ბრძანება N 21054
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21054
25 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---) (მის.: ---)
2026 წლის 26 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ --- ) 2026 წლის 26 აგვისტოს №28024/2/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 აგვისტოს №007-221 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და გაანგარიშების წარმოების ცხრილებს. აცხადებს, რომ საწარმო ოპერირებს ---ს გამზირზე, მე‐---ში მდებარე --- კვ.მ. ფართში, სადაც განთავსებულია ---- მცირე მაგიდა. ამდენად, მცირეა საოპერაციო სივრცე და შემოსავლები. შესაბამისად, კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვაში მარაგების აღრიცხვისათვის იყენებს აღრიცხვის პერიოდულ მეთოდს, რომლის სრულფასოვანი წარმოებისათვის გააჩნია ყველა საჭირო ინფორმაცია: შესყიდვები, სრული გასაყიდი პროდუქციის კალკულაციები და ხდება პერიოდული ინვენტარიზაცია. მიუხედავად ამისა, კომპანიას გააჩნია გაყიდვების პროგრამა, სადაც აღირიცხება ყოველდღიური გაყიდვები, მცირე გამონაკლისის გარდა, როდესაც ხდებოდა ინსტალაცია ან ტექნიკური შეფერხება იყო, თუმცა იმ პერიოდის გაყიდვების ინფორმაციაც შეიძლება აღდგეს ხელით ჩანაწერებიდან. ასევე, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაანგარიშებების წარმოების ცხრილებსაც, რადგან სავსებით გაუგებარია დღგ‐ის ნაწილში, პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 210 000 ლარის შესყიდვები (საბოლოო ნაშთის გაუთვალისწინებლად) რა გათვლებით მიიყვანა შემმოწმებელმა დაახლოებით 700 000 ლარის ბრუნვამდე (აღიარებულს პლიუს „გამოვლენილი“). ასევე, მიაჩნია, რომ გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული პრომო ღონისძიებებსა და პერსონალის კვებაზე გახარჯული საქონლის რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პროცესზე არსებობს იდენტიფიკაციისათვის საჭირო ცხრილები და ინფორმაცია. ამასთან, მიუთითებს, რომ არ იქნა გათვალისწინებული გაყინული პროდუქტების წონაში კლების მონაცემებიც.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ასევე, ითხოვს დანაკლისად მიჩნეული პროდუქციის 100%-ის ხარჯად აღიარებას. მიუთითებს, რომ დანაკლისად მიჩნეულ პროდუქციაზე არსებობს შესყიდვის აქტები.
3. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას. მიუთითებს, რომ ჩინური კვების ობიექტში ინტერიერში შეიძლება აქსესუარად გამოიყენოს ისეთი ნივთი, რომელიც არ არის უშუალოდ დაკავშირებული კვებასთან, მაგალითად, საყურე, რომელიც წარმოადგენს ჩინური კულტურის ცნობად ატრიბუტს.
4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციებისგან გათავისუფლებას. მიუთითებს, რომ გადასახადის შემცირების წინასწარი განზრახვა არ ჰქონდა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 22 მაისის №11364 ბრძანების საფუძველზე შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2026 წლის 24 აპრილის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის გაანგარიშების საკითხი, ასევე, კაპიტალის საკითხი შეისწავლოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 22 მაისის №11364 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2026 წლის 27 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 37 500 ლარი, მათ შორის: გადასახადი 25 000 ლარი, ხოლო ჯარიმა 12 500 ლარი.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
ვინაიდან 2024 წლის 1 იანვრამდე არსებული პერიოდი არ წარმოადგენდა მიმდინარე საგადასახადო შემოწმების საგანს, თუმცა 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული საწყისი ნაშთების სისწორის განსაზღვრის მიზნით აუცილებელი იყო გადამხდელის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი აღნიშნული თარიღისთვის, გადაანგარიშებისას ამ მიზნით გადამხდელს მოთხოვნილი ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, მათ შორის საბანკო ამონაწერები და სხვა მტკიცებულებები, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა საწესდებო კაპიტალში პარტნიორთა მიერ განხორციელებული ფულადი შენატანების დადასტურება. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით დადასტურდა საწესდებო კაპიტალში თანხის შეტანის ფაქტი. ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გადამხდელის საწყისი კაპიტალის (ფულადი ნაშთის) ოდენობა შეადგენდა 100 000 ლარს, რომელიც აღნიშნული პერიოდისთვის კომპანიის სახელზე ანაბარზე იყო განთავსებული. კომპანიის დირექტორის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და არსებული მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნული თანხა გაანგარიშებისას სრულად იქნა გათვალისწინებული, რის შედეგადაც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ, ასევე, უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 2026 წლის 23 სექტემბერს, 14:10 საათზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეესწავლა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის გაანგარიშების საკითხი, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ერთად განხილულ იქნა წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული შესყიდვების, ნედლეულის გამოყენებისა და პროდუქციის რეალიზაციის გაანგარიშება. აღნიშნული გაანგარიშება განხორციელდა შესაბამისი წარმოების კალკულაციების, გაყიდვების პროგრამაში ასახული რეალიზაციისა და არსებული ნედლეულის ნაშთების გათვალისწინებით. გადასახადის გადამხდელი გაეცნო აღნიშნულ გაანგარიშებებს და დაეთანხმა გამოყენებულ გაანგარიშების პრინციპს. შედეგად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით კაპიტალის საკითხი შეესწავლა ზოგადი ანალიტიკური პროცედურების გათვალისწინებით, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გადამხდელის საწყისი კაპიტალის (ფულადი ნაშთის) ოდენობა შეადგენდა 100 000 ლარს, რომელიც აღნიშნული პერიოდისთვის კომპანიის სახელზე ანაბარზე იყო განთავსებული. კომპანიის დირექტორის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და არსებული მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნული თანხა გაანგარიშებისას სრულად იქნა გათვალისწინებული და შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და გაანგარიშების წარმოების ცხრილებს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას.
4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციებისგან გათავისუფლებას. მიუთითებს, რომ გადასახადის შემცირების წინასწარი განზრახვა არ ჰქონდა.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: ვინაიდან 2024 წლის 1 იანვრამდე არსებული პერიოდი არ წარმოადგენდა მიმდინარე საგადასახადო შემოწმების საგანს, თუმცა 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული საწყისი ნაშთების სისწორის განსაზღვრის მიზნით აუცილებელი იყო გადამხდელის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი აღნიშნული თარიღისთვის, გადაანგარიშებისას ამ მიზნით გადამხდელს მოთხოვნილი ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, მათ შორის საბანკო ამონაწერები და სხვა მტკიცებულებები, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა საწესდებო კაპიტალში პარტნიორთა მიერ განხორციელებული ფულადი შენატანების დადასტურება. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით დადასტურდა საწესდებო კაპიტალში თანხის შეტანის ფაქტი. ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გადამხდელის საწყისი კაპიტალის (ფულადი ნაშთის) ოდენობა შეადგენდა 100 000 ლარს, რომელიც აღნიშნული პერიოდისთვის კომპანიის სახელზე ანაბარზე იყო განთავსებული. კომპანიის დირექტორის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და არსებული მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნული თანხა გაანგარიშებისას სრულად იქნა გათვალისწინებული, რის შედეგადაც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულები.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 2 1.