დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 22.07.2008
საქმის ნომერი
2კ-147აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.07.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

147აპ ქ. თბილისი

22 ივლისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. თ-ს, მსჯავრდებულ ა. რ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ კ. კ-სა და ი. პ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

კასპის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 19 აპრილის განაჩენით:

ა. რ., _ დაბადებული -------- წელს, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 22,109-ე მუხლის «დ», «თ» და «ი» ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია) და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. რ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის ----- მარტიდან.

ა. ჩ., _ დაბადებული ---- წელს, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძველი რედაქცია) 22,109-ე მუხლის «დ», «თ», «ი» ქვეპუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით _ 4 წლითY თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 8 აპრილიდან.

გ. ბ., _ დაბადებული ---- წელს, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ გამოძიებაში დაკავების პერიოდი _ 2006 წლის 8 აპრილიდან 2006 წლის 11 აპრილამდე.

ვ. ხ., _ დაბადებული ---- წელს, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ ასი დღიური ანაზღაურების ოდენობით, რაც თანხაში შეადგენს 500 ლარს, რომლის გადახდაც დაეკისრა მშობელს.

გ. კ., _ დაბადებული ---- წელს, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ გამოძიებაში დაკავების პერიოდი _ 2006 წლის 9 აპრილიდან 2006 წლის 10 აპრილამდე.

გ. ტ., _ დაბადებული ---- წელს, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ ასი დღიური ანაზღაურების ოდენობით, რაც თანხაში შეადგენს 500 ლარს, რომლის გადახდაც დაეკისრა მშობელს.

ი. მ., _ დაბადებული ---- წელს, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა, ასი დღიური ანაზღაურების ოდენობით, რაც თანხაში შეადგენს 500 ლარს, რომლის გადახდაც დაეკისრა მშობელს.

გ. გ., _ დაბადებული ---- წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 13 აპრილიდან. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ გამოძიებაში დაკავების პერიოდი _ 2006 წლის 9 აპრილიდან 2006 წლის 10 აპრილამდე.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 12 იანვარს ა. რ-მ და ა. ჩ-მა ფარულად შეაღწიეს ა. მ-ს საცხოვრებელ ბინაში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მის კუთვნილ, უცხოური წარმოების ფერად ტელევიზორსა და ამავე ფირმის ვიდეომაგნიტოფონს, ღირებულს 500 აშშ დოლარად, ასევე დაეუფლნენ ფარულად თანხას 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 1100 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ზემოაღნიშნული ნივთები ა. რ-მ და ა. ჩ-მა ე. მ-ს მიჰყიდეს 300 ლარად, რის შესახებაც ცნობილი გახდა დაზარალებულისათვის, რომელმაც მიაკითხა ე. მ-ს სახლში, სადაც ნახა და ამოიცნო საკუთარი ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი. ე. მ-მა მას განუმარტა, რომ აღნიშნული ნივთები იანვრის შუა რიცხვებში მას ა. ჩ-მა და ა. რ-მ მიჰყიდეს 300 ლარად.

2006 წლის 28 მარტს, დაახლოებით 17.00 საათზე, ი. ფ-ს ქალაქ კასპში, ყოფილი კომკავშირლების სახელობის კინოთეატრის შენობის ეზოში, სიტყვიერი შეკამათება მოუხდა ა. რ-სთან ე.წ. მოგებული «თავანის» ჩაბარების თაობაზე. იმავე შენობაში მათ შორის გაიმართა საქმის გარჩევა, სადაც ა. რ-სთან ერთად იმყოფებოდნენ ა. ჩ., გ. გ., ი. მ., გ. ბ., გ. კ., ხოლო ი. ფ-თან _ ვ. ხ. და გ. ტ. ისინი ავიდნენ კინოთეატრის შენობის მეორე სართულზე, სადაც კინოდარბაზის შესასვლელ მარცხენა კართან ა. რ-მ უთხრა ი. ფ-ს, რომ არ აპირებდა წაგებული თანხის გადახდას და ხელი გაარტყა მას, რის შემდეგაც გაიმართა ჩხუბი. ა. რ-მ და ა. ჩ-მა ი. ფ-ს წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ერთობლივად, როგორც დანაშაულის ამსრულებლებმა, დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად, ანგარებით, განიზრახეს ი. ფ-ს განზრახ მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თანნაქონი დანებით ი. ფ-ს მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები გულმკერდისა და ყელის არეში, რის შემდეგაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ა. რ-მ თანნაქონი, შავტარიანი საკეცი დანით ი. ფ-ს მიაყენა ორი ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის არეში ზომით 1,40სმ და 1,70,6სმ _ შემავალი გულმკერდის ღრუში, მარცხენა ფილტვის დაზიანებით. ექსპერტიზის დასკვნით აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავი, მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, რაც მიზეზობრივ კავშირშია ი. ფ-ს სიკვდილთან. ა. რ-მ და ა. ჩ-მა დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ი. ფ-ს გვამი გადაათრიეს აღნიშნული შენობის დარბაზის სცენის უკან, დაფარულ ადგილას და გადაწყვიტეს მისი დაწვა.

გ. გ., გ. ბ., გ. კ., ვ. ხ., გ. ტ. და ი. მ. უშუალოდ შეესწრნენ მომხდარ ფაქტს, ისინი მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან, არ განაცხადეს და განზრახ დამალეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ა. ჩ-სა და ა. რ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» და მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» და მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის კანონი); სსკ-ის 22,109-ე მუხლის «დ», «თ» ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ 22,109-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» და «ე» ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის კანონი).

