ბრძანება N 20911
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20911
23 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------., -------)
2026 წლის 29 მარტის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 აგვისტოს №27508/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2026 წლის 29 მარტის №101521/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 თებერვლის №041-7 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემმოწმებელმა სადავო საკითხის გადაანგარიშებისას, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა კომპანიის მოგებაზე ფუნქციონირება და ამის გამო კაპიტალის შევსებას არ საჭიროებდა, რასაც არ ეთანხმება. ასევე, შემმოწმებელის მითითებაზე, რომ კომპანიას საქართველოს ბანკსა და ტერაბანკში უფიქსირდებოდა გრძელვადიანი სესხი ჯამში 991,103 ლარის ოდენობით, გადამხდელი მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს. 01.01.2018–01.01.2022 პერიოდის ნაერთ ბრუნვით უწყისში 4110 ანგარიშზე ასახული ბრუნვა წარმოადგენს საკრედიტო ხაზების მრავალჯერად გამოყენებას („აღება–დაფარვის“ რეჟიმი) და არა ერთდროულად არსებულ ვალდებულებას. შესაბამისად, კომპანიას არ ჰქონია 991,103 ლარის ოდენობის სესხი. რეალური საბანკო რესურსი შეადგენდა დაახლოებით 160,000 ლარს და გამოიყენებოდა მოკლევადიანი ოპერაციული საჭიროებებისთვის, მათ შორის, იმპორტის დროს საბაჟო გადასახდელებისა და საგადასახადო ვალდებულებების დროული დაფარვისთვის. ამავე ბრუნვით უწყისში ნათლად ჩანს, რომ კომპანია საქმიანობაში იყენებდა დამფუძნებლის მიერ შეტანილ კაპიტალს, რომელიც საჭიროების შესაბამისად ივსებოდა ან მცირდებოდა. შესაბამისად, სრულიად კანონზომიერია, რომ 01.01.2022 მდგომარეობით საწესდებო კაპიტალში ასახულია 136,000 ლარის ნაშთი, რომელიც წარმოადგენს რეალურ და ეკონომიკურად დასაბუთებულ მაჩვენებელს. რაც შეეხება შემმოწმებლის მითითებას, რომ 2022 წლის ოპერაცია პროგრამულად გატარებულია 2025 წლის 19 მარტს, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს ოპერაციის არარეალურობის მტკიცებულებას. ბუღალტრული პროგრამის ტექნიკური თავისებურებიდან გამომდინარე, ნებისმიერი გატარების ხელახლა გახსნისა და შემდგომ შენახვის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად ცვლის გატარების თარიღს, რაც არ ასახავს ოპერაციის ფაქტობრივ განხორციელების დროს. აღსანიშნავია ასევე, რომ კომპანიას დაფუძნებიდან (27.02.2019) 01.01.2022 მდგომარეობით აქვს 150,983 ლარის აკუმულირებული მოგება. თუმცა აღნიშნული მოგება ფორმირდებოდა ეტაპობრივად და ვერ იქნებოდა საქმიანობის საწყის ეტაპზე საკმარისი ფინანსური რესურსი. შესაბამისად, არ არის ლოგიკური დასკვნა, თითქოს კომპანია მხოლოდ დაახლოებით 160,000 ლარის საკრედიტო ხაზითა და ეტაპობრივად დაგროვილი მოგებით შეძლებდა საქმიანობის განხორციელებას საწესდებო კაპიტალის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი მიუთითებს, რომ თუ კაპიტალის შევსების ოპერაციები არ მომხდარა და ისინი ამოიღება ბუღალტრული ჩანაწერებიდან, ფულადი სახსრების მუხლები გადადის უარყოფით მაჩვენებლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და ითხოვს, რომ შემოწმების მიერ დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული 202 571.56 ლარი დაკვალიფიცირდეს საწესდებო კაპიტალის შემცირებად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 დეკემბრის №27963 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 21 ნოემბრის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს კაპიტალის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 დეკემბრის №27963 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 18 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 27 თებერვლის №041-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 15 მაისის №10869 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 24 აგვისტოს №27508/2/2026 გადაწყვეტილებით, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 მაისის №10869 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 აგვისტოს №27508/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურს, როგორც თავდაპირველის საჩივრის განხილვისას, რაზეც მიღებულია შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №27963 ბრძანება, ისე აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე წარდგენილი საჩივრის განხილვისას, რაზეც მიღებულია სადავო შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10869 ბრძანება, საჩივრები განხილული აქვს მომჩივნის გარეშე, მომჩივანს არ მიეცა შემოსავლების სამსახურში საჩივრების განხილვის არცერთ ეტაპზე დასწრების და არგუმენტების/პოზიციის დაცვის შესაძლებლობა.