ბრძანება N 8474

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.04.2024
№ დოკუმენტი 8474
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8474

15 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 24 ნოემბრის და 5 დეკემბრის

საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 და 29 მარტის სხდომებზე (ოქმები №28 და №34) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 თებერვლის №21589/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №85349/1/2023 და №205907/21 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის №EL228616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და 2023 წლის 3 აგვისტოს №---------- საბაჟო დეკლარაციაში (ფორმა-4) მითითებული სეს ესნ კოდის მართლზომიერების საკითხს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოზე წარდგენილ საჩივარში განმარტა, რომ იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წარდგენილ ერთ-ერთი საქონლის (----------) სეს ესნ კოდად ინვოისში მითითებულია ----------. საბაჟო დეპარტამენტმა მოცემულ საქონელზე დანიშნა ექსპერტიზა, რის შედეგადაც საქონლის კოდად განისაზღვრა ----------. შედეგად მოცემული საქონელი დაიბეგრა იმპორტის გადასახდელით და კომპანია დაჯარიმდა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ ჩატარებულ იქნა ალტერნატიული ექსპერტიზა (შპს „----------“), რომლის თანახმადაც წინამდებარე სასაქონლო კოდზე განისაზღვრა სასაქონლო კოდი ----------. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მოცემულ კოდზე ვერ ჩატარდა ექსპერტიზა. მომჩივნის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია რომ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული სამსახური არ გასცემს იმგვარ აკრედიტაციას, რომელიც ამ აკრედიტაციის მქონე პირს მისცემს უფლებას, რომ განახორციელოს ნებისმიერი საქონლისთვის საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით (სეს ესნ) გათვალისწინებული სასაქონლო კოდის მინიჭება.

მომჩივანი მიუთითებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილის მიხედვით, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი-სასაქონლო ნომეკლატურული კოდის დადგენის მიზნით ჩასატარებელი ექსპერტიზის მიმართულებით, არ არის აკრედიტირებული სსიპ აკრედიტაციის ცენტრის მიერ.

საჩივრის ავტორის განმარტებით, საქონელი წარმოადგენს ევროკავშირში, კერძოდ, ---------- რესპუბლიკაში წარმოებულ საქონელს, რომელზეც არსებობს ---------- საბაჟო ორგანოს საბაჟო დეკლარაცია და ექსპორტიორის ინვოისი, სადაც საქონლის სეს ესნ კოდად მითითებულია ----------. მოცემულ საქონელზე ---------- და საქართველოს საბაჟოებს გააჩნიათ შეუქცევადი წინაღობა. შესაბამისად, თუ საქართველოს საბაჟოს მიაჩნია, რომ მოცემული საქონლის კოდი არ არის ---------- და არის ----------, მომჩივნის მოსაზრებით, საბაჟო დეპარტამენტმა უნდა იმოქმედოს საქართველოსა და ევროკავშირის საბაჟო ქვეკომიტეტის გადაწყვეტილების №1/2018 შესაბამისად და დაიწყოს სათანადო სამართლებრივი პროცედურები ექსპორტის განმახორციელებელ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საბაჟო ორგანოსთან.

შემოსავლების სამსახურის მიერ უარი თქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მიუხედავად მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა - კერძოდ, გადასახადის გადამხდელის ექსპერტი არ არის აკრედიტებული აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული სამსახურის მიერ, მაშინ როდესაც წარდგენილი აქვთ ამავე ორგანოდან წერილი, რომ მათი მხრიდან მსგავსი აკრედიტაცია არ გაიცემა.

საქონელს მინიჭებული აქვს ---------- კლასიფიკაცია, ხოლო საქართველოს კანონის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ 11 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, სამედიცინო დანიშნულების საქონელი – სამედიცინო პრაქტიკაში დაავადების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ავადმყოფის მოვლის მიზნით გამოყენებული სამედიცინო საქონელი: ინსტრუმენტები, მოწყობილობები, დანადგარები, სამედიცინო ტექნიკა, შესახვევი მასალა, საპროთეზო - ორთოპედიული ნაწარმი და სხვა. ასევე, პროდუქტი არის ----------ის თანახმად ---------- საქონელი. ამ დირექტივის მიხედვით ---------- ეს საქონელი წარმოადგენს სამედიცინო დანიშნულების საქონელს.

