ბრძანება N 7910
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7910
11.04.2023
შპს „---------“ (ს/ნ „---------“)
(ფაქტ. მის:„---------“)
2023 წლის 16 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 აპრილის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ „---------“) №45971/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №EL200250 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, კონტეინერის ტერმინალის ტერიტორიაზე მიღებისას დაფიქსირდა პროგრამული ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც იდენტიფიკაციის საშუალების მითითება მოხდა არაზუსტად, შეცდომის საფუძველზე და არა ტერმინალის თანამშრომლების განზრახვით ან გაუფრთხილებლობით.
გემიდან გადმოცლილი კონტეინერების შემოწმება და ფაქტიური იდენტიფიკაციის საშუალების დაფიქსირება ხდება ტერმინალის მიერ, ისე რომ კონტეინერი არ ტოვებს საბაჟო კონტროლის ზონას. საბაჟო პროცედურების დასრულების შემდეგ, ვიდრე კონტეინერი დატოვებს საბაჟო კონტროლის ზონას, კომპანიის მიერ ხელახლა ხდება კონტეინერის შემოწმება და ნებისმიერი უზუსტობების გამოვლენა, რომელსაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გემიდან დაცლის მომენტში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სწორედ ამგვარი შემოწმების დროს, კომპანიის მიერ აღმოჩენილ იქნა აღნიშნული პროგრამული ტექნიკური ხარვეზის შედეგად შეცდომით მითითებული იდენტიფიკაციის საშუალება, რის შესახებაც, დადგენილი პროცედურის შესაბამისად, დაუყოვნებლივ ეცნობა საბაჟო ორგანოს და მოხდა კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება. საბაჟოს მიერ მიერ მოხდა აღნიშნული ფაქტის გადამოწმება, თუმცა ლუქის დარღვევა ან დანაკლისი არ გამოვლენილა. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 10 თებერვალს, შპს „---------“-ის (ს/ნ „---------“) საბაჟო საწყობში სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით (ფორმა 111 – №„---------“) მიღებულ იქნა №„---------“ კონტეინერი. აღნიშნული „ფორმა 111“-ის შესაბამის გრაფაში, შპს „-----------“ მიერ იდენტიფიკაციის საშუალებად მითითებულ იქნა საბაჟო ლუქი №„---------“.
2023 წლის 14 თებერვალს, შპს „--------“ (ს/ნ „---------“) მიმართვის საფუძველზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „---------“ უფლებამოსილი პირის მიერ ზემოაღნიშნულ კონტეინერზე და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №„---------“ აღრიცხვის მოწმობა, რომლის „D“ გრაფაში იდენტიფიკაციის საშუალების ნომერი გადატანილ იქნა „ფორმა 111“-დან.
მითითებული საბაჟო ფორმალობების დასრულების შემდეგ, საბაჟო საწყობის წარმომადგენლის მიერ საბაჟო ორგანოსთვის მოწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ №„---------“კონტეინერზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალება (№„---------“) არ შეესაბამებოდა სპეციალური ელექტრო კონტროლის საშუალებაში მითითებულს – №„---------“.
2023 წლის 14 თებერვალს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის შემოწმების მიზნით დათვალიერდა №„---------“ კონტეინერი, რის შედეგად კონტეინერში განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას (დათვალიერების აქტი: --- 14/02/2023).
ვინაიდან, შპს „--------- მა “(ს/ნ „---------“) არ შეასრულა „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვალდებულება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში (ფორმა 111) მითითებულ მონაცემთან შეუსაბამობის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინა საბაჟო ორგანოს, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 15 თებერვალს შედგენილ იქნა №EL200250 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „---------“-ს (ს/ნ „---------“) იგივე სანებართვო პირობის განმეორებით (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL197311 16.01.2023) შეუსრულებლობისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე20 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში შეიტანება ინფორმაცია: კონტეინერის ტიპისა და ნომრის, გადამზიდი გემის, სატრანსპორტო დოკუმენტის ნომრ(ებ)ის, საქონლის დასახელების, რაოდენობის, გამგზავნისა და მიმღების შესახებ, გადამზიდავის, საბაჟო საწყობის/ნავსადგურის, საქონლის გაშვების/გამოცხადების თაობაზე და სხვა მონაცემები, რაც აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის.
საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქცია შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და განსაზღვრავს საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებს, ნებართვების ფორმებსა და სანებართვო პირობებს.
მითითებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:
უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება;
იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, ან საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და მათზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა ან მოხსნილია/მოცილებულია იდენტიფიკაციის საშუალება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ №„---------“კონტეინერზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალება (№„---------“) არ შეესაბამებოდა სპეციალური ელექტრო კონტროლის საშუალებაში მითითებულს – №„---------“. მომჩივანმა კი არ უზრუნველყო საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში (ფორმა 111) მითითებულ მონაცემთან შეუსაბამობის შესახებ.
დაუყოვნებლივ არ შეატყობინა საბაჟო ორგანოსლ, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------“- ის (ს/ნ „---------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს, სანებართვო პირობის შეუსრულებლობისთვის გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, შედგენილ სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საბაჟო საწყობში სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებითმიღებულ იქნა კონტეინერი. აღნიშნული „ფორმა 111“-ის შესაბამის გრაფაში,მომჩივანის მიერ იდენტიფიკაციის საშუალებად მითითებულ იქნა საბაჟო ლუქი.
უფლებამოსილი პირის მიერ ზემოაღნიშნულ კონტეინერზე და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა, რომლის „D“ გრაფაში იდენტიფიკაციის საშუალების ნომერი გადატანილ იქნა „ფორმა 111“-დან. მითითებული საბაჟო ფორმალობების დასრულების შემდეგ, საბაჟო საწყობის წარმომადგენლის მიერ საბაჟო ორგანოსთვის მოწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ კონტეინერზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალება არ შეესაბამებოდა სპეციალური ელექტრო კონტროლის საშუალებაში მითითებულს .
ზემოაღნიშნული ინფორმაციის შემოწმების მიზნით დათვალიერდა კონტეინერი, რის შედეგად კონტეინერში განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას.
ვინაიდან, მომჩივანმა სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში მითითებულ მონაცემთან შეუსაბამობის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინა საბაჟო ორგანოს, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ იგივე სანებართვო პირობის განმეორებით შეუსრულებლობისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 127,163,176
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანება
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქცია.