – ხელსაწყოები და აპარატურა, დაფუძნებული ოპტიკური გამოსხივების (ულტრაიისფერის, სპექტრის ხილული ნაწილის, ინფრაწითელის) მოქმედებაზე, დანარჩენი;
5. 9027 80 – ხელსაწყოები და აპარატურა დანარჩენი“.
ვინაიდან, ანალიზატორი წარმოადგენს წყალმცენარეების ქლოროფილის გამოსაკვლევად განკუთვნილ ანალიზატორს წყლის ობიექტებში, აღნიშნული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება 9027 10 - 9027 50 სასაქონლო სუბპოზიციებში აღწერილ საქონელს. შესაბამისად, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 14 თებერვლის №001422/2023 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი საქონელი კლასიფიცირდა 9027 80 სასაქონლო სუბპოზიციაში.
საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ 2023 წლის 20 იანვრის №11114/C956/A934 საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი განთავსებულია შპს „-------“ საბაჟო საწყობში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
დადგენილია, რომ საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 14 თებერვლის №001422/2023 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი საქონელი კლასიფიცირდა 9027 80 სასაქონლო სუბპოზიციაში, იმის გათვალისწინებით, რომ ანალიზატორი წარმოადგენს წყალმცენარეების ქლოროფილის გამოსაკვლევად განკუთვნილ ანალიზატორს წყლის ობიექტებში. აღნიშნული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები კი არ შეესაბამება 9027 10 - 9027 50 სასაქონლო სუბპოზიციებში აღწერილ საქონელს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქონელი განთავსებულია შპს „-------“ საბაჟო საწყობში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამავე საკანონმდებლო აქტის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალკენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. საბაჟო დეპარტამენტს კი დაევალოს შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქონლის კლასიფიცირება მოახდინოს შესაბამის სასაქონლო პოზიციაში. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალკენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქონლის კლასიფიცირება მოახდინოს შესაბამის სასაქონლო პოზიციაში;
4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განიხილა საჩივარი, რომელიც ეხება საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს (საქონლის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად კლასიფიცირების საკითხს).
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს-ს მიერ საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოექცა საქონელი, რომელიც დეკლარირებული იყო 9027 50 სასაქონლო სუბპოზიციაში. შპს-მ განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა საქონლის სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრა. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოდგენილი საქონელი კლასიფიცირდა 9027 80 სასაქონლო სუბპოზიციაში.
გადასახადის გადამხდელი ითხოვს აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გაუქმებას ან მის კორექტირებას.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. საბაჟო დეპარტამენტს კი დაევალოს შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქონლის კლასიფიცირება მოახდინოს შესაბამის სასაქონლო პოზიციაში. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 35;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 96.