ა. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 22,109-ე მუხლის «ი» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 22,109-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», «ე» ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის კანონი), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის კანონი) და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 22,109-ე მუხლის «ი» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 22,109-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ», «ე» ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის კანონი) _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» და მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის კანონი) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონისმეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, გ. გ-ს დანიშნული სასჯელი _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდა და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან გ. გ-ს დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა ისეთი ვადით, რომელიც არ აღემატება მის მიერ უკვე მოხდილ სასჯელს, საქართველოს სსსკ-ის 513-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტის საფუძველზე სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა პატიმრობიდან.

გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონისმეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, გ. ბ-ს დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან გ. ბ-ს დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა ისეთი ვადით, რომელიც არ აღემატება მის მიერ უკვე მოხდილ სასჯელს, საქართველოს სსსკ-ის 513-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტის საფუძველზე სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა პატიმრობიდან.

ვ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონისმეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, ვ. ხ-ს დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მესამე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა _ 500 ლარი დარჩა უცვლელად, რომლის გადახდაც დაეკისრათ მის მშობლებს.

გ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონისმეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, გ. კ-ს დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან გ. კ-ს დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა ისეთი ვადით, რომელიც არ აღემატება მის მიერ უკვე მოხდილ სასჯელს, საქართველოს სსსკ-ის 513-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტის საფუძველზე სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა პატიმრობიდან.

გ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონისმეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, გ. ტ-ს დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მესამე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა _ 500 ლარი დარჩა უცვლელად, რომლის გადახდაც დაეკისრათ მის მშობლებს.

ი. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონისმეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე, ი. მ-ს დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუნახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მესამე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა _ 500 ლარი დარჩა უცვლელად, რომლის გადახდაც დაეკისრა მის მშობელს.

მსჯავრდებულ ალან ჩიგოევის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. თ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ა. ჩ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; ვერც წინასწარი და ვერც სასამართლო გამოძიებით ვერ დადასტურდა ა. ჩ-ს ბრალეულობა. წინასწარი გამოძიების პერიოდში, მტკიცებულებათა მოპოვებისა და საპროცესო დამაგრების დროს, დაირღვა საქართველოს სსსკ-ის არაერთი მოთხოვნა, რამაც უდანაშაულო პირის მსჯავრდება გამოიწვია. საქართველოს სსკ-ის 22,109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ა. ჩ-ს მამხილებელი მოწმეების მიერ ჩვენებების შეცვლას არაერთხელ ჰქონდა ადგილი, თუმცა მისი დანაშაული მათი ჩვენებების გათვალისწინებითაც არ დასტურდება; საქმეში ასევე არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ა. ჩ-ს მიერ ა. მ-ს ბინის გაქურდვის ფაქტი.

მსჯავრდებულ ა. რ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები _ კ. კ. და ი. პ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ა. რ-ს გამართლებას ან ალტერნატივის სახით საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის გამოყენებასა და სასჯელის 1/3-ით შემცირებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, ემყარება კანონდარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს; საქმე განხილულია მთელი რიგი პროცესუალური დარღვევებით. რაც შეეხება სასჯელს, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი _ არ გამოიყენა კანონი (სსკ-ის 88-ე მუხლი), რომელიც უნდა გამოეყენებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა კასატორების მტკიცება იმის შესახებ, რომ ა. ჩ-სა და ა. რ-ს არ ჩაუდენიათ მათზე ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები.

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულების _ გ. გ-ს, გ. ბ-ს, ვ. ხ-ს, გ. კ-ს, გ. ტ-ს, ი. მ-ს ჩვენებებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ. ფ-ს ჩვენებით, დაზარალებულ ა. მ-ს ჩვენებით, მოწმეების _ თ. მ-ს, ე. მ-სა და სხვათა ჩვენებებით, დაქტილოსკოპიური, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით ა. რ-სა და ა. ჩ-ს მიერ მათზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენა დადასტურებულია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულების _ ა. რ-სა და ა. ჩ-ს პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და დაუნიშნა მათი ქმედებისა და პიროვნების შესაბამისი სამართლიანი სასჯელი.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულებს _ გ. გ-ს, გ. ბ-ს, ვ. ხ-ს, გ. კ-ს, გ. ტ-სა და ი. მ-ს, რომლებსაც განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ, საკასაციო პალატამიხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, სრული მოცულობით შეამოწმა საქმე მათ მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. გ-ს, გ. ბ-ს, ვ. ხ-ს, გ. კ.-ს, გ. ტ-სა და ი. მ-ს ქმედებაში არ არის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ:

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რაც დადასტურებულად იქნა მიჩნეული პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენებით, მსჯავრდებულების _ გ. გ-ს, გ. ბ-ს, ვ. ხ-ს, გ. კ-ს, გ. ტ-სა და ი. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

გ. გ., გ. ბ., გ. კ., ვ. ხ., გ. ტ. და ი. მ. უშუალოდ შეესწრნენ მომხდარ ფაქტს, ისინი მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან, არ განაცხადეს და განზრახ დამალეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული.

საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის _ დანაშულის დაფარვის ობიექტური შემადგენლობისათვის, რომელიც აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, საჭიროა შემდეგი პირობების არსებობა: 1. დამნაშავის, დანაშაულის კვალის, დანაშაულის ჩადენის იარაღებისა და საშუალების ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საგნების დაფარვა (განადგურება, დამალვა ან მათი გარეგნული იერსახის შეცვლა); 2. დაფარული დანაშაული მძიმე/განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება; 3. დაფარვა ხდება წინასწარ შეუპირებლად (ე.ი. დაფარვას ადგილი უნდა ჰქონდეს დანაშაულის ჩადენის შემდეგ).

მოცემულ შემთხვევაში კი მსჯავრდებულების ქმედება გამოიხატა პასიურ