გადაწყვეტილება №19322/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19322/2/2023
11 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 4.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19322/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 6.07.2022 წლის №17586 ბრძანების აღსრულების შედეგები
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2022 წლის №021-83 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3666 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 712 145 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 320 870
დღგ - 106 120
მოგების გადასახადი - 159 845
საშემოსავლო გადასახადი - 54 905
ჯარიმა - 235 749
საურავი - 155 526
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
პირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 16 მაისს და ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წარდგენილი იქნა ბანკის ცნობები და ამონაწერები,დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ცხრილები და ახსნა-განმარტებები შესამოწმებელი პერიოდისათვის სალაროს საწყისი და საბოლოო ნაშთების შესახებ. გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს მოგებული აქვს სახელმწიფო ტენდერები, რომელთა საფუძველზეც ახორციელებს სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს, ასევე მომსახურებას უწევს სხვა პირებს (გარდა სატენდერო ხელშეკრულებებისა), ასევე ფიქსირდება სამშენებლო მასალების რეალიზაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე გამოწერილია ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ელ. სასაქონლო ზედნადებები. გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 4 177 815 ლარი, ხოლო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და პირველადი სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზით კომპანიის ეკონომიკური საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 4 448 477 ლარი. შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში 270 662 ლარით;
2. გადასახადის გადამხდელს სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდება 302 350 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების 1 355 ტონა ცემენტის შეძენა, რომელიც სასაქონლო ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილის შესაბამისად მიტანილია ქ. -----------. კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების სატენდერო დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები და მიღებაჩაბარების აქტები) ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ მისამართზე არ უფიქსირდება არცერთი სატენდერო ან კერძო სარემონტო მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით აღნიშნული ცემენტი შეძენილია კომპანიის მიერ, მიწოდებულია უსასყიდლოდ საეკლესიო ტაძრისათვის ----------- ქუჩაზე და ---------- სოფ. ---------- დედათა სამონასტრო კომპლექსისათვის (აღნიშნული გარემოების დადასტურება რაიმე ტიპის დოკუმენტაციით ვერ ხდება). საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების შედეგად, ზემოაღნიშნული საქონელი მიჩნეულ იქნა შეძენის შესაბამის პერიოდებში თვითღირებულებით მიწოდებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 256 229 ლარით (302 350/1.18). ამასთან, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად, ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის შესაბამის თვეებში დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე და 101-ე მუხლების შესაბამისად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას;
3. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, წარდგენილი იქნა ბანკის ცნობები და ამონაწერები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ცხრილები და ახსნა-განმარტებები შესამოწმებელი პერიოდისათვის სალაროს საწყისი და საბოლოო ნაშთების შესახებ. სალაროს ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებისთვის განხორციელდა პირველადი დოკუმენტაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზი, ასევე სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლა (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და ექსპერტიზის დასკვნები). გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებები დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ, ასევე ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელი ახსნა-განმარტებით, 2018 წელში ურთიერთდამოკიდებული კომპანიის შპს ------------ (ს/ნ ------------) მიმართ, რომელსაც გაუწია სამშენებლო სარემონტო სამუშაოები, აფიქსირებს დებიტორულ დავალიანებას (მოთხოვნას) 722 648 ლარის ოდენობით, რომელიც არ არის დაფარული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის. თუმცა, შპს --------- ჩატარებული საგადასახადო შემოწმების მასალების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიმართ კრედიტორული დავალიანება (ვალდებულება) შეადგენს 0 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული დებიტორული დავალიანება შპს ----------- მიმართ, მიჩნეულ იქნა ანაზღაურებულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით, კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად მიღებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში, თვეების მიხედვით, ნაღდი ფულის ნაშთები. შემოწმების შედეგად, თვეების მიხედვით გაანგარიშებულ ნაღდი ფულის უძრავ ნაშთსა და საკასო ხარჯის 10%-ს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა კომპანიის მიერ დირექტორზე უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად (უპროცენტო სესხად) და დაიბეგრა მოგების გადასახადით (იმ თვეებში სადაც ხდება სალაროს ნაშთის შემცირება, შემოწმებით გათვალისწინებულია დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა). ასევე, დარიცხული პროცენტის თანხა განხილული იქნა დაქირავებული პირის მიერ მიღებულ სარგებლად (ხელფასის სახით განაცემად) და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №42399 ბრძანება და №021-248 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.07.2022 წლის №17586 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ კონკრეტულ მისამართზე გადაზიდული ცემენტი განიხილოს უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად და აღნიშნულის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის, საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 6.07.2022 წლის №17586 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 3.11.2022 წლის №17255/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17586 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 49 608 ლარით, აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 აგვისტოს №021-83 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3666 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს რომ გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ხელახლა იქნა შესწავლილი სადავო საკითხი, რასთან დაკავშირებითაც დადგენილია, რომ შპს ---------- ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით აღნიშნული დავალიანება განხილულია შპს ------------ გადახდილად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარდგენილ ინფორმაციაზე, მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების ეტაპზე არ გამოვლინდა იმგვარი გარემოებები, რომლებიც შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა, ამდენად, 2022 წლის 6 ივლისის №17586 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს ----------- თანხა შპს ---------- არ გადაუხდია და მიიჩნია სალაროში არსებულ ნაშთად, რაც უკანონოა. შემოწმებისას უკანონოდ დაფიქსირდა, რომ შპს ----------- დავალიანება შპს ---------- მიმართ შეადგენს 0 ლარს, რაც შემოსავლების სამსახურს რომ გაეთვალისწინებინა დააკმაყოფილებდა საჩივარს. მომჩივანი ითხოვს უკანონოდ დაფიქსირებული 722 647 ლარის გაანგარიშებული ნაშთიდან ამორიცხვას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 6.07.2022 წლის №17586 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა, თუმცა სადავოდ წარმოდგენილ საკითხის ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 აგვისტოს დასკვნის მიხედვით კი ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად:
- კონკრეტულ მისამართებზე შეძენილი ცემენტის გადაზიდვა, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებაც არ ფიქსირდებოდა, გადაანგარიშებით გადაკვალიფიცირდა უსასყიდლო მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა 49 606 ლარი;
განხორციელდა სალაროს ნაღდი ფულის უძრავი ნაშთის გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხის დამატებით შესწავლა. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს შენობების სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება, გადასახადის გადამხდელი წარმოადგენდა შპს ----------- (ს/ნ ------------) ქვეკონტრაქტორს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში. ასევე, შპს ------------ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების მასალებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამუშაოები შპს ----------- ჩაბარებული აქვს დამკვეთისთვის და მიღებული აქვს შემოსავალი. ხოლო, შემოწმების მასალებით ასევე ფიქსირდება, რომ შპს ---------- დავალიანება შპს ---------- მიმართ შეადგენს 0 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე, ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში ვერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული 722 647 ლარის დებიტორული დავალიანების გათვალისწინება, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები აღნიშნულ საკითხში არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შპს ----------- თანხა შპს ------------ არ გადაუხდია და სადავო თანხის სალაროში არსებულ ნაშთად ჩათვლა უკანონოდ მიაჩნია. ასევე თვლის, რომ შემოწმებისას უკანონოდ დაფიქსირდა რომ შპს ----------- დავალიანება შპს ---------- მიმართ შეადგენს 0 ლარს, ითხოვს
722 647ლარის გაანგარიშებული ნაშთიდან ამორიცხვას. მაგრამ მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთ არგუმენტს ან/და დოკუმენტს/მტკიცებულებას, რაც მის არგუმენტს გაამყარებდა და შესაძლებელია აღნიშნულ საკითხის ნაწილში გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო.
აუდიტის დეპარტამენტი 21.04.2023 წლის №37562-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში მომჩივნის არგუმენტზე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შენობების სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება, წარმოადგენდა შპს ----------- (ს/ნ -----------) ქვეკონტრაქტორს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ოპერაციები განხორციელებულია 2018 წლის იანვრის თვიდან, რა დროსაც შპს ---------- და შპს ---------- ჰყავდა ერთიდაიგივე დამფუძნებელი ---------- (პ/ნ -----------), ხოლო 2018 წლის თებერვლიდან კომპანიის წილი 200 ლარად გაასხვისა -------------. ამასთან, შპს ------------ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული სამუშაოები შპს -------------- ჩაბარებული აქვს დამკვეთისთვის და მიღებული აქვს შემოსავალი. შემოწმების მასალებით ასევე ფიქსირდება, რომ შპს-----------დავალიანება შპს -------------- მიმართ შეადგენს 0 ლარს.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17586 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 6.07.2022 წლის №17586 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 6.07.2022 წლის №17586 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 3.11.2022 წლის №17255/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივლისის №17586 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა.აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 აგვისტოს №021-83 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3666 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
304(გ)