ბრძანება N 18943
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18943
16 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 23 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 აგვისტოს (ოქმი №87) სხდომაზე განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №90905/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 23 ივლისის №011-4539 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებით, შპს ------- (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის №330350020004225203 (3ბ/2363-23) ბრძანების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) ცნობილ იქნა შპს ,,-------“-ის ცრუმაგიერ პირად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
შპს ,,-------“-ის საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2017 წლის 30 ივნისისა და 15 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტების საფუძველზე და ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2018 წლის პირველი იანვრიდან. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ შუამდგომლობა ცრუმაგიერობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დარეგისტრირდა კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე 3 დღით ადრე, 2020 წლის 28 დეკემბერს, აღნიშნულმა არ შეაჩერა ხანდაზმულობის ვადის დინება 2020 წლის 28 დეკემბერს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად. 2021 წლის 15 აპრილის მდგომარეობით საგადასახადო დავა შპს ,,-------“-სა და საგადასახადო ორგანოს შორის არ მიმდინარეობდა. ცრუმაგიერობის თაობაზე შუმადგომლობის განხილვისას არ დგინდება გადასახადის დარიცხვის კანონიერება, გადასახადის ოდენობა ან/და დარიცხვის შინაარსი. მოცემულ შემთხვევაში გვაქვს პროცედურული საკითხი, ადმინისტრაციული დავა, რომელიც ადგენს ჰქონდა თუ არა შპს ,,-------“-ს მიზანი, მასზე დარიცხული გადასახადების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავი აერიდებინა შპს „-------“ (ს/ნ -------) მეშვეობით და ეს არ იყო საგადასახადო დავა.
ამასთან, გადამხდელი უთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილში 2023 წლის 4 აპრილს შესულ ცვლილებაზე და განმარტავს, რომ ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია ამავე კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
გადამხდელი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილზე და ითხოვს სადავო ბრძანების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურმა 2020 წლის 28 დეკემბერს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს ------- (ს/ნ -------), -------, -------, -------, -------, ------- და ------- შპს ,,-------“-ს (ს/ნ -------) ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შპს ,,-------“-ს, შპს -------, -------, -------, -------, -------, ------- და ------- საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 იანვრის ბრძანება, რომლის თანახმად, შპს ------- (ს/ნ -------), -------, -------, -------, -------, ------- და ------- აღიარებულ იქნენ შპს ,,-------“-ს (ს/ნ -------) ცრუმაგიერ პირებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის №330350020004225203 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 23 ივლისის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №011-4539 ბრძანებით, შპს ,,-------“-ის (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის, შპს „-------“ (ს/ნ -------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაადოს გადამხდელის ქონებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შპს ,,-------“- ს, შპს „-------“ (ს/ნ -------), -------, -------, -------, -------, ------- და ------- საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 იანვრის ბრძანება, რომლის თანახმად, შპს „-------“ (ს/ნ -------), -------, -------, -------, -------, ------- და ------- აღიარებულ იქნენ შპს ,,-------“-ის (ს/ნ -------) ცრუმაგიერ პირებად. ამასთან, შპს „-------“-ს (ს/ნ -------) 2024 წლის 23 ივლისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება ამ კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან და ცრუმაგიერი პირის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ამასთან, გადამხდელი უთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მომჩივანის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო ცრუმაგიერი პირის, მოჩივანის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4(9, 11); 241; 246