გადაწყვეტილება №22436/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22436/2/2024
14 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------- 1.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22436/2/2024).
დავის საგანი:
სავარაუდოდ დარიცხული მოსაკრებლის და საურავის გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32826 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 24 593 ლარი.
მათ შორის:
ბუნ.რეს.სარგებ. მოსაკრებლი - 22 321
საურავი - 2 272
ფაქტების აღწერა
2022 წლის 29 აგვისტოს გადასახადის გადამხდელზე გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №----------- ლიცენზია 7 წლის ვადით წყაროს წყლის ჩამოსხმის მიზნით, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა განსაზღვრულია წელიწადში 7500 მ 3 -ის ოდენობით.
2022 წლის 11 ნოემბერს დამტკიცებულია ათვისების გეგმა, რომლის მიხედვით 2022 წელს მოსაპოვებელი რესურსი შეადგენს 1 250 მ 3 , ხოლო 2023 წელს მოსაპოვებელი რესურსი შეადგენს 7 500 მ 3 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2023 წლის 19 ივლისის №--------- ბრძანებით გადასახადის გადამხდელზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №----------- ლიცენზია გაუქმებულია.
გადასახადის გადამხდელი მიერ წარდგენილი არ ყოფილა 2023 წლის I-III კვარტლის გაანგარიშებები, განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა ავტომატურ რეჟიმში ლიცენზიის საკუთრებაში ყოფნის პროპორციულად, საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32826 ბრძანებით, საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის №081-337 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32826 ბრძანება არდაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 53-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 44-ე, 299-ე 301-ე მუხლებზე და ფაქტობრივი გარემოებებზე მითითებით ამბობს, რომ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი მართლზომიერია და არ არსებობს გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი მომსახურების დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 6 თებერვალს. საჩივარი წარმოდგენილია 2023 წლის 29 ნოემბერს.
შესაბამისად, გასულია მისი გასაჩივრების კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელ მიზეზთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური არ არის უფლებამოსილი აღნიშნულ ნაწილში განიხილოს საჩივარი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ აქვს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, არ გააჩნია ფინანსური რესურსი და არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. ამასთან, აღნიშნული ლიცენზია გაუქმებულია. ასევე, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კომპანიას საერთოდ არ მოუპოვებია ბუნებრივი რესურსი და აკისრია უსამართლოდ არაპროპორციული მოსაკრებელი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.
საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლში საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის №4014 კანონით დამატებულ 144-ე და 145-ე ნაწილებზე:
144. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად ჩამოწეროს იმ პირის მიერ გადასახდელი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლის გადაუხდელი ოდენობა და მასთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმა და საურავი, რომელსაც 2023 წლის 1 დეკემბრამდე შესაბამისი ლიცენზიით (სათანადო დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) არ უსარგებლია, კერძოდ, მიწისქვეშა მტკნარი წყალი არ ჩამოუსხამს. ამ ნაწილის მოქმედება პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) შესაბამისი პირი 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით აღარ ფლობს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გაცემულ ლიცენზიას;
ბ) შესაბამისი პირი 2024 წლის 1 აპრილამდე მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის ლიცენზიის გამცემ ორგანოს მიმართავს ამ ლიცენზიის გაუქმების შესახებ და 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით არ ისარგებლებს აღნიშნული ლიცენზიით, კერძოდ, არ ჩამოასხამს მიწისქვეშა მტკნარ წყალს.
145. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის 144-ე ნაწილით გათვალისწინებული წესი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის შეფასებული კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №32826 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (ამ გადაწყვეტილების შესაბამისად); 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სავარაუდოდ დარიცხული მოსაკრებლის და საურავის გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
2022 წლის 29 აგვისტოს გადასახადის გადამხდელზე გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 7 წლის ვადით წყაროს წყლის ჩამოსხმის მიზნით, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა განსაზღვრულია წელიწადში 7500 მ 3 -ის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელი მიერ წარდგენილი არ ყოფილა 2023 წლის I-III კვარტლის გაანგარიშებები, განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა ავტომატურ რეჟიმში ლიცენზიის საკუთრებაში ყოფნის პროპორციულად, საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32826 ბრძანება არდაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;53(1); 309-ე მუხლში საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის №4014 კანონით დამატებულ 144-ე და 145-ე ნაწილები