ბრძანება N 14678
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14678
24 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 13 და 15 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 ივნისის სხდომაზე (ოქმი №66) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 13 ივნისის №90176/1/2024 და 15 ივნისის №90204/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 მაისის №086-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. მომჩივანი ითხოვს სალაროს არაგონივრული ნაშთიდან (283 334 ლარიდან) დივიდენდად იქნას განხილული გაუნაწილებელი მოგების ნაშთის მიხედვით თანხა და მხოლოდ ამის შემდგომ დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდეს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მიუთითებს, რომ აღნიშნული მოთხოვნა განუცხადა შემმოწმებელს გადაანგარიშების ეტაპზე, თუმცა არ იქნა გაითვალისწინებული. გამოთქვამს მზაობას, რომ წარმოადგინოს მტკიცებულებები და ითხოვს საკითხის შესწავლას შემმოწმებელთან ერთად.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25636 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25636 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა შეადგინა 2024 წლის 29 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 53 315 ლარი, მათ შორის გადასახადი 35 543 ლარი, ჯარიმა 17 772 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 14 მაისის №086-14 საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ასლი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (შესყიდვის აქტები, ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, წერილობითი ახსნა-განმარტება), რაც არ იყო წარმოდგენილი შემოწმების მიმდინარეობისას. საწარმოს მიერ სრულად იყო წარმოდგენილი შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის (შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი) შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, რეალიზებული საქონლის ძირითადი ნაწილი შეძენილი იყო 2018 წლამდე, ხოლო ნაწილი 2018 წელს. შესამოწმებელ პერიოდში (01.01.2018-01.11.2021) ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულება დაემთხვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საწარმოს მიერ დეკლარირებულ თანხას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა 71 950 ლარი სრულად დაექვემდებარა შემცირებას. აგრეთვე, გადაანგარიშების შედეგად წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ბუღალტრული პროგრამის მიხედვით გაანგარიშდა დასაბეგრი ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომელმაც შეადგინა 283 334 ლარი (129 362 ლარით მეტი საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფულის ნაშთზე). შედეგად, აღნიშნულ ნაწილში გაიზარდა შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა 32 341 ლარით. სალდირებულად საშემოსავლო გადასახადში გადაანგარიშების შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი შემცირდა 39 609 ლარით.
წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და პირველადი დოკუმენტების მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ჰქონდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი, მაგრამ არ იდენტიფიცირდებოდა საქონლის მიმღები მხარე, რაც გადაანგარიშებით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას და საწარმოს დაერიცხა დღგ, 4 065 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების დასკვნის საფუძველზე შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, საწარმოს მიერ წარდგენილი რეალიზებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულება ემთხვეოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საწარმოს მიერ დეკლარირებულ თანხას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა (71 950 ლარი) სრულად დაექვემდებარა შემცირებას. აგრეთვე, გადაანგარიშების შედეგად წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, გაანგარიშდა დასაბეგრი ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომელმაც შეადგინა 283 334 ლარი (129 362 ლარით მეტი საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფულის ნაშთზე). შედეგად, აღნიშნულ ნაწილში გაიზარდა შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა 32 341 ლარით. სალდირებულად საშემოსავლო გადასახადში გადაანგარიშების შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი შემცირდა 39 609 ლარით. ასევე, წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და პირველადი დოკუმენტების შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ჰქონდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი, მაგრამ არ იდენტიფიცირდებოდა საქონლის მიმღები მხარე, რაც გადაანგარიშებით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას და საწარმოს დაერიცხა დღგ 4 065 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თავდაპირველი საჩივრებით არ გაუხდია სადავოდ, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი ითხოვს სალაროს არაგონივრული ნაშთიდან (283 334 ლარიდან) დივიდენდად იქნას განხილული გაუნაწილებელი მოგების ნაშთის მიხედვით თანხა და მხოლოდ ამის შემდგომ დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდეს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მიუთითებს, რომ აღნიშნული მოთხოვნა განუცხადა შემმოწმებელს გადაანგარიშების ეტაპზე, თუმცა არ იქნა გაითვალისწინებული. გამოთქვამს მზაობას, რომ წარმოადგინოს მტკიცებულებები და ითხოვს საკითხის შესწავლას შემმოწმებელთან ერთად.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა. კერძოდ, საწარმოს მიერ წარდგენილი რეალიზებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულება ემთხვეოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საწარმოს მიერ დეკლარირებულ თანხას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა (71 950 ლარი) სრულად დაექვემდებარა შემცირებას. აგრეთვე, გადაანგარიშების შედეგად წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, გაანგარიშდა დასაბეგრი ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომელმაც შეადგინა 283 334 ლარი (129 362 ლარით მეტი საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფულის ნაშთზე). შედეგად, აღნიშნულ ნაწილში გაიზარდა შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა 32 341 ლარით. სალდირებულად საშემოსავლო გადასახადში გადაანგარიშების შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი შემცირდა 39 609 ლარით. ასევე, წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და პირველადი დოკუმენტების შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ჰქონდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი, მაგრამ არ იდენტიფიცირდებოდა საქონლის მიმღები მხარე, რაც გადაანგარიშებით დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას და საწარმოს დაერიცხა დღგ 4 065 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 1333(1,2).