გადაწყვეტილება №19493/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19493/2/2023
19.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 24.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19493/2/2023).
დავის საგანი:
დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ივნისის №086-25 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ოქტომბრის №26609 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 275 770 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 152 249
დღგ - 63 911
მოგების გადასახადი - 69 404
საშემოსავლო გადასახადი - 18 934
ჯარიმა - 84 979 საურავი - 38 542
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6291 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 8 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ივნისის №15310 ბრძანება და №086-25 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 29 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 20 ოქტომბრის №26609 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის
საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად: 10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად: 10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 27.04.2023 წლის №-----21-04 წერილით და წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას მომჩივანი არ გაცნობია ელექტრონულ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში. ამასთან, დოკუმენტის ჩაბარება ვერ მოხერხდა საფოსტო დაწესებულების მეშვეობითაც (გაეგზავნა 2- ჯერ იურიდიულ მისამართზე. ამასთან, მომჩივანმა არ უპასუხა სატელეფონო ზარს და დატოვებულ იქნა შეტყობინება). შედეგად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდა სადავო ბრძანების საჯაროდ გავრცელება 2023 წლის 23 თებერვალს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2023 წლის 15 მარტს. მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 4 აპრილი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 2023 წლის 24 აპრილს. შესაბამისად, დარღვეულია შემოსავლების სამსახურის ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის №26609 ბრძანება ფიზიკურად ჩაბარდა 2023 წლის 5 აპრილს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301- ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 29 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 20 ოქტომბრის №26609 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის წერილით და წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას მომჩივანი არ გაცნობია ელექტრონულ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში. ამასთან, დოკუმენტის ჩაბარება ვერ მოხერხდა საფოსტო დაწესებულების მეშვეობითაც. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდა სადავო ბრძანების საჯაროდ გავრცელება 2023 წლის 23 თებერვალს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2023 წლის 15 მარტს. მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 4 აპრილი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 2023 წლის 24 აპრილს. შესაბამისად, დარღვეულია შემოსავლების სამსახურის ბრძანების გასაჩივრების კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის №26609 ბრძანება ფიზიკურად ჩაბარდა 2023 წლის 5 აპრილს.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301- ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44 (10) (11); 299 (10); 301 ,,ე"; 305 (1).