საერთაშორისო ხელშეკრულების „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ თანახმად, 1998 წლის 27 ოქტომბრის ევროპის პარლამენტის და საბჭოს 98/79/EC დირექტივა ინვიტრო დიაგნოსტიკური სამედიცინო მოწყობილობების შესახებ საქართველოს დაახლოების ვადა შეადგენდა წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის განმავლობაში.

საქართველოს მთავრობის 30.12.2016 წლის №641 დადგენილების (სამრეწველო და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ) მე3 თავის მე-2 აბზაცის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე გავრცელებული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის ინსტიტუციური ორგანიზების პრინციპია - სექტორული ორგანიზების პრინციპი (მაგ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ექცევა სამედიცინო სექტორის პროდუქტები, რომელთაც ფარავს შემდეგი დირექტივები ---------- სამედიცინო მოწყობილობები; ---------- აქტიურად იმპლანტირებადი სამედიცინო მოწყობილობები; ---------- ინ-ვიტრო დიაგნოსტიკური სამედიცინო მოწყობილობები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში ექცევა შემდეგი დირექტივებით და რეგულაციით დაფარული პროდუქტები: ---------- ფეთქებად გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობები ---------- სამოქალაქო დანიშნულების ფეთქებადი მასალები; ---------- სამშენებლო მასალები).

აღნიშნულზე მითითებით მომჩივანს მიაჩნია, რომ საქონელი წარმოადგენს ინვიტრო დიაგნოსტიკურ სამედიცინო მოწყობილობას. თუ საქართველოს საბაჟოს მიაჩნია, რომ მოცემული საქონლის კოდი არ არის ----------და არის ----------, ასეთ შემთხვევაში მომჩივნის მოსაზრებით საბაჟო ორგანომ უნდა იმოქმედოს საქართველოსა და ევროკავშირის საბაჟო ქვეკომიტეტის გადაწყვეტილების №1/2018 შესაბამისად და წამოიწყოს სათანადო სამართლებრივი პროცედურები ექსპორტის განმახორციელებელ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საბაჟო ორგანოსთან.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვა მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სამართლებრივი პოზიციის შესაბამისად სრულად დაკმაყოფილდეს საჩივარი.

მომჩივანმა შემოსავლების სამსახურში 2024 წლის 18 მარტს წარმოადგინა №---------- განცხადება, სადაც მიუთითა, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება გულისხმობს, შპს ----------ს უნდა გადაეცეს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მიერ, თუ რა სახის აკრედიტაცია უნდა გააჩნდეს პირს, რომლის მიერაც საქონელზე განსაზღვრული სასაქონლო კოდი შემოსავლების სამსახურისთვის იქნება მისაღები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს საფოტო გადამზიდავის – შპს „----------“ მიერ შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) კუთვნილი, №---------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი (---------- – 2 ერთეული; ---------- – 2 ერთეული) №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დადეკლარირდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. აღნიშნულ დეკლარაციას გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „Oracle“-ის მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“.

გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №---------- საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, რის შემდეგაც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეკლარირებულ საქონელს (----------) არასწორად ჰქონდა განსაზღვრული სეს ესნ კოდი – ----------, რის გამოც დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“ და სასაქონლო კოდის სისწორის შემოწმების მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 4 აგვისტოს №---------- დასკვნის მიხედვით, საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა დეკლარაციაში მითითებული სასაქონლო კოდისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდში, კერძოდ: ---------- განესაზღვრა სეს ესნ კოდი ----------, ხოლო ---------- – სეს ესნ კოდი ----------.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „9018“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო „8443“ და „9027“ სასაქონლო პოზიციებში შემავალი საქონლის იმპორტი იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით. აღნიშნულმა კი გამოიწვია №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაზრდა 1245.88 ლარით (დღგ).

