ბრძანება N 1246
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1246
30.01.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(იურ. მის.: ----------; ფაქტ. მის.: ----------)
2022 წლის 19 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 19 აგვისტოს №151398/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 აგვისტოს №006-366 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:
1.გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტორებმა 2020-2021 წლებზე აქციზის გაანგარიშება განახორციელეს არასწორად. აცხადებს, რომ საწვავის აქციზით დაბეგვრა ხორციელდება მისი საწარმოდან გატანის თანავე, როგორც სარეალიზაციოდ, ასევე შიდა გადაზიდვისათვის, შესაბამისად, აგს-ზე მიტანილი საწვავი უკვე დაბეგრილია აქციზით.
2.გადამხდელი განმარტავს, რომ სპეც. ჟურნალებსა დაბ უღალტრულ პროგრამას შორის არსებული სხვაობა დათვლილია არასწორად. კერძოდ, სპეც.ჟურნალებიდან ციფრები არასწორადაა ამოწერილი. მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ შესყიდული საწვავის მარაგის რეალიზაცია განხორციელდა სრულად, რაც დაიბეგრა და აისახა შესაბამის დეკლარაციებში. აცხადებს, რომ შემოწმების პერიოდში შესყიდულ იქნა იმდენივე საწვავი, რომლის რეალიზაციაც განხორციელდა შესაბამისი დეკლარაციებით.
3.გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებას. განმარტავს, რომ აუდიტორებს არ გაუთვალისწინებიათ უკან დაბრუნებული და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები, რომლებიც გახარჯულია კომპანიის საჭიროების მიხედვით და მათზე წარდგენილია შესაბამისი საბუღალტრო დოკუმენტაცია. ასევე, დაბეგრილია ინდ.მეწარმეებისთვის გადახდილი მომსახურების თანხები და მარტოხელა დედის სტატუსით მოსარგებლე პირის ხელფასი. აგრეთვე, 2018 წელს დაბეგრილია დარიცხული თანხები, რომელთა გაცემაც არ ფიქსირდება. ასევე, აუდიტორებს დაბეგრილი აქვთ სადაზღვევო კომპანიისათვის გადახდილი მთლიანი თანხები,რომლებიც მოიცავს ავტომობილების და ასევე თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევის თანხებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 ივნისის №15713 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთებსა და საწვავის ჟურნალში დაფიქსირებულ ნაშთებს შორის სხვაობის მოგების და დღგ-ით დაბეგვრის საკითხი, მათ შორის შეისწავლოს ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის მართებულობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 ივნისის №15713 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 29 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 8 640 ლარი, მათ შორის: გადასახადი 6 220 ლარი, ჯარიმა 2 420 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 8 აგვისტოს №006-366 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ დაკორექტირდა საჩივარში აღნიშნული ტექნიკური ხარვეზები. კერძოდ, გასწორდა 2020 წლის აგვისტოს საწვავის (პრემიუმი) ნაშთი საწვავის ჟურნალში (ID----------) მითითებული ნაშთის მიხედვით და დაფიქსირდა 3 775 ლიტრი, ასევე საწვავის (რეგულარი) 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის ნაშთები გასწორდა საწვავის ჟურნალში (ID----------) მითითებული ნაშთების მიხედვით, შესაბამისად 2020 წლის ნოემბრის ნაშთი - 7 107 ლიტრი და 2020 წლის დეკემბერი - 9 707 ლიტრი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწვავის ჟურნალების მონაცემებით საწვავის სახეობების მიხედვით განისაზღვრა ყველა აგს-ის ჯამური ნაშთი თვის ბოლოსთვის, რომელიც შესაბამისის პერიოდის მიხედვით შეუდარდა შესაბამისი სახეობის საწვავის ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთებს. ამასთან, 2021 წლის მაისის ბოლოს ბუღალტრულ პროგრამაში მითითებული საწვავის (პრემიუმი) ნაშთი 2021 წლის ივნისში მიწოდებულია შპს „----------“, ხოლო ჟურნალში ჩამოწერილია 2021 წლის მაისის ბოლოს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საწარმოს მიერ საწვავის (პრემიუმი) შეძენა 2021 წლის ივნისში არფ იქსირდება. შესაბამისად, 2021 წლის მაისში, სხვაობა ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთს და საწვავის ჯურნალის ნაშთსაშორის მიწოდებულია შპს „----------“ დადეკლარირებულია 2021 წლის ივნისის თვეში. ამასთან, დეკლარირებულ და აღნიშნულ ნაწილში გადაანგარიშებით დადგენილ ბრუნვებს შორის სხვაობა გადაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად, შესაბამისად, სრულად შემცირდა (დარჩა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოვლენილი დანაკლისის თანხა) სადავო საკითხში მოგების გადასახადში დარიცხული თანხები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აღნიშნულ საკითხში გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხებიდან შეუმცირდა სულ 8 640 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ დაკორექტირდა საჩივარში აღნიშნული ტექნიკური ხარვეზები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწვავის ჟურნალების მონაცემებით საწვავის სახეობების მიხედვით განისაზღვრა ყველა აგს-ის ჯამური ნაშთი თვის ბოლოსთვის, რომელიც შესაბამისის პერიოდის მიხედვით შეუდარდა შესაბამისი სახეობის საწვავის ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთებს. ამასთან, სხვაობა დეკლარირებულ და აღნიშნულ ნაწილში გადაანგარიშებით დადგენილ ბრუნვებს შორის გადაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად.
