შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 25.07.2007
საქმის ნომერი
229საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
25.07.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹229-საზ ქ. თბილისი

25 ივლისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 14 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ზ. მ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედ) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეხუთე პუნქტებით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით _ გამასწორებელი სამუშაოები 1 წლის ვადით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით _ გამასწორებელი სამუშაოები 1 წლის ვადით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 212-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,153-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; ზ. მ-ნს სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 10 მაისიდან;

ამავე საქმეზე მსჯავრდებულები არიან ს. წ-ლი, ი. თ-ლი, თ. ც-ძე და ჯ. ხ-ლი.

განაჩენით ზ. მ-ნს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით; სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად; ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა და ჰქონდა წამების ხასიათი; პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მოქალაქეთა პირადი ქონების მიღება მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით, რამაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი; მოქალაქის კუთვნილი დოკუმენტის გატაცება და განზრახ დაზიანება; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტარება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინებით ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 3 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;

ზ. მ-ნს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 212-ე მუხლით, 17,153-ე მუხლის მეორე ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 10 მაისიდან. ზ. მ-ნს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და იგი უნდა გათავისუფლებულიყო პატიმრობიდან;

მსჯავრდებულ ი. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე.

მსჯავრდებულ ი. თ-ლს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 212-ე მუხლით, 17,153-ე მუხლის მეორე ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 2522-ე მუხლითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 30 ივნისიდან;

მსჯავრდებულ ს. წ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე.

მსჯავრდებულ ს. წ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და ამ მუხლით მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ ს. წ-ლს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით, 212-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 2522-ე მუხლითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ს. წ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 26 ივნისიდან;

მსჯავრდებულ თ. ც-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;

მსჯავრდებულ თ. ც-ეს საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 30 ივნისიდან; განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ჯ. ხ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინებით გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2007 წლის 11 მაისს გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ: განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ნაცვლად წინადადებისა ,,მსჯავრდებულ ი. თ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყოს 1996 წლის 30 ივნისიდან” ჩაიწერა ,,მსჯავრდებულ ი. თ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2000 წლის 2 დეკემბრიდან”, განჩინების სარეზოლუციო ნაწილიდან ამოღებულ იქნა მითითება მსჯავრდებულ ზ. მ-ის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 14 აგვისტოს განაჩენით:

ზ. მ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეშვიდე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ. მ-ნს საბოლოოდ შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 8 წელი უნდა მოიხადოს საპყრობილეში, ხოლო დანარჩენი სასჯელი _ მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 10 მაისიდან;

ზ. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა ქ. გორის სასამართლოს 1996 წლის 18 თებერვლის განაჩენით მოხდილი სასჯელი _ 1 წელი და 20 დღე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით, 11 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა. ზ. კ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 24 თებერვლიდან;

ზ. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით (2000 წლის 5 მაისის კანონი) და შეეფარდა ჯარიმა _ 200 დღიური ანაზღაურების ოდენობით, დღიური ანაზღაურების 2 ლარზე გაანგარიშებით _ 400 ლარი, რაც გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენით ზ. მ-ნს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით; ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ, სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტარება და გადაზიდვა.

მსჯავრდებული ზ. მ-ნი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით ზ. მ-ნს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეშვიდე პუნქტებით (ძვ.რედაქცია), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით) ხსენებული ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, ხოლო დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან. მსჯავრდებულ ზ. მ-ნს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით უნდა მიესაჯოს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (2000 წლის 5 მაისის კანონი), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან ათ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (2000 წლის 5 მაისის კანონი) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილთან და მიესაჯოს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეშვიდე პუნქტებით (ძვ.რედაქცია), 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

მსჯავრდებულ ზ. მ-ნს საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ ზ. კ-სა და ზ. ა-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით ზ. კ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ზ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის კანონი) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ყაჩაღობისათვის ბინაში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე; ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ე.ი. არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა სანქციის ფარგლებშია, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის კანონი) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან.

მსჯავრდებულ ზ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა (2000 წლის 5 მაისის კანონი) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით ზ. ა-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის, რომლის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 14 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) დაკვალიფიცირებული დანასაულებრივი ქმედება _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე. ზ. მ-ნს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით მიესაჯოს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (2000 წლის 5 მაისის კანონი), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილზე და მიესაჯოს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ზ. მ-ნს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 10 მაისიდან;

მსჯავრდებულ ზ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის კანონი) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე.

მსჯავრდებულ ზ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა (2000 წლის 5 მაისის კანონი) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 24 თებერვლიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ზ. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.