შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 11.05.2007
საქმის ნომერი
72საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.05.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

72-საზ ქ. თბილისი

11 მაისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლ. მურუსიძე, დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. წ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 3 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 3 დეკემბრის განაჩენით:

ს. წ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით _ გამასწორებელი სამუშაოები 1 წლის ვადით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით _ გამასწორებელი სამუშაოები 1 წლის ვადით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 212-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2522-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დაენიშნა ნარკომანიისაგან იძულებითი მკურნალობა; ს. წ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 26 ივნისიდან;

ი. თ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით _ გამასწორებელი სამუშაოები 1 წლის ვადით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით _ გამასწორებელი სამუშაოები 1 წლის ვადით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 212-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,153-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დაენიშნა ნარკომანიისაგან იძულებითი მკურნალობა; ი. თ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 30 ივნისიდან;

ზ. მ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედ) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით _ გამასწორებელი სამუშაოები 1 წლის ვადით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით _ გამასწორებელი სამუშაოები 1 წლის ვადით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 212-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,153-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; ზ. მ-ნს სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 10 მაისიდან;

თ. ც-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედ) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 212-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; თ. ც-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 30 ივნისიდან;

ჯ. ხ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 206-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 471-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული განაჩენის აღსრულება გადაიდო 1 წლის ვადით.

ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 3 დეკემბრის განაჩენით:

ს. წ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით; მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა განმეორებით, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად; ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა და ჰქონდა წამების ხასიათი; მოქალაქის კუთვნილი დოკუმენტის გატაცება და განზრახ დაზიანება; საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტარება; ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების მიზნის გარეშე; ნარკოტიკულ საშუალებათა ექიმის დანიშნულების გარეშე განმეორებითი ხმარება, ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სასჯელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში.

ი. თ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით; მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა განმეორებით, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად; ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა და ჰქონდა წამების ხასიათი; პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მოქალაქეთა პირადი ქონების მიღება მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით, რამაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი; მოქალაქის კუთვნილი დოკუმენტის გატაცება და განზრახ დაზიანება; ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტარება; ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო შეძენა, შენახვა გასაღების მიზნის გარეშე.

ზ. მ-ნს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით; სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად; ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა და ჰქონდა წამების ხასიათი; პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მოქალაქეთა პირადი ქონების მიღება მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით, რამაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი; მოქალაქის კუთვნილი დოკუმენტის გატაცება და განზრახ დაზიანება; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტარება.

თ. ც-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; მოქალაქის კუთვნილი დოკუმენტის გატაცება და განზრახ დაზიანება.

ჯ. ხ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა დანაშაულის განუცხადებლობა, ე.ი, განუცხადებლობა იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ანუ ყაჩაღობის ჩადენის შესახებ.

მსჯავრდებული ს. წ-ლი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით მსჯავრდებულ ს. წ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით, 212-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 2522-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ ს. წ-სა და ი. თ-ის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ყაჩაღობის ეპიზოდებში (საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედ)), შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც ითვალისწინებს თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რადგან საქმის მასალებიდან გამომდინარე, ს. წ-ლი და ი. თ-ლი წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად, რაც მიუთითებს მათ მიერ წინასწარ შექმნილ პირთა მყარ ჯგუფზე.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტი (ძვ.რედ) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან.

საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე (ყაჩაღობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ აქვს ჩადენილი ყაჩაღობა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი) და მეხუთე პუნქტებით (ბინაში შეღწევით), სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის) და ,,ბ” (ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ს. წ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან, რადგან შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

მსჯავრდებულ ს. წ-ლს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისა და შენახვისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან ათ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ს. წ-ის ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ. რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებთან და მას უნდა მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ს. წ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედ) 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით, 212-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 2522-ე მუხლით უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ს. წ-ლს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით, 212-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 2522-ე მუხლით (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ ი. თ-ის, ზ. მ-ის, თ. ც-სა და ჯ. ხ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 3 დეკემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით ი. თ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 212-ე მუხლით, 17,153-ე მუხლის მეორე ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ ი. თ-სა და ს. წ-ის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ყაჩაღობის ეპიზოდებში (საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედ)), შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც ითვალისწინებს თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რადგან საქმის მასალებიდან გამომდინარე, ი. თ-ლი და ს. წ-ლი წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად, რაც მიუთითებს მათ მიერ წინასწარ შექმნილ პირთა მყარ ჯგუფზე. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტი (ძვ.რედ) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან.

საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე (ყაჩაღობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ აქვს ჩადენილი ყაჩაღობა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი) და მეხუთე პუნქტებით (ბინაში შეღწევით), სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე; ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ი. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან, რადგან შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

მსჯავრდებულ ი. თ-ლს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ი. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 212-ე მუხლით, 17,153-ე მუხლის მეორე ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 2522-ე მუხლით უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ი. თ-ლს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 212-ე მუხლით, 17,153-ე მუხლის მეორე ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 2522-ე მუხლითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით ზ. მ-ნს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 212-ე მუხლით, 17,153-ე მუხლის მეორე ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებით (2006 წლის 5 ივლისის რედაქცია) წარმოადგენს ორგანიზებულ ჯგუფს, რადგან ამავე კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.

აღნიშნულ ცვლილებამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერ იყო ჩადენილი, თუ იგი განახორციელა პირთა მყარმა ჯგუფმა, რომლებიც წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.

საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულების _ ს. წ-ის, ი. თ-სა და ზ. მ-ის წინასწარი შეთანხმება რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ 2006 წლის 5 ივლისის ცვლილებამდე, რომელიც ძალაშია ამავე წლის 23 აგვისტოდან, მოქმედი სისხლის სამართლის კანონი ორგანიზებული ჯგუფის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნის, დეფინიციის შესახებ, რომელიც ყველაზე მსუბუქია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ყაჩაღობისათვის ბინაში შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე; ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ე.ი. არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა სანქციის ფარგლებშია, რის გამოც, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტი (ძვ. რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან.

მსჯავრდებულ ზ. მ-ნს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 212-ე მუხლით, 17,153-ე მუხლის მეორე ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ძვ.რედაქცია) უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

განაჩენით თ. ც-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტითა და 212-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებით (2006 წლის 5 ივლისის რედაქცია) წარმოადგენს ორგანიზებულ ჯგუფს, რადგან ამავე კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განხორციელდა დროის განსაზღვრულ პეროიდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.

აღნიშნულ ცვლილებამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერ იყო ჩადენილი, თუ იგი განახორციელა პირთა მყარმა ჯგუფმა, რომლებიც წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.

საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულების _ ს. წ-ის, ი. თ-სა და თ. ც-ის წინასწარი შეთანხმება რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ 2006 წლის 5 ივლისის ცვლილებამდე, რომელიც ძალაშია ამავე წლის 23 აგვისტოდან, მოქმედი სისხლის სამართლის კანონი ორგანიზებული ჯგუფის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნის, დეფინიციის შესახებ, რომელიც ყველაზე მსუბუქია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ თ. ც-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის სასჯელიც.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ თ. ც-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 212-ე მუხლით უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ თ. ც-ეს საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ ჯ. ხ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 206-ე მუხლით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ს. წ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 3 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ს. წ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე.

მსჯავრდებულ ს. წ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და ამ მუხლით მას მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ ს. წ-ლს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით, 212-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 2522-ე მუხლითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ს. წ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 26 ივნისიდან;

მსჯავრდებულ ი. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე.

მსჯავრდებულ ი. თ-ლს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 212-ე მუხლით, 17,153-ე მუხლის მეორე ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 2522-ე მუხლითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 30 ივნისიდან;

მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;

ზ. მ-ნს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 212-ე მუხლით, 17,153-ე მუხლის მეორე ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 10 მაისიდან;

ზ. მ-ნს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან;

მსჯავრდებულ თ. ც-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;

მსჯავრდებულ თ. ც-ეს საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 30 ივნისიდან;

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ჯ. ხ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.