ბრძანება N 13270
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13270
05 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
მოქ. ------- (პ/ნ -------, -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 14 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 მაისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა მოქ. ------- (პ/ნ -------, -------) №79021/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 19 აპრილის №21-17/31688 გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2024 წლის 15 აპრილს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ------- სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის ვალდებულებისაგან გათავისუფლება, რაზეც პასუხად მიიღო ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო წერილი. მისი განცხადების მიზანს წარმოადგენდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელებული იქნა საქმისადმი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სათანადო გამოკვლევა/შეფასების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტმა 2022 წლის 15 ივლისს ------- საქალაქო სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა ------- (-------, -------) და ------- (პ/ნ ------, -------) შპს ------- (ს/ნ -------) ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 239-ე მუხლის საფუძველზე 2022 წლის 18 ივლისს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №ც-071 შეტყობინება ------- (-------, -------) ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
------- (-------, -------) მიერ 2024 წლის 15 აპრილს შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იქნა განცხადება (№-------) მის კუთვნილ ქონებებზე „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმების თაობაზე, რაზეც განმცხადებელს პასუხი (განემარტა გირავნობის/იპოთეკის გაუქმების საფუძვლები) ეცნობა ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 19 აპრილის №------- წერილით.
აღნიშნული წერილი განმცხადებლის წარმომადგენელმა ჩაიბარა ფოსტით 2024 წლის 25 აპრილს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება.
დადგენილია, რომ შპს ------- (ს/ნ -------) ცრუმაგიერ პირად ------- (პ/ნ -------, -------) მიჩნევის თაობაზე ბრძანების გამოცემის მოთხოვნით ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 15 ივლისს ------- საქალაქო სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა. დადგენილია ასევე, რომ „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ სადავო შეტყობინებების გამოცემის თარიღისათვის შპს ------- (ს/ნ -------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. მოქ. ------- (პ/ნ -------, -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტმა საქალაქო სასამართლოს წარუდგინა მოქალაქის ცრუმაგიერ პირად მიჩნევის თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა შეტყობინება მომჩივანის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
მომჩივანის მიერ, შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იქნა განცხადება მის კუთვნილ ქონებებზე „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმების თაობაზე, რაზეც განმცხადებელს პასუხი (განემარტა გირავნობის/იპოთეკის გაუქმების საფუძვლები) ეცნობა ვალის მართვის დეპარტამენტის წერილით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239; 246(4)