დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 25.07.2007
საქმის ნომერი
230საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
25.07.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

230-საზ ქ. თბილისი

25 ივლისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. თ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ი. თ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედ) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით _ გამასწორებელი სამუშაოები 1 წლის ვადით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით _ გამასწორებელი სამუშაოები 1 წლის ვადით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 212-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,153-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე საქმეზე მსჯავრდებულები არიან ს. წ-ლი, ზ. მ-ნი, თ. ც-ძე და ჯ. ხ-ლი.

განაჩენით ი. თ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით; მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა განმეორებით, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად; ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა და ჰქონდა წამების ხასიათი; პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მოქალაქეთა პირადი ქონების მიღება მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით, რამაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი; მოქალაქის კუთვნილი დოკუმენტის გატაცება და განზრახ დაზიანება; ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტარება; ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო შეძენა, შენახვა გასაღების მიზნის გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინებით ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 3 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ი. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე.

მსჯავრდებულ ი. თ-ლს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 212-ე მუხლით, 17,153-ე მუხლის მეორე ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 2522-ე მუხლითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 30 ივნისიდან;

მსჯავრდებულ ს. წ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე.

მსჯავრდებულ ს. წ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და ამ მუხლით მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ ს. წ-ლს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით, 212-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 2522-ე მუხლითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. სულხან წერეთელს სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 26 ივნისიდან;

მსჯავრდებულ ზ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;

ზ. მ-ნს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეხუთე პუნქტით, 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 212-ე მუხლით, 17,153-ე მუხლის მეორე ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 10 მაისიდან. ზ. მ-ნს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და იგი უნდა გათავისუფლებულიყო პატიმრობიდან;

მსჯავრდებულ თ. ც-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;

მსჯავრდებულ თ. ც-ეს საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლითა (ძვ.რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 30 ივნისიდან; განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ჯ. ხ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინებით გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2007 წლის 11 მაისს გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ: განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ნაცვლად წინადადებისა _ ,,მსჯავრდებულ ი. თ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყოს 1996 წლის 30 ივნისიდან” _ ჩაიწერა: ,,მსჯავრდებულ ი. თ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2000 წლის 2 დეკემბრიდან”; განჩინების სარეზოლუციო ნაწილიდან ამოღებულ იქნა მითითება მსჯავრდებულ ზ. მ-ის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების თაობაზე.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 მაისის განაჩენით ი. თ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 3 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. თ-ლს სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 2 დეკემბრიდან.

განაჩენით ი. თ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევა.

მსჯავრდებული ი. თ-ლი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით ი. თ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გაქცევისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსი თვიდან რვა წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი ხსნებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან რვა წლამდე, ე.ი. სისხლის სამართლის კანონი არ შეცვლილა აღნიშნული დანაშაულისათვის მსჯავრდებულის სასიკეთოდ, რაც გახდებოდა განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენი მსჯავრდებულ ი. თ-ლს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ მ. კ-ეს, საქართველოს სსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა მის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მსჯავრდებული მ. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რომლის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. თ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 მაისის განაჩენი მსჯავრდებულების _ ი. თ-სა და მ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.