ბრძანება N 21010
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21010
24 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 17 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №143026/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ------- №005-19195 შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მის საკუთრებაშია და საჯარო რეესტრში ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 სექტემბრის საქმე №------- გადაწყვეტილებით რეგისტრირებულია უძრავი ქონება (ბინა) მდებარე, -------, -------, ფართი 129.93 კვ.მ, ს/კ -------. აღნიშნულ ქონებაზე ფიქსირდება ი.ბ.ა „-------“-ის (ს/ნ -------) მიმართ გავრცელებული სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
ზემოაღნიშნული უძრავი ქონება აწ გარდაცვლილ ------- შეძენილი ჰქონდა ი.ბ.ა „-------“-სგან (ს/ნ -------) 2013 წლის -------, სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობამდე და უძრავი ქონების შეძენის საფასური გადახდილი ჰქონდა სრულად (საჩივარზე თანდართულია ხელშეკრულება და თანხის გადახდის ქვითრები). 2022 წელს კი მისმა მემკვიდრეებმა: -------, -------, ------- და ------- მიმართეს ------- საქალაქო სასამართლოს „-------“-ისა და მისი დამფუძნებელი წევრების წინააღმდეგ, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. აღნიშნული საქმე №------- დასრულდა მორიგებით 2022 წლის 26 სექტემბერს. -------, -------, ------- და ------- აღნიშნული მორიგება დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში და მემკვიდრეებს თანასაკუთრებაში დაურეგისტრირდათ უძრავი ქონება, მდებარე, -------, -------, 129.93 კვ.მ ბინა, ს/კ -------. ხოლო შემდეგ 2025 წლის 20 მაისს ------- (პ/ნ -------) შეიძინა აღნიშნული უძრავი ქონება, რომელსაც გადაყვა სადავო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
მომჩივანი მიუთითებს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ------- მიერ შეძენილი იქნა 2013 წლის -------, ი.ბ.ა „-------“-ის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობამდე, ვალდებულება არის „-------“-ის შესასრულებელი და აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ს/კ ------- რეგისტრირებული სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ი.ბ.ა „-------“-ს (ს/ნ -------) 2017 წლის ------- მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება.
საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ი.ბ.ა „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2017 წლის ------- №005-19195 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის ------- №------- გადაწყვეტილებით, ი.ბ.ა ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე განხორციელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2025 წლის ------- მომზადებული ამონაწერის თანახმად, №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------) ------- (პ/ნ -------). საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია -------. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - განჩინება საქმე №------- (დამოწმების თარიღი 2022 წლის 26 სექტემბერი ------- საქალაქო სასამართლო).
აღნიშნული ამონაწერის თანახმად, №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ი.ბ.ა ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2017 წლის ------- №005-19195 შეტყობინების საფუძველზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2025 წლის 20 მაისს მომზადებული ამონაწერის თანახმად, №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მოქალაქე ------- (პ/ნ -------). საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2025 წლის 20 მაისი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 2025 წლის 20 მაისი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
აღნიშნული ამონაწერის თანახმად, №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, კვლავ ფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ი.ბ.ა ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2017 წლის ------- №005-19195 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 20 მაისს მომზადებული ამონაწერის თანახმად, №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ------- (პ/ნ -------). საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2025 წლის 20 მაისი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის დამოწმების თარიღია 2025 წლის 20 მაისი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ------- შეძენილი ჰქონდა ი.ბ.ა „-------“-სგან 2013 წლის -------, 2022 წელს კი მისმა მემკვიდრეებმა: -------, -------, ------- და ------- მიმართეს ------- საქალაქო სასამართლოს. მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2022 წლის 26 სექტემბრის (საქმე №-------) განჩინების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის ------- მომზადებული ამონაწერის თანახმად, №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------) და ------- (პ/ნ -------). საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია -------.
მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრით, მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 სექტემბრის №------- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ითხოვს მოქალაქე ------- (პ/ნ -------) საკუთრებაში არსებულ №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე, ი.ბ.ა ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის ------- №005-19195 შეტყობინების საფუძველზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმებას. საჩივარზე თანდართულია ჯამურად 70 000 აშშ დოლარის გადახდის 2013-2014 წლების სალაროს შემოსავლის ორდერები.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და ამ მიზნით, ფ/პ ------- (პ/ნ -------) უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ვალის მართვის დეპარტამენტს წარუდგინოს სასამართლოში შეტანილი სარჩელი და თანდართული მტკიცებულებები, რაც გახდა ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2022 წლის 26 სექტემბრის (საქმე №-------) განჩინების მიღებისა და №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------) და ------- (პ/ნ -------) მესაკუთრედ ცნობის საფუძველი, ხოლო ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, ვალის მართვის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მათი შესწავლის შედეგად, თუ დადასტურდება ზემოაღნიშნული ქონების ღირებულების სრულად გადახდის ფაქტი სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე, გააუქმოს ფ/პ ------- (პ/ნ -------) კუთვნილ №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ი.ბ.ა ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის ------- №005-19195 შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ფ/პ ------- (პ/ნ -------) მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ვალის მართვის დეპარტამენტს წარუდგინოს სასამართლოში შეტანილი სარჩელი და თანდართული მტკიცებულებები, რაც გახდა ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2022 წლის 26 სექტემბრის (საქმე №-------) განჩინების მიღებისა და №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------) და ------- (პ/ნ -------) მესაკუთრედ ცნობის საფუძველი;
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მათი შესწავლის შედეგად, თუ დადასტურდება ზემოაღნიშნული ქონების ღირებულების სრულად გადახდის ფაქტი სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე, გააუქმოს ფ/პ ------- (პ/ნ -------) კუთვნილ №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ი.ბ.ა ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის ------- №005-19195 შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ითხოვს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ი.ბ.ა „ამხანაგობა“-ს 2017 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2025 წლის მარტს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ ფიზიკური პირები, ხოლო 2025 წლის მაისს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მომჩივანი, სადაც კვლავ ფიქსირდება ამხანაგობის მთელ ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
გადაწყვეტილება
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ვალის მართვის დეპარტამენტს წარუდგინოს სასამართლოში შეტანილი სარჩელი და თანდართული მტკიცებულებები, რაც გახდა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული განჩინების მიღებისა და ფიზიკური პირების მესაკუთრედ ცნობის საფუძველი, ხოლო ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, ვალის მართვის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მათი შესწავლის შედეგად, თუ დადასტურდება ზემოაღნიშნული ქონების ღირებულების სრულად გადახდის ფაქტი სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე, გააუქმოს მომჩივანის კუთვნილი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ამხანაგობის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239