ბრძანება N 9254

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.05.2025
№ დოკუმენტი 9254
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9254

08 მაისი 2025

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

(მის.:„-------“ )

2025 წლის 14 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 აპრილის სხდომაზე (ოქმი №31) განიხილა შპს „------“ (ს/ნ „-------“ ) №95061/1/2025 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 25 მარტის №011-1017 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანების შესაბამისად, შპს „N1“ (ს/ნ "-------") საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყადაღა დაედო მის, როგორც შპს „N1-ის“ (ს/ნ "-------") ცრუმაგიერი პირის, საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. გადამხდელი მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ არის უკანონო, რადგან მისი გამოცემის საფუძველს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირდაპირ არის დადგენილი, რომ შპს „------“ (ს/ნ „-------“) შპს „N1-ის“ (ს/ნ "-------") მიმართ ცრუმაგიერ პირს წარმოადგენს კონკრეტულად მასზე გადაცემული ქონებების მიმართ. შესაბამისად, ყადაღაც უნდა ყოფილიყო დადებული კონკრეტული ქონებების მიმართ და არა შპს „------ -ს “ (ს/ნ „-------“) საკუთრებაში არსებული ყველა ქონების მიმართ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის (საქმე №3/5940- 24) ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის საჩივარი და შპს „-------“ (ს/ნ „-------“) აღიარებულ იქნა შპს „N1-ის“ (ს/ნ "-------") ცრუმაგიერ პირად. აღნიშნული ბრძანება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის ბრძანებით (საქმე №3ბ/3404-24) დარჩა უცვლელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის (საქმე №3ბ/3404-24) ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების შესაბამისად, შპს „N1-ის“ (ს/ნ "-------") საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გამოცემულ იქნა შპს „------ -ს “ (ს/ნ „-------“) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2025 წლის 25 მარტის №011-1017 ბრძანება. სადავო ბრძანებას მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად 2025 წლის 25 მარტს.

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შედგენილ იქნა შპს „------ -ს “ (ს/ნ „-------“) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2025 წლის პირველი აპრილის №2025/011-1017/3 და №2025/011-1017/4 აქტები.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის ბრძანებით (საქმე №3ბ/3404-24) უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის (საქმე №3/5940-24) ბრძანება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და შპს „-------“ (ს/ნ „-------“) აღიარებულ იქნა შპს „N1-ის“ (ს/ნ "-------") ცრუმაგიერ პირად. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაყადაღებას დაექვემდებარა შპს „------- -ს “ (ს/ნ „-------“) საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ნებისმიერი ქონება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 25 აპრილის მდგომარეობით, შპს „N1-ის“ (ს/ნ "-------") ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „------ “ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის საჩივარი და მომჩივანი აღიარებულ იქნა შპს „N1“-ის ცრუმაგიერ პირად. აღნიშნული ბრძანება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის ბრძანებით (საქმე №3ბ/3404-24) დარჩა უცვლელი.გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის (საქმე №3ბ/3404-24) ბრძანების საფუძველზე, სსკ-ის 241-ე და 246-ე მუხლების შესაბამისად, შპს N1 საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გამოცემულ იქნა მომჩივანის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება. სადავო ბრძანებას მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად 2025 წლის 25 მარტს. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შედგენილ იქნა მომჩივანის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

238,241,246.