შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹311აპ. ქ. თბილისი
26 ნოემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
იური ტყეშელაშვილი, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ა-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქ. გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის განაჩენით დ. ა-ძე,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი ) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ”, ,,თ” და ,,ზ” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ”, ,,თ” და ,,ზ” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 83 (ოთხმოცდასამი) წლის ვადით.
საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. ა-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 24 წლის ვადით.
განაჩენით დ. ა-ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა და ტარება.
მანვე, პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით, არაერთგზის ჩაიდინა ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის მუქარით.
მანვე, ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩაიდინა ავტოსატრანსპორტო საშუალების გატაცება.
მანვე, განსაკუთრებული სისასტიკითა და ანგარებით, ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.
მანვე ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის (ყაჩაღობის) ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით.
მსჯავრდებული დ. ა-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ დ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რადგან დანაშაულის სიმძიმის კატეგორია შეცვლილია მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე (ყაჩაღობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვისაც წინათ აქვს ჩადენილი ყაჩაღობა ან ბანდიტიზმი) და მეხუთე (ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში შეღწევით) პუნქტებით (ძვ. რედაქცია) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტები (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზისა და ბინაში უკანონო შეღწევით) იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ე.ი. არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტები (ძვ. რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან.
რაც შეეხება მსჯავრდებულ დ. ა-ის მიერ ჩადენილ დანაშაულს, რაც დაკვალიფიცირებულია სსკ-ის 184-ე მუხლის მესამე ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით, რაც ძალაშია ამავე წლის 16 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ დ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის დროებითი გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება - დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს სამიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.
მსჯავრდებულ დ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 184-ე მუხლის მესამე ნაწილით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მე-5 პუნქტებით (ძვ. რედაქცია), 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,თ”, და ,,ზ” ქვეპუნქტებით, 152-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე პუნქტებით (ძვ. რედაქცია), 184-ე მუხლის მესამე ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 104-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტებით (ძვ. რედაქცია), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ”, ,,თ” და ,,ზ” ქვეპუნქტებით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მე-5 პუნქტით (ძვ. რედაქცია), ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად უნდა დარჩეს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქ. გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ დ. ა-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტთან;
მსჯავრდებულ დ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 184-ე მუხლის მესამე ნაწილით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მე-5 პუნქტით (ძვ. რედაქცია), 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,თ” და ,,ზ” ქვეპუნქტებით, 152-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე პუნქტებით (ძვ. რედაქცია), 184-ე მუხლის მესამე ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 104-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტებით (ძვ. რედაქცია), 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ”, ,,თ”, და ,,ზ” ქვეპუნქტებით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მე-5 პუნქტით (ძვ. რედაქცია), ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად დარჩეს 24 (ოცდაოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.