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა, შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საწარმოს კაპიტალი შევსებული აქვს სალაროთი, ამასთან, 2022 წლის ოპერაცია პროგრამულად გატარებული აქვს 2025 წლის 19 მარტს. შესამოწმებელ პერიოდში კომპანია გადის მოგებაზე და არ საჭიროებს კაპიტალის შევსებას, ამასთან, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწესდებო კაპიტალში საწყისი ნაშთი ფიქსირდება 136 000 ლარი. განხორციელდა წინა პერიოდის ანალიზი, კომპანიას საქართველოს და ტერაბანკში უფიქსირდება გრძელვადიანი სესხი ჯამში 991 103 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა მთლიანად არის დაფარული და სრულიად საკმარისია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის. შემოსავლების და გასავლების შეპირისპირებით კომპანიას უფიქსირდება მოგება, შესაბამისად, საწესდებო კაპიტალში საწყისი ნაშთი არ უნდა არსებობდეს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის ანალიზში სრულად იგნორირებულია ფულადი სახსრების მოძრაობა, კაპიტალის შევსების პერიოდებში არსებული ლიკვიდურობის მაჩვენებლები, ბალანსის სტრუქტურული ანალიზი. აღნიშნული საკითხები არ არის განხილული არც შემოწმების აქტში. გადამხდელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს მეთოდოლოგიურად მცდარ და ზედაპირულ შეფასებას, რადგან კაპიტალის შევსების ან შემცირების საჭიროებას განსაზღვრავს არა ბუღალტრული მოგება ან ზარალი, არამედ ფულადი სახსრების მოძრაობა, ფულის დეფიციტი და ლიკვიდურობის მაჩვენებლები. შესაძლებელია კომპანია იყოს მოგებაზე, თუმცა ფულადი სახსრები განთავსებული ჰქონდეს აქტივებში (მარაგები, დებიტორული დავალიანება და სხვა), რის გამოც საქმიანობის გასაგრძელებლად საჭირო გახდეს დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვა, მათ შორის, კაპიტალის შევსების გზით. ანალოგიურად, ზარალის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს კაპიტალის შევსების აუცილებლობას, თუ ფულადი სახსრების დეფიციტი არ არსებობს. მიიჩნევს, რომ ფულადი ნაკადებისა და ბალანსის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარების შემთხვევაში, შემმოწმებელი დაინახავდა, თუ რომელ აქტივებშია განთავსებული როგორც კაპიტალის, ასევე, აკუმულირებული მოგების წილი. გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანიას დაფუძნებიდან (27.02.2019) 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით აქვს 150,983 ლარის აკუმულირებული მოგება. თუმცა აღნიშნული მოგება ფორმირდებოდა ეტაპობრივად და ვერ იქნებოდა საქმიანობის საწყის ეტაპზე საკმარისი ფინანსური რესურსი. შესაბამისად, არ არის ლოგიკური დასკვნა, თითქოს კომპანია მხოლოდ დაახლოებით 160,000 ლარის საკრედიტო ხაზითა და ეტაპობრივად დაგროვილი მოგებით შეძლებდა საქმიანობის განხორციელებას საწესდებო კაპიტალის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი მიუთითებს, რომ თუ კაპიტალის შევსების ოპერაციები არ მომხდარა და ისინი ამოიღება ბუღალტრული ჩანაწერებიდან, ფულადი სახსრების მუხლები გადადის უარყოფით მაჩვენებლებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და ითხოვს, რომ შემოწმების მიერ დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული 202 571.56 ლარი დაკვალიფიცირდეს საწესდებო კაპიტალის შემცირებად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი კაპიტალთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს კაპიტალის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს კაპიტალის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და ითხოვს შემოწმების მიერ დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული თანხა დაკვალიფიცირდეს საწესდებო კაპიტალის შემცირებად.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს კაპიტალი შევსებული აქვს სალაროთი, ამასთან, 2022 წლის ოპერაცია პროგრამულად გატარებული აქვს 2025 წლის 19 მარტს. შესამოწმებელ პერიოდში კომპანია გადის მოგებაზე და არ საჭიროებს კაპიტალის შევსებას, ამასთან, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საწესდებო კაპიტალში საწყისი ნაშთი ფიქსირდება 136 000 ლარი. განხორციელდა წინა პერიოდის ანალიზი, კომპანიას საქართველოს და ტერაბანკში უფიქსირდება გრძელვადიანი სესხი ჯამში 991 103 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა მთლიანად არის დაფარული და სრულიად საკმარისია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის. შემოსავლების და გასავლების შეპირისპირებით კომპანიას უფიქსირდება მოგება, შესაბამისად, საწესდებო კაპიტალში საწყისი ნაშთი არ უნდა არსებობდეს.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი კაპიტალთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს კაპიტალის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154;