ბრძანება N 30742

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.12.2023
№ დოკუმენტი 30742
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 30742

08 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 16 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ნოემბრის №20941/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №82336/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანებისა და 2023 წლის 19 ივნისის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ №815428 ოქმის ნაწილში. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №125).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ოქმში საფუძვლად მითითებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანება, რომელიც საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს ოქმების შედგენისას არ ჰქონდათ, გადამხდელისთვის არ წარმოუდგენიათ და დღემდე მათთვის უცნობია მისი რეალური შინაარსი.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმის გაცნობისას. აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დარღვეულია მიმდინარე კონტროლის პროცედურის ჩატარების კერძოდ, კი საკონტროლო შესყიდვის პროცედურა. დამტკიცებული ინსტრუქციის თანახმად, აუცილებელია არსებობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი კონტროლის განხორციელების თაობაზე, ხოლო საგადასახადო ორგანოს ოფიცრებს ის არ წარუდგენიათ. მათ გადამხდელს წარმოუდგინეს მხოლოდ ზოგადი 2023 წლის 31 მარტის №6682 ბრძანება. აღნიშნული ბრძანება კი გამოცემულია სხვა კონტროლის ღინისძიებისათვის, კერძოდ, დათვალიერების ჩატარების შესახებ, ხოლო უდავოა ის ფაქტი, რომ დათვალიერების შესახებ ბრძანების საფუძველზე, საკონტროლო შესყიდვა დაუშვებელია.

მომჩივანს წარმოდგენილ საჩივარში ასევე მითითებული აქვს ვრცელი არგუმენტები, თუ რატომ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა არამართლზომიერად და აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (----------) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 19 ივნისს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რა დროსაც 24 ლარის ღირებულების პროდუქციაზე (1 მეტრი ღრუბელი) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლოსალარო აპარატის ჩეკი.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2023 წლის 16 ივლისს შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ იქნა №82336/1/2023 საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 სექტემბრის №22652 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 სექტემბრის №22652 ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 29 სექტემბერს №20941/2/2023 საჩივრით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

მიმდინარე კონტროლის პროცედურის ჩატარების მართლზომიერებასა და შედეგებთან (საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანება და 2023 წლის 19 ივნისის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ №815428 ოქმი) დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო მიუთითებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ კომპანიამ 2023 წლის 19 ივნისს ელექტრონულად მიიღო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №CB1480945 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ №815428 ოქმი. ორივე ოქმში საფუძვლად მითითებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანება, რომელიც საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს ოქმების შედგენისას არ ჰქონდათ, გადამხდელისთვის არ წარმოუდგენიათ და დღემდე მათთვის უცნობია მისი რეალური შინაარსი. მომჩივანი ითხოვს აღნიშნული ბრძანების გადაცემას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანების და 2023 წლის 19 ივნისის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ №815428 ოქმის გასაჩივრების ნაწილში, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის №---------- წერილისა და მასზე თანდართული დოკუმენტებით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანება 2023 წლის 14 ნოემბერს გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულ გვერდზე, რომელსაც გაეცნო იმავე დღეს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2023 წლის 31 მარტის №6683 საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების რეალური მოცულობის დადგენა ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენა.

2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ან/და დაადგინოს საქონლის/მომსახურების ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის მიზნით გადასახადის გადამხდელს შესაძენად შესთავაზოს საქონელი/მომსახურება.

3. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას შესაძლებელია გამოვიდეს, როგორც ფსევდომომხმარებელი. საგადასახადო ორგანოს უფროსი უფლებამოსილია ამ მიზნით მიმდინარე კონტროლის განმახორციელებელ პირზე გასცეს ფსევდოდოკუმენტები.

4. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის ან/და საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების პროცედურის განხორციელებისას მოსამართლის ბრძანების გარეშე გამოიყენოს პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებები.

5. თუ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული საქონელი არ ტოვებს სავაჭრო ობიექტის ტერიტორიას და მისი სახე და შეფუთვა არ დაზიანებულა, მაშინ საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე ოპერაცია ექვემდებარება გაუქმებას (შესყიდული საქონელი უბრუნდება გამყიდველს, ხოლო გადახდილი ფული – მყიდველს).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6683 საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანების პირველი პუნქტის შინაარსიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ბრძანება მოიცავდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურას. კერძოდ, „საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის (საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების, საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა და სხვა) ფაქტის გამოვლენის მიზნით, განხორციელდეს საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა ან/და დადგინდეს საქონლის/მომსახურების სარეალიზაციო ფასი საკონტროლო შესყიდვის შეთავაზებით თბილისის ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში.“

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 31 მარტის №6683 საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანების საფუძველზე, ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურა, განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2023 წლის 19 ივნისის №815428 საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა საკონტროლო შესყიდვის განხორციელებისთანავე გადასახადის გადამხდელს უნდა წარუდგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა, საგადასახადო ორგანოს უფლებმოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ.

