ბრძანება N 14386

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.06.2023
№ დოკუმენტი 14386
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 14386

22.06.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: -------------)

2023 წლის 1 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის სხდომაზე (ოქმი №66) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №92928/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 3 მაისის №EL208397 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მძღოლის მიერ შეცდომით იქნა გატანილი სატრანსპორტო საშუალებაში შეცდომით ჩაიტვირთული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც მომჩივნის განმარტებით, ტვირთის საწყობში მიღებისას, მესაწყობის მიერ იქნა აღმოჩენილი, რის შესახებაც უმალვე შეატყობინეს საბაჟოს და ტვირთი უკლებლივ დააბრუნეს საბაჟო კონტროლის ზონაში.

აში. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 28 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „---------“ გავლით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა №---------- სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა მიმღების კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი (24 სატრანსპორტო ზედდებული (CMR) - საერთო წონა 16 150 კგ).

ზოგადი დეკლარირების განხორციელების შემდეგ, მითითებულ სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დარეგისტრირდა №----------(28/04/2023) აღრიცხვის მოწმობა და შემდგომი საბაჟო ფორმალობების განხორციელების მიზნით, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ დანიშნულებით.

2023 წლის 29 აპრილს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გამოცხადდა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ კონტროლის ზონაში, სადაც შპს „----------“ (ს/ნ ---------) წარმომადგენლის მოთხოვნით და უშუალო ზედამხედველობით განხორციელდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის (-----------) გადატვირთვა №----------- სატრანსპორტო საშუალებაში და გატანილ იქნა კონტროლის ზონიდან.

მოგვიანებით გაირკვა, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ კომპანიის კუთვნილ საქონელთან ერთად №------------სატრანსპორტო საშუალებაში შეცდომით ჩაიტვირთა და საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილ იქნა, შპს „------------“ (ს/ნ ----------) კუთვნილი, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი.

საბაჟო ორგანოს მოთხოვნით, შპს „------------“ აღნიშნული საქონელი 2023 წლის 3 მაისს დააბრუნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----------“ კონტროლის ზონაში და ვინაიდან, შპს „-----------“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვას და საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2023 წლის 3 მაისს შედგენილ იქნა №------------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე საკანონმდებლო აქტის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქონელი მისი გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გადმოიტვირთოს ან გადაიტვირთოს მხოლოდ საბაჟო ორგანოს თანხმობით, ამ ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ადგილზე.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მესამე ნაწილი კი ადგენს, რომ საბაჟო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, ჯარიმის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას და გადატვირთვას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა მიმღების კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი.

კომპანიის კუთვნილ საქონელთან ერთად სატრანსპორტო საშუალებაში შეცდომით ჩაიტვირთა და საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილ იქნა, სხვა შპს-ს კუთვნილი, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი.მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

6;70(1);74(1);163(1);170(1);