ვინაიდან შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 1245.88 ლარით შემცირებას, ამასთან ერთად, შპს „----------“ საბაჟო დეკლარაციაში და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის შემცირებისთვის დაჯარიმებულია 2023 წლის 20 თებერვალს (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL200758), საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 25 ოქტომბერს შედგენილ იქნა №EL228616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2491.76 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

კომპანია არ დაეთანხმა 2023 წლის 25 ოქტომბრის №EL228616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და 2023 წლის 3 აგვისტოს №---------- საბაჟო დეკლარაციაში (ფორმა-4) მითითებულ სეს ესნ კოდს და 2023 წლის 24 ნოემბერს და 5 დეკემბერს შემოსავლების სამსახურში წარადგინა №85349/1/2023 და №205907/21 საჩივრები. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31309 ბრძანებით შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №85349/1/2023 და №205907/21 საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ 2024 წლის 28 თებერვლის №21589/2/2023 გადაწყვეტილებაში მიუთითა საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სეს ესნ-ის 2844 კოდით გათვალისწინებული რადიოფარმპრეპარატების, სეს ესნ-ის 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40 და 9001 50 კოდებით, სეს ესნის 9018–9022 კოდებით (გარდა 9022 29 000 00 კოდისა), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის, სეს ესნ-ის 8713 და 8714 20 000 00 კოდებით გათვალისწინებული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტსისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტსისტემები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა რეგისტრირებული) იმპორტი.

საბჭომ მიუთითა, რომ „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) 90 ჯგუფში გაერთიანებულია ინსტრუმენტები და აპარატები ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, პრეციზიული, სამედიცინო ან ქირურგიული; მათი ნაწილები და საკუთნოები. 84 ჯგუფში კი - ბირთვული რეაქტორები, ორთქლის ქვებები (ბიოლერები), დანადგარები და მექანიკური მოწყობილობები; მათი ნაწილები. 9018 პოზიციაში ჩართულია ხელსაწყოები და მოწყობილობები, მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სცინტიგრაფიული აპარატურის ჩათვლით, ელექტროსამედიცინო აპარატურა დანარჩენი და მხედველობის გამოსაკვლევი ხელსაწყოები: 9018 90 ქვეპოციაში – ინსტრუმენტები და მოწყობილობები დანარჩენი: 9018 90 840 00 სეს ესნ კოდში მითითებულია – დანარჩენი. 9027 პოზიციაში ჩართულია ხელსაწყოები და აპარატურა ფიზიკური ან ქიმიური ანალიზისათვის (მაგალითად, პოლარიმეტრები, რეფრაქტომეტრები, სპექტრომეტრები, აირ- ან კვამლანალიზატორები); სიბლანტის, ფორიანობის, გაფართოების, ზედაპირული დაჭიმულობის საზომი ან საკონტროლო ხელსაწყოები და აპარატები ან ანალოგიური; სითბოს, ხმისა ან სინათლის რაოდენობის საზომი ან საკონტროლო ხელსაწყოები და აპარატები (ექსპონომეტრების ჩათვლით); მიკროტომები: 9027 50 000 00 სეს ესნ კოდში მითითებულია – ხელსაწყოები და აპარატურა, დაფუძნებული ოპტიკური გამოსხივების (ულტრაიისფერის, სპექტრის ხილული ნაწილის, ინფრაწითელის) მოქმედებაზე, დანარჩენი. 8443 პოზიციაში ჩართულია მანქანები საბეჭდი, გამოსაყენებელი 8442 სასაქონლო პოზიციის ფირფიტების, ცილინდრებისა და სხვა საბეჭდი ფორმების მეშვეობით ბეჭდვისათვის; სხვა პრინტერები, კოპირების და ფაქსიმილური აპარატები, გაერთიანებული ან არა; მათი ნაწილები და საკუთნოები: 8443 32 ქვეპოზიციაში – დანარჩენი, გამომთვლელ მანქანასთან ან ქსელთან მიერთების საშუალებით: 8443 32 100 00 სეს ესნ კოდში მითითებულია – პრინტერები.

