ბრძანება N 22254
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22254
15 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ --------------ის (ს/ნ -----------------)
(ფაქტ. მის.:-----------------------------)
(იურ. მის.: -----------------------------)
2024 წლის 18 და 20 სექტემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №105) განიხილა ი/მ --------------ის (ს/ნ -----------------) №155084/21-11 და №156767/01 საჩივრები, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 17 სექტემბრის №20416 ბრძანებას და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებულ გადასახადში დარიცხულ თანხებს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი საჩივრებში განმარტავს, რომ იმ მისამართზე, რომელზეც მას ჰქონდა მინიჭებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი, საქმიანობას ახორციელებს სხვა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებულ გადასახადში დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ი/მ --------------ს (ს/ნ -----------------) 2013 წლის 28 მარტიდან მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი (საქმიანობის სახე - თონეში წარმოებული/საწარმოებელი (ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდება ან/და თონეთი გაწეული მომსახურება) (მისამართზე - ქ. -------ქ. №---). 2017 წლის 22 მაისს გადამხდელმა შეიცვალა მისამართი (ქ. --------- ქ. №-----).
ი/მ --------------ის (ს/ნ -----------------) მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ განაცხადი წარმოდგენილია 2024 წლის 14 აგვისტოს.
გადამხდელმა 2024 წლის 30 აგვისტოს №--------/21-11 განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს ფიქსირებული გადასახადის შემცირების თაობაზე. მომსახურების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილ იქნა შუალედური წერილი დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის შესახებ, რომელიც გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. ამის შემდეგ, მიმდინარე წლის 17 სექტემბერს გამოიცა №20416 ბრძანება ზემოაღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ -------------ს (ს/ნ -----------) 2024 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 2 200 ლარი, საურავი 748.82 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ფიქსირებულ გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951 მუხლზე, რომლის მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:
ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;
ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №4-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში ან მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე ბრძანების დანართი №4-ის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ შესაძლებელია გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.
,,ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 24 ივნისის №16277 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი, დარიცხული და გადაუხდელი ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების მოთხოვნით, ამ წესის პირველი პუნქტის გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარუდგენს განცხადებას თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) გადასახადის გადამხდელმა, საგადასახადო ორგანოში ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის დროს მითითებულ მისამართზე შეწყვიტა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობა.
ამავე ბრძანების მე-4 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, განცხადებას დაურთოს ამ წესის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, შესაბამისი პირობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, მან არ იცოდა, რომ საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში უნდა გაეუქმებინა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. ასევე მიუთითებს, რომ იმ მისამართზე, რომელზეც მას ჰქონდა მინიჭებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი, მის მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ საქმიანობა გააგრძელა სხვა პირმა. ამასთან, საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული მტკიცებულება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტებისა და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დააკორექტიროს (შეამციროს) დარიცხული ფიქსირებული გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ --------------ის (ს/ნ -----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შეისწავლოს სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტებისა და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დააკორექტიროს (შეამციროს) დარიცხული ფიქსირებული გადასახადი;
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების მიხედვით, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი საჩივრებში განმარტავს, რომ იმ მისამართზე, რომელზეც მას ჰქონდა მინიჭებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი, საქმიანობას ახორციელებს სხვა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებულ გადასახადში დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანს 2013 წლის 28 მარტიდან მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი (საქმიანობის სახე - თონეში წარმოებული/საწარმოებელი (ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდება ან/და თონეთი გაწეული მომსახურება). 2017 წლის 22 მაისს გადამხდელმა შეიცვალა მისამართი.მომჩივანის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ განაცხადი წარმოდგენილია 2024 წლის 14 აგვისტოს.
გადამხდელმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს ფიქსირებული გადასახადის შემცირების თაობაზე. მომსახურების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილ იქნა შუალედური წერილი დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის შესახებ, რომელიც გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. ამის შემდეგ, მიმდინარე წლის 17 სექტემბერს გამოიცა №20416 ბრძანება ზემოაღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს 2024 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 2 200 ლარი, საურავი 748.82 ლარი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტებისა და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დააკორექტიროს (შეამციროს) დარიცხული ფიქსირებული გადასახადი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 956(1);