გადაწყვეტილება №24356/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24356/2/2024
27 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ს 27.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24356/2/2024).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა;
2. მომწოდებლისთვის წინასწარ გადახდილი ავანსის დაკვალიფიცირება დოკუმენტურად
დაუდასტურებელ ხარჯად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის №041-40 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27237 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 272 702,42 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 162 553
დღგ - 79 614
მოგების გადასახადი - 59 455
საშემოსავლო გადასახადი - 23 484
ჯარიმა - 93 869
საურავი - 16 280,42
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 27.04.2022 წლიდან 28.03.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 3.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის №041-40 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27237 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
ამავე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია; დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
შემოსავლების სამსახურის 3.12.2024 წლის №------- წერილიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27237 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე 6.11.2023 წელს. ვინაიდან გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა განახორციელა 6.11.2023 წლის №27237 ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 12.12.2023 წელს, ხოლო ჩაბარებულად ჩაითვალა 1.01.2024 წელს.
აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადის მე-20 დღე 21.01.2024 ემთხვევა კვირა დღეს, არასამუშაო დღეს და მომჩივანს საჩივრის წარმოდგენა შეეძლო 22.01.2024 წლის ჩათვლით, ხოლო საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია 27.11.2024 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
მომჩივანს სატელეფონო კომუნიკაციისას ეცნობა გასაჩივრების ვადის დარღვევის თაობაზე, თუმცა მას არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების თაობაზე
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია არგუმენტები/მტკიცებულებები გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 27.04.2022 წლიდან 28.03.2023 წლამდე, ხოლო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 3.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის №041-40 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.11.2023 წლის №27237 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301.