ბრძანება N 4545

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2023
№ დოკუმენტი 4545
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4545

10.03.2023

ი/მ "----------" (ს/ნ ----------)

(მის.: --------------------------)

2023 წლის 30 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ --------------- (ს/ნ --------------) №78694/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 27 იანვრის ID ----------- გადაწყვეტილებას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში იმყოფებოდა 183 დღეზე მეტ ხანს, 2022 წლის სერტიფიკატის აღების შემდეგ. ამასთან, მისი განმარტებით 2022 წლის რეზიდენტობის ცნობის ასაღებად ჩათვლილ დღეებს არ ითვლის 2023 წლის ცნობისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს 2023 წელზე რეზიდენტობის ცნობის გაცემას.

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ი/მ --------------- (ს/ნ --------------) საქართველოში პირველად შემოვიდა 2021 წლის 2 აპრილს. 2021 წლის განმავლობაში ის საქართველოში იმყოფებოდა 209 დღე, 2022 წლის განმავლობაში 187 დღე, 2023 წლის განმავლობაში 29 დღე, სულ 425 დღე. აღნიშნული დასტურდება, როგორც ი/მ --------------- (ს/ნ --------------)) მიერ საჩივარში ატვირთული თავისი პასპორტის ასლებით, ასევე „გადასახადების ადმინისტრირების სისტემა“-ში (ORACLE) „საზღვრის კვეთის საძიებო“-ში არსებული ინფორმაციით. ამავე დროს, ი/მ --------------- (ს/ნ --------------) წინა პერიოდში გაცემულია საქართველოს რეზიდენტობის ცნობები 2021 და 2022 წლებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მერვე ნაწილის გათვალისწინებით, მომსახურების დეპარტამენტის მიერი/მ --------------- (ს/ნ --------------) საქართველოს რეზიდენტობის ცნობის გაცემა 2023 წელზე ვერ განხორციელდა. აღნიშნულის თაობაზე გადამხდელს ეცნობა 2023 წლის 27 იანვრის ID ------------ გადაწყვეტილებით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დღედ ითვლება დღე, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, მიუხედავად ამ ყოფნის ხანგრძლივობისა.

ხოლო ამავე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ის დღეები, რომელთა მიხედვითაც ფიზიკური პირი წინა საგადასახადო პერიოდში ჩაითვალა რეზიდენტად, არ გაითვალისწინება მომდევნო საგადასახადო პერიოდში რეზიდენტობის დადგენისას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ ----------- (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.