განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
212-საზ ქ. თბილისი
30 ივლისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ს-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 მარტის განაჩენით:
მ. მ-ვი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;
ზ. შ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24,214-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ჩამოერთვა გარკვეული თანამდებობისა და სამუშაოს დაკავების უფლება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში 2 წლის ვადით;
მ. ჩ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24,214-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ჩამოერთვა გარკვეული თანამდებობისა და სამუშაოს დაკავების უფლება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში 2 წლის ვადით;
ზ. ჩ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24,214-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ჩამოერთვა გარკვეული თანამდებობისა და სამუშაოს დაკავების უფლება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში 2 წლის ვადით;
ს. ჭ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24,214-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ჩამოერთვა გარკვეული თანამდებობისა და სამუშაოს დაკავების უფლება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში 2 წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულების _ მ. მ-ის, ზ. შ-ის, მ. ჩ-ის, ზ. ჩ-სა და ს. ჭ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 10 საათზე, მ. მ-მა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ,,გაზელის” მარკის ა/მანქანით გადაკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო საემიგრაციო გამშვები პუნქტი ,,---” და ე.წ. ნეიტრალურ ზონაში არსებულ ბაზრობაზე დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ, აზერბაიჯანელი ეროვნების მამაკაცს, სახელად ,,მ-ს”, რომელმაც შესთავაზა მას, გარკვეული გასამრჯელოს მიღების მიზნით, მისი ა/მანქანით საქართველოში შემოეტანა სხვადასხვა სახის სამრეწველო საქონელი და სურსათი, რაზედაც იგი დათანხმდა. მისი ა/მანქანის დატვირთვის შემდეგ 2004 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 12 საათზე, იგი გამოემგზავრა საქართველოს მიმართულებით და მას წინ მოუძღვოდა ზემოხსენებული ,,მ-ნი”,,გაზ-24” მარკის ა/მანქანით. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონულ საბაჟო ,,---ის” საბაჟო-გამშვები პუნქტ ,,---თან” მიახლოებისას მან, ,,მ-თან” წინასწარი შეთანხმებით, გააჩერა ა/მანქანა, რის შემდეგაც ,,მ-ნი” მოელაპარაკა საბაჟო-გამშვები პუნქტის ---რ ზ. შ-ლს, ---ებს _ მ. ჩ-ეს, ზ. ჩ-სა და ს. ჭ-ეს, რომლებმაც ასრულებდნენ რა სამსახურებრივ მოვალეობას, საბაჟო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენეს თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დართეს ნება გამოძიებით დაუდგენელ ვინმე ,,მ-ს” და მ. მ-ვს საქართველოს საბაჟო საზღვრაზე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, ,,გაზელის” მარკის ა/მანქანით, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო გადასახადების გადახდის გარეშე შემოეტანათ დიდი ოდენობით _ 4697,7 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების სამრეწველო საქონელი და სურსათი, რითაც ზ. შ-მა, მ. ჩ-ემ, ზ. ჩ-მა და ს. ჭ-ემ ვინმე ,,მ-ს” და მ. მ-ვს აღმოუჩინეს დახმარება. აღნიშნული საქონელი ამოიღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიების განხორციელების პერიოდში.
მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ს-ვი საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და მ. მ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით მ. მ-ვს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენდა 4697,7 ლარს.
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონის რედაქციით, რაც მოქმედებდა მ. მ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლებოდა ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებდა სამი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლებოდა ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებდა თხუთმეტ ათას ლარს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 29 დეკემბერს შეტანილი ცვლილებით, 214-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტ ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ოცდახუთ ათას ლარს.
ამდენად, ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მსჯავრდებულ მ. მ-ის მიერ საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილი მოძრავი ნივთის საბაჟო ღირებულება _ 4697,7 ლარი არ წარმოადგენს დიდ ოდენობას, რადგან საბაჟო ღირებულების თანხა არ აჭარბებს თხუთმეტ ათას ლარს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის I ნაწილის თანახმად: “სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა”.
საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ მ. მ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინაიდან ახალმა კანონმა გააუქმა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების დანაშაულებრიობა.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ ზ. შ-ის, მ. ჩ-ის, ზ. ჩ-სა და ს. ჭ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი მათ მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განაჩენით ზ. შ-ლს, მ. ჩ-ეს, ზ. ჩ-სა და ს. ჭ-ეს მსჯავრი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 24,214-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულების _ ზ. შ-ის, მ. ჩ-ის, ზ. ჩ-სა და ს. ჭ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 24,214-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინაიდან ახალმა კანონმა გააუქმა მათთვის ბრალად შერაცხული ქმედების დანაშაულებრიობა. მსჯავრდებულებს _ ზ. შ-ლს, მ. ჩ-ეს, ზ. ჩ-სა და ს. ჭ-ეს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროთ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალათ პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 593-599-ე მუხლებით, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
მ. მ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
მ. მ-ვს უფლება აქვს, აინაზღაუროს მიყენებული ზიანი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით.
განემარტოს მამედ მამედოვს, რომ მას უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართოს სასამართლოს 6 (ექვსი) თვის ვადაში, უზენაესი სასამართლოს განჩინების გამოტანის დღიდან.
მსჯავრდებულების _ ზ. შ-ის, მ. ჩ-ის, ზ. ჩ-სა და ს. ჭ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა 24,214-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მსჯავრდებულებს _ ზ. შ-ლს, მ. ჩ-ეს, ზ. ჩ-სა და ს. ჭ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვროთ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 2-2 (ორ-ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალათ პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.