ბრძანება N 18285

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.07.2023
№ დოკუმენტი 18285
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18285

27 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -------- (ს/ნ --------)

(მის: ----------)

2023 წლის 13 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ივნისის (ოქმი №69) და 21 ივლისის (ოქმი №77) სხდომებზე განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №100659/21 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 მაისის №077- 1895 შეტყობინებით გავრცელებულ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხულ დავალიანებას.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 2 ივნისს ჩაბარდა შემოსავლების სამსახურის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც ეცნობა, რომ მის ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოშობილია გირავნობა/იპოთეკა. სადავო შეტყობინება არ მოიცავს დასაბუთებას თუ რამ განაპირობა აღნიშნული. შემოსავლების სამსახურში დაკავშირების შემდეგ შეიტყო, რომ მის ქონებაზე გირავნობის გავრცელება განპირობებულია გარდაცვლილი მამის --------- დავალიანების გამო.

მამამისი --------- გარდაცვალებამდე ახორციელებდა საგზაო სამუშაოებს. იგი წარმოადგენდა შპს „--------“-ის დირექტორს, რომელსაც გააჩნდა დავალიანება. არც მამის სიცოცხლეში და არც მისი გარდაცვალების შემდეგ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. ამდენად საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელება არ გამომდინარეობს კანონიერების პრინციპიდან და ეწინააღმდეგება მას.

გადამხდელი საჩივარში მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ის არ აგრძელებს მამამისის ეკონომიკურ საქმიანობას და საგადასახადო ორგანოს მიმართ არ გააჩნია არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი შემხებლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2023 წლის 29 მაისს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან გადმოგზავნილია 2023 წლის 19 მაისის №531 ლიცენზია-ბრძანება, რომლის თანახმად, ი/მ ------- (ს/ნ -------) გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №00369 მემკვიდრეობით გადაეცა საკუთრებაში მთლიანად ფ/პ -------- (პ/ნ -------) 2026 წლის 2 ნოემბრამდე სარგებლობის უფლებით.

ი/მ ------- (ს/ნ --------) გარდაცვლილია 2022 წლის 4 ოქტომბერს. სამკვიდრო მოწმობა გაცემულია 2023 წლის 21 აპრილს. მემკვიდრედ ცნობილია გარდაცვლილი პირის შვილი -------- (პ/ნ --------). ლიცენზიის მემკვიდრეობით მიღება მემკვიდრეს ეთვლება მამკვიდრებლის ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებად.

ი/მ -------- (ს/ნ -------) გარდაცვალების თარიღისათვის ერიცხება დავალიანება გადასახადების ნაწილში 11702.59 ლარი (გადასახადი 9109.34 ლარი, ჯარიმა 134.24 ლარი, საურავი 2459.01 ლარი) და დავალიანება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე სულ 57924.36 ლარი (მოსაკრებელი 42379.68 ლარი, საურავი 15544.68 ლარი).

გადასახადების ნაწილში ძირითადი დავალიანება წარმოშობილია დეკლარაციების საფუძველზე დარიცხული გადასახადებით. ხოლო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებულია სავარაუდო დარიცხვა საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 661 -ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ვინაიდან, პირი ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებს №00368, №00369 და №10001179 და ამავდროულად, წარმოდგენილი არ ჰქონდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებები 2016 წლიდან.

საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით, ი/მ "-------" ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებს: N 00368, 00369 და 10001179.

ათვისების გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია დამატებით გამოთხოვილი იქნა მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან. მოწოდებული ინფორმაციით (№ 22/5521), №00368, №00369 და №10001179 ლიცენზიებზე ათვისების გეგმები დამტკიცებული არ არის. სავარაუდოდ დარიცხული მოსაკრებელი გამოანგარიშებულია პროპორციული წესით ლიცენზიებით განსაზღვრული რესურსის ჯამური მოცულობის მიხედვით.

ი/მ "--------"-ს (ს/ნ -------) სავარაუდო დარიცხვამდე მოსაკრებელში ერიცხებოდა ზედმეტობა 688.60 ლარი. სავარაუდო დარიცხვების შესახებ პირს ეცნობა ელექტრონული შეტყობინებებით: 2018-2020 წლების დარიცხვებზე შეტყობინებას გაეცნო 2021წლის 16 ივნისს, 2021 წლის II ნახევრის დარიცხვაზე შეტყობინებას გაეცნო 2022 წლის 26 იანვარს, 2022 წლის I ნახევრის დარიცხვაზე შეტყობინებას გაეცნო 2022 წლის 25 ივლისს, ხოლო 2022 წლის II ნახევრის დარიცხვაზე შეტყობინებას მემკვიდრე გაეცნო 2023 წლის 24 თებერვალს.

პირის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი პირის სახელით წარმოდგენილია საშემოსავლო გადასახადის 2022 წლის ნულოვანი დეკლარაცია, რომლის საფუძველზე შემცირებულია 2022 წლის საავანსოები სულ 3248 ლარი. პირის გარდაცვალების შემდეგ, ასევე დარიცხულია 2022 წლის მეორე ნახევრის სავარაუდო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში 1991.70 ლარი. ლიცენზიის მემკვიდრეობით მიღება მემკვიდრეს ჩაეთვალა გარდაცვლილი პირის ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებად.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით 2023 წლის 30 მაისს შედგენილია დასკვნა №50909-21-11, კერძოდ: საშემოსავლო გადასახადში გადატანილია სულ ძირითადი 6673.34 ლარი, ჯარიმა 134.24 ლარი, საურავი 2459.01 ლარი; ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში სულ ძირითადი 44371.38 ლარი, საურავი 15544.68 ლარი. აღნიშნულის შესახებ მემკვიდრეს ეცნობა 2023 წლის 31 მაისის №21-11/44058 წერილით, რომელიც ადრესატთან გაიგზავნა საფოსტო გზავნილით, მაგრამ არ ჩაბარდა.

-------- (პ/ნ -------) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2023 წლის 18 აპრილიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2023 წლის 24 აპრილიდან. -------- (პ/ნ -------) მამკვიდრებლის დავალიანების გადატანამდე, 2023 წლის 30 მაისის მდგომარეობით აღიარებული დავალიანება არ ერიცხება: ზედმეტობა შეადგენს 2.28 ლარს. მამკვიდრებლის დავალიანების გადატანის შემდე, 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება გადასახადების ნაწილში სულ 49595.73 ლარი. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში სულ 65668.25 ლარი.

ამასთან, გადამხდელს 2023 წლის 15 ივნისს წარმოდგენილი აქვს 2023 წლის აპრილის დღგ-ის დეკლარაცია ბიუჯეტში დასარიცხი თანხით 36610 ლარის ოდენობით, ხოლო 2023 წლის 24 აპრილს გამოწერილი აქვს N0735647001 ზედნადები ქვიშა-ხრეშის რეალიზაციაზე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, ი/მ -------- (ს/ნ ------) 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება: გადასახადის ბარათზე 10321.34 ლარი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე 75436.21 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, 2023 წლის 31 მაისის №077-1895 შეტყობინებით ი/მ ------- (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. სადავო შეტყობინებას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 1 ივნისს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 21 ივლისის მდგომარეობით ი/მ ------- (ს/ნ ------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 43281.06 ლარი, ჯარიმა 134.24 ლარი, საურავი 4912.59 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 1830.50 ლარი. ასევე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში ერიცხება ძირითადი 44370.12 ლარი, საურავი 21874.94 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2023 წლის 31 მაისის №077-1895 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხულ დავალიანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების გადახდა ეკისრება მის მემკვიდრეს სამკვიდრო ქონებაში მისი წილის პროპორციულად, სამკვიდრო მოწმობის მიღების დღიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი გარდაცვალების თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება. ხოლო მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მემკვიდრე, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი ფიზიკური პირის ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულია გადაიხადოს გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 19 მაისს გაცემულია №531 ლიცენზია-ბრძანება, რომლის თანახმად, ი/მ ------ (ს/ნ ------) გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №00369 მემკვიდრეობით გადაეცა საკუთრებაში მთლიანად ფ/პ -------- (პ/ნ -------) 2026 წლის 2 ნოემბრამდე სარგებლობის უფლებით. ამასთან, ი/მ ------- (ს/ნ ------) მიერ მამამისის ი/მ ------- (ს/ნ ------) გარდაცვალების შემდეგ (გარდაცვლილია 2022 წლის 4 ოქტომბერს) გარდაცვლილი პირის სახელით წარმოდგენილია საშემოსავლო გადასახადის 2022 წლის ნულოვანი დეკლარაცია, რომლის საფუძველზე შემცირებულია 2022 წლის მიმდინარე გადასახდელები, ხოლო 2023 წლის 24 აპრილს გამოწერილია სასაქონლო ზედნადები (№--------), რომლის საფუძველზე განხორციელებულია საქონლის (ქვიშა-ხრეში ბალასტი) რეალიზაცია. ამასთან, გადამხდელს 2023 წლის 15 ივნისს წარმოდგენილი აქვს 2023 წლის აპრილის დღგ-ის დეკლარაცია ბიუჯეტში დასარიცხი თანხით 36610 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ -------- (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 მაისის №077- 1895 შეტყობინებით გავრცელებულ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხულ დავალიანებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2023 წლის 29 მაისს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან გადმოგზავნილია 2023 წლის 19 მაისის №531 ლიცენზია-ბრძანება, რომლის თანახმად, გარდაცვლილ მამაზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №00369 მემკვიდრეობით გადაეცა საკუთრებაში მთლიანად მომჩივანს 2026 წლის 2 ნოემბრამდე სარგებლობის უფლებით. ლიცენზიის მემკვიდრეობით მიღება მემკვიდრეს ეთვლება მამკვიდრებლის ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებად.

გადასახადების ნაწილში ძირითადი დავალიანება წარმოშობილია დეკლარაციების საფუძველზე დარიცხული გადასახადებით. ხოლო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებულია სავარაუდო დარიცხვა საგადასახადო ორგანოს მიერ, ვინაიდან, პირი ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებს და ამავდროულად, წარმოდგენილი არ ჰქონდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებები 2016 წლიდან.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მომჩივანს ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 43281.06 ლარი, ჯარიმა 134.24 ლარი, საურავი 4912.59 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 1830.50 ლარი. ასევე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში ერიცხება ძირითადი 44370.12 ლარი, საურავი 21874.94 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხულ დავალიანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(23), 238, 239, 57.