ბრძანება N 7175
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7175
15 აპრილი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ის“ (ს/ნ --------------)
(მის.: --------------------------------)
2025 წლის 20 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 28 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) №42315/21 საჩივარი, რომელიც ეხება 2025 წლის 19 თებერვლის №-----/------ საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ მონაცემს (სეს ესნ), დარიცხულ დღგ-ს და შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №-------- შეტყობინებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ პროდუქციაზე „------, ------, ----- , ------, -------“ საბაჟო დეპარტამენტმა შეცვალა სეს ესნ კოდი, შედეგად დაერიცხა დღგ, რასთან დაკავშირებითაც მიიღო შეტყობინება. მომჩივანი მიუთითებს, რომ დეკლარირებული საქონელი არის ---------ი წარმოშობის, რომლის სეს ესნ კოდი არის 90183900, რაც მისი მოსაზრებით დასტურდება შვეიცარიის შესაბამისი სამსახურის ექსპორტის დეკლარაციით, ------ის შესაბამისი სამსახურის რეექსპორტის დეკლარაციით და eur 1 სერტიფიკატით.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს №----- საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება, შემცირდეს დარიცხული დღგ და გაუქმდეს 2025 წლის 19 თებერვლის №------ შეტყობინება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 19 თებერვალს შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) კუთვნილი საქონელი (ქიმიური ნივთიერებათა ნარევი: „------, ------, ----- , ------, -------“) №-----/----/----- საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. აღნიშნული საქონელი წარმოადგენს ქიმიური ნივთიერებათა ნარევს, რომელიც გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში და რეგენერაციულ თერაპიაში და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად, კლასიფიცირდა „3824 99 960 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
ვინაიდან „3824“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ხსენებული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით და №-----/----/----- საბაჟო დეკლარაციით შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) მითითებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 7772.28 ლარის ოდენობით.
№-----/----/----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი წარმოებულია -----ი კომპანია „----“-ის მიერ. აღნიშნული კომპანია აწარმოებს ინოვაციურ პროდუქტებს – ----------- , რომლებიც გამოიყენება პლაზმოთერაპიისთვის (ჰემატოლოგიური თერაპია) დერმატოლოგიაში, სტომატოლოგიასა და ორთოპედიაში. მათი მიზანია ქსოვილების აღდგენა და მიკროელემენტების რეგენერაცია. მითითებული თერაპია მოიცავს პაციენტისთვის საკუთარი სისხლის პლაზმით ინექციას.
პროდუქტები: "------------------" წარმოადგენს ჰერმეტულად დალუქულ სინჯარაში განთავსებულ ქიმიურ ნივთიერებათა ნარევს, რომელიც გამოიყენება პლაზმოლიფტინგის პროცედურებისთვის. კერძოდ, სინჯარაში მოთავსებულია ჰიალურონის მჟავა და „სეპარაციული სითხის“ (რომელიც ძირითადად დამზადებულია სილიკონის ან პოლიმერის ფუძეზე) ნარევი. მითითებული სინჯარით ხდება სისხლის აღება და ცენტრიფუგის საშუალებით სისხლიდან პლაზმის გამოყოფა. გამოყოფილი პლაზმა ერევა სინჯარაში უკვე არსებულ ჰიალურონის მჟავასთან. მზა ნარევი გამოიყენება საინექციოდ და ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, გაჯანსაღებასა და სხეულის ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების გაძლიერებას. აღნიშნული პროდუქტები გამოიყენება ესთეტიკური მიზნებისთვის, ხოლო ------ არის ჰერმეტულად დალუქული სინჯარა, რომელშიც ძირითადად მოთავსებულია მხოლოდ „სეპარაციულ სითხე“ ან/და ანტიკოაგულანტები. აღნიშნული სინჯარის მეშვეობით ხდება სისხლის აღება შემდგომი ანალიზისთვის.