ამავე ბრძანების მე-13 მუხლის თანახმად:

1. საკონტროლო შესყიდვის შედეგების მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებულ „საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ” ოქმს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ განახორციელა საკონტროლო შესყიდვა.

2. „საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ” ოქმის შენიშვნაში დამატებით აღინიშნება საკონტროლო შესყიდვისას გამოვლენილი ფაქტები და გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საქმესთან დაკავშირებით, ასევე ოქმზე თანდართული მტკიცებულებების ჩამონათვალი (საგადასახადო დოკუმენტები, საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი, ქვითარი, ანგარიში, სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ნივთის განვადებით შეძენის ხელშეკრულება, შესყიდული საქონელი, მოწვეული სპეციალისტის დასკვნა, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის დაფიქსირების ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაცია (ასეთის არსებობისას) და სხვ.).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების მე-14 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად:

1. თუ საკონტროლო შესყიდვით შესყიდული საქონელი არ ტოვებს სავაჭრო ობიექტის ტერიტორიას და მისი სახე და შეფუთვა არ დაზიანებულა, მაშინ საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე ოპერაცია ექვემდებარება გაუქმებას (შესყიდული საქონელი უბრუნდება გამყიდველს, ხოლო გადახდილი ფული – მყიდველს).

2. ოპერაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ოპერაციის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის (საქონლის მყიდველის) მიერ და ფორმდება საკონტროლო შესყიდვის ოქმის საფუძველზე, ამავე ოქმის შესაბამის გრაფებში სათანადო ჩანაწერების დაფიქსირებით. აღნიშნული ოქმი გადასახადის გადამხდელისთვის წარმოადგენს ოპერაციის გაუქმების საფუძველს.

3. ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში გაუქმებულ ოპერაციაზე გადახდილი ფულის დაბრუნება ხორციელდება ოპერაციის განხორციელების ადგილზევე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, რომელმაც განახორციელა საქონლის საკონტროლო შესყიდვა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების მე-13 მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობეიქტში 2023 წლის 19 ივნისს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, ამდენად, აღნიშნული მიმდინარე კონტროლის პროცედურის საფუძველზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, №815428 საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმის გამოცემა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 19 ივნისის №815428 საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანს წარმოდგენილ საჩივარში მითითებული აქვს ვრცელი არგუმენტები, თუ რატომ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა არამართლზომიერად და აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე 2023 წლის 19 ივნისს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა, რა დროსაც 24 ლარის ღირებულების პროდუქციაზე (1 მეტრი ღრუბელი) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლოსალარო აპარატის ჩეკი.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2023 წლის 16 ივლისს მომჩივანის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ იქნა №82336/1/2023 საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 სექტემბრის №22652 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 სექტემბრის №22652 ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 29 სექტემბერს №20941/2/2023 საჩივრით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

მიმდინარე კონტროლის პროცედურის ჩატარების მართლზომიერებასა და შედეგებთან (საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანება და 2023 წლის 19 ივნისის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი) დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო მიუთითებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ კომპანიამ 2023 წლის 19 ივნისს ელექტრონულად მიიღო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი. ორივე ოქმში საფუძვლად მითითებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანება, რომელიც საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს ოქმების შედგენისას არ ჰქონდათ, გადამხდელისთვის არ წარმოუდგენიათ და დღემდე მათთვის უცნობია მისი რეალური შინაარსი. მომჩივანი ითხოვს აღნიშნული ბრძანების გადაცემას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანების და 2023 წლის 19 ივნისის საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმის გასაჩივრების ნაწილში, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის წერილისა და მასზე თანდართული დოკუმენტებით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 2023 წლის 31 მარტის №6683 ბრძანება 2023 წლის 14 ნოემბერს გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულ გვერდზე, რომელსაც გაეცნო იმავე დღეს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 31 მარტის №6683 საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ ბრძანების საფუძველზე, ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურა, განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 19 ივნისის №815428 საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 259.