აგრეთვე შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:
1.გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტორებმა 2020-2021 წლებზე აქციზის გაანგარიშება განახორციელეს არასწორად.
2.გადამხდელი განმარტავს, რომ სპეც. ჟურნალებსა დაბ უღალტრულ პროგრამას შორის არსებული სხვაობა დათვლილია არასწორად.
3.გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ დაკორექტირდა საჩივარში აღნიშნული ტექნიკური ხარვეზები. კერძოდ, გასწორდა 2020 წლის აგვისტოს საწვავის (პრემიუმი) ნაშთი საწვავის ჟურნალში მითითებული ნაშთის მიხედვით და დაფიქსირდა 3 775 ლიტრი, ასევე საწვავის (რეგულარი) 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის ნაშთები გასწორდა საწვავის ჟურნალში მითითებული ნაშთების მიხედვით, შესაბამისად 2020 წლის ნოემბრის ნაშთი - 7 107 ლიტრი და 2020 წლის დეკემბერი - 9 707 ლიტრი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწვავის ჟურნალების მონაცემებით საწვავის სახეობების მიხედვით განისაზღვრა ყველა აგს-ის ჯამური ნაშთი თვის ბოლოსთვის, რომელიც შესაბამისის პერიოდის მიხედვით შეუდარდა შესაბამისი სახეობის საწვავის ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთებს. ამასთან, 2021 წლის მაისის ბოლოს ბუღალტრულ პროგრამაში მითითებული საწვავის (პრემიუმი) ნაშთი 2021 წლის ივნისში მიწოდებულია, ხოლო ჟურნალში ჩამოწერილია 2021 წლის მაისის ბოლოს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საწარმოს მიერ საწვავის (პრემიუმი) შეძენა 2021 წლის ივნისში არფ იქსირდება. შესაბამისად, 2021 წლის მაისში, სხვაობა ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთს და საწვავის ჯურნალის ნაშთსაშორის მიწოდებულია, დადეკლარირებულია 2021 წლის ივნისის თვეში. ამასთან, დეკლარირებულ და აღნიშნულ ნაწილში გადაანგარიშებით დადგენილ ბრუნვებს შორის სხვაობა გადაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად, შესაბამისად, სრულად შემცირდა (დარჩა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოვლენილი დანაკლისის თანხა) სადავო საკითხში მოგების გადასახადში დარიცხული თანხები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აღნიშნულ საკითხში გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხებიდან შეუმცირდა სულ 8 640 ლარი.
აგადასახადო შემოწმების მიერ დაკორექტირდა საჩივარში აღნიშნული ტექნიკური ხარვეზები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწვავის ჟურნალების მონაცემებით საწვავის სახეობების მიხედვით განისაზღვრა ყველა აგს-ის ჯამური ნაშთი თვის ბოლოსთვის, რომელიც შესაბამისის პერიოდის მიხედვით შეუდარდა შესაბამისი სახეობის საწვავის ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულ ნაშთებს. ამასთან, სხვაობა დეკლარირებულ და აღნიშნულ ნაწილში გადაანგარიშებით დადგენილ ბრუნვებს შორის გადაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 184.