"------------------------------" არის ჰერმეტულად დალუქულ სინჯარაში განთავსებული ჰიალურონის მჟავისა და „სეპარაციის სითხის“ ქიმიური ნარევი, საქონლის ხასიათს არსებითად განსაზღვრავს სინჯარაში განთავსებული საინექციო - „ქიმიური ნარევი“ და ჰარმონიზებული სისტემის „ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“, პროდუქტის შემადგენლობის, ფუნქციის, დანიშნულებისა და გამოყენების გათვალისწინებით კლასიფიცირდება 3824 99 960 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
აღნიშნული კომპანიის მომართვის საფუძველზე, ქიმიურ ნივთიერებათა ნარევის – ---------- კლასიფიკაციის მიზნით, 2023 წლის 19 დეკემბერს განხორციელდა სასაქონლო ექსპერტიზა და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №------/2023 დასკვნის მიხედვით, საქონლის შემადგენლობის საფუძველზე სეს ესნ კოდად განისაზღვრა „3824 99 960 09“.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლი ადგენს, რომ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიება გულისხმობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებულ ღონისძიებას.
ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მე-2 ნაწილში კი მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად, საქონლის კლასიფიკაცია ხორციელდება მისი ფუნქციის, დანიშნულებისა და შემადგენლობის მიხედვით და კლასიფიკაციისთვის გამოიყენება მითითებული ბრძანების მე-3 მუხლის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები“:
წესი I: კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სეს ესნ-ში ხორციელდება სასაქონლო პოზიციების ტექსტების, აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნების მიხედვით და, თუ ასეთი ტექსტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომდევნო წესების დებულებების შესაბამისად;
წესი VI: იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სასაქონლო პოზიციის სუბპოზიციებში ხორციელდება ასეთი სუბპოზიციების დასახელებების და სუბპოზიციებთან დაკავშირებული შენიშვნების, ასევე, mutatis mutandis, ზემოთ მოყვანილი წესების დებულებათა შესაბამისად, იმ პირობით, რომ მხოლოდ ერთი და იმავე დონის სუბპოზიციებია შესადარისი. მოცემული წესის მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნები, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს.
38-ე ჯგუფით განისაზღვრება: დანარჩენი ქიმიური პროდუქტები.
3824 სასაქონლო პოზიციაში ჩართულია: მზა შემკვრელი ნივთიერებები, სამსხმელო ფორმებისა ან ღერძების წარმოებისათვის; ქიმიური პროდუქტები და პრეპარატები, ქიმიური ან მისი მომიჯნავე მრეწველობის დარგების მიერ წარმოებული (ბუნებრივი პროდუქტების ნარევისაგან შედგენილი პრეპარატების ჩათვლით), სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი:
3824 99 სუბპოზიციაში მოცულია: – – დანარჩენი:
90-ე ჯგუფით კი განისაზღვრება: ინსტრუმენტები და აპარატები ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, პრეციზიული, სამედიცინო ან ქირურგიული; მათი ნაწილები და საკუთნოები.
9018 სასაქონლო პოზიციაში ჩართულია: ხელსაწყოები და მოწყობილობები, მედიცინაში, ქირურგიაში, სტომატოლოგიაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, სცინტიგრაფიული აპარატურის ჩათვლით, ელექტროსამედიცინო აპარატურა დანარჩენი და მხედველობის გამოსაკვლევი ხელსაწყოები: 9018 39 სუბპოზიციაში მოცულია: – – დანარჩენი.
დადგენილია, რომ №-----/------/----- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი (ქიმიური ნივთიერებათა ნარევი: „------, -----, ------- ,-----, -------, ----------“), რომელიც მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, წარმოადგენს ქიმიური ნივთიერებათა ნარევს, რომელიც გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში და რეგენერაციულ თერაპიაში და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად, კლასიფიცირდა „3824 99 960 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
საგულისხმოა ასევე, რომ საქონელი წარმოებულია ------ი კომპანია „------“-ის მიერ. აღნიშნული კომპანია აწარმოებს ინოვაციურ პროდუქტებს – -(-------), რომლებიც გამოიყენება პლაზმოთერაპიისთვის (ჰემატოლოგიური თერაპია) დერმატოლოგიაში, სტომატოლოგიასა და ორთოპედიაში. მათი მიზანია ქსოვილების აღდგენა და მიკროელემენტების რეგენერაცია. მითითებული თერაპია მოიცავს პაციენტისთვის საკუთარი სისხლის პლაზმით ინექციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დეკლრირებული საქონლის „3824 99 960 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირება მართლზომიერია და ვინაიდან „3824“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ხსენებული საქონლის იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
ამასთან, აღნიშნული კომპანიის მომართვის საფუძველზე, ქიმიურ ნივთიერებათა ნარევის –---- კლასიფიკაციის მიზნით, 2023 წლის 19 დეკემბერს განხორციელდა სასაქონლო ექსპერტიზა და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის №------/2023 დასკვნის მიხედვით, საქონლის შემადგენლობის საფუძველზე სეს ესნ კოდად განისაზღვრა „3824 99 960 09“.
მომჩივნის არგუმენტთან, კერძოდ, დეკლარირებული საქონლის „9018 39“ კოდში კლასიფიცირებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პროდუქტები: ------, --------, -------- და ---------- წარმოადგენს ჰერმეტულად დალუქულ სინჯარაში განთავსებულ ქიმიურ ნივთიერებათა ნარევს, რომელიც გამოიყენება პლაზმოლიფტინგის პროცედურებისთვის. კერძოდ, სინჯარაში მოთავსებულია ჰიალურონის მჟავა და „სეპარაციული სითხის“ (რომელიც ძირითადად დამზადებულია სილიკონის ან პოლიმერის ფუძეზე) ნარევი. მითითებული სინჯარით ხდება სისხლის აღება და ცენტრიფუგის საშუალებით სისხლიდან პლაზმის გამოყოფა. გამოყოფილი პლაზმა ერევა სინჯარაში უკვე არსებულ ჰიალურონის მჟავასთან. მზა ნარევი გამოიყენება საინექციოდ და ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, გაჯანსაღებასა და სხეულის ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების გაძლიერებას. აღნიშნული პროდუქტები გამოიყენება ესთეტიკური მიზნებისთვის, ხოლო ------ არის ჰერმეტულად დალუქული სინჯარა, რომელშიც ძირითადად მოთავსებულია მხოლოდ „სეპარაციულ სითხე“ ან/და ანტიკოაგულანტები. აღნიშნული სინჯარის მეშვეობით ხდება სისხლის აღება შემდგომი ანალიზისთვის.
მომჩივნის მოთხოვნაზე 2025 წლის 19 თებერვლის №------ შეტყობინების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის მქონე წერილს, რომლითაც საბაჟო დეპარტამენტის მიერ დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული და გადასახდელი იმპორტის გადასახდელ(ებ)ის ან/და მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე სახაზინო კოდი, სადაც ხდება ამ თანხის გადახდა და ბოლო ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს თანხის გადახდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2025 წლის 19 თებერვლის №------/------- საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ), დარიცხული იმპორტის გადასახდელი და 2025 წლის 19 თებერვლის №---- შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება, შემცირდეს დარიცხული დღგ და გაუქმდეს 2025 წლის 19 თებერვლის შეტყობინება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 19 თებერვალს მომჩივანის კუთვნილი საქონელი საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. აღნიშნული საქონელი წარმოადგენს ქიმიური ნივთიერებათა ნარევს, რომელიც გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში და რეგენერაციულ თერაპიაში და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ შესაბამისად, კლასიფიცირდა „3824 99 960 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
ვინაიდან „3824“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ხსენებული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით და საბაჟო დეკლარაციით მომჩივანს მითითებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 7772.28 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2025 წლის 19 თებერვლის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემი (სეს ესნ), დარიცხული იმპორტის გადასახდელი და 2025 წლის 19 თებერვლის შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 34; 35(1.3.4);