საბჭომ ასევე მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ „9018“ სასაქონლო პოზიციის განმარტების მიხედვით, მითითებული სასაქონლო პოზიცია არ მოიცავს ინსტრუმენტებს, ხელსაწყოებს და მოწყობილობებს, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიებში სისხლის, ქსოვილის სითხეების, შარდის და ა.შ. შესამოწმებლად, მიუხედავად იმისა ემსახურება თუ არა ასეთი მოწყობილობები დიაგნოზს, და ვინაიდან ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონელი იყო ლაბორატორიებში გამოსაყენებელი ანალიზატორი, რომლის დანიშნულებაა სისხლში ----------, აღნიშნული საქონელი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების შესაბამისად, კლასიფიცირდება 9027 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

საბჭომ მიუთითა, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილ საჩივარში აღნიშნილ გარემოებაზე, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მოცემულ კოდზე ვერ ჩატარდა ექსპერტიზა და ეთქვა უარი. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული სამსახური არ გასცემს იმგვარ აკრედიტაციას, რომელიც ამ აკრედიტაციის მქონე პირს მისცემს უფლებას, რომ განახორციელოს ნებისმიერი საქონლისთვის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით (სეს ესნ) გათვალისწინებული სასაქონლო კოდის მინიჭება.

საბჭომ ასევე მიუთითა საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ საბჭოს სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებაზე, რომ საქართველოში არ არსებობს შესაბამისი აკრედიტირებული ექსპერტი, თუმცა საგადასახადო ორგანო ითვალისწინებს საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას. მომჩივანმა კი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის წარმოადგინოს საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული კომპეტენტური ექსპერტის დასკვნა.

საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს კონკრეტული კომპეტენტური (აკრედიტირებული) პირის დასკვნა ან სხვა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, საბჭომ, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31309 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია უნდა ხორციელდებოდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებით და, თუ ამ ტექსტებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ამავე პუნქტის ქვეპუნქტებით დადგენილი დებულებების შესაბამისად.

დადგენილია, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №---------- საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, რის შემდეგაც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეკლარირებულ საქონელს (----------) არასწორად ჰქონდა განსაზღვრული სეს ესნ კოდი – ----------, რის გამოც დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“ და სასაქონლო კოდის სისწორის შემოწმების მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 4 აგვისტოს №---------- დასკვნის მიხედვით, საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა დეკლარაციაში მითითებული სასაქონლო კოდისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდში, კერძოდ: ---------- განესაზღვრა სეს ესნ კოდი ----------, ხოლო ---------- – სეს ესნ კოდი ----------.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაინტერესებული მხარე კი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.

ამავე საკანონმდებლო აქტის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება №---------- საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ით დეკლარირებული საქონლის (----------) სეს ესნ კოდის მინიჭების შესახებ. საბაჟო დეპარტამენტს კი თავის მხრივ დაევალოს მომჩივნის მიერ ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის შემთხვევაში დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქონლის კლასიფიცირება მოახდინოს შესაბამის სასაქონლო პოზიციაში. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება №---------- საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ით დეკლარირებული საქონლის (----------) სეს ესნ კოდის მინიჭების შესახებ;

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქონლის კლასიფიცირება მოახდინოს შესაბამის სასაქონლო პოზიციაში;

4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელის მიერ იმპორტირებულის საქონელი დაიბეგრა იმპორტის გადასახდელით და კომპანია დაჯარიმდა. მომჩივანი ითხოვა მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სამართლებრივი პოზიციის შესაბამისად სრულად დაკმაყოფილდეს საჩივარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, რის შემდეგაც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეკლარირებულ საქონელს (ერითროციტების დალექვის სიჩქარის მზომი პრინტერთან ერთად) არასწორად ჰქონდა განსაზღვრული სეს ესნ კოდი, რის გამოც დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“ და სასაქონლო კოდის სისწორის შემოწმების მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 4 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა დეკლარაციაში მითითებული სასაქონლო კოდისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ით დეკლარირებული საქონლის სეს ესნ კოდის მინიჭების შესახებ. საბაჟო დეპარტამენტს კი თავის მხრივ დაევალოს მომჩივნის მიერ ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის შემთხვევაში დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქონლის კლასიფიცირება მოახდინოს შესაბამის სასაქონლო პოზიციაში. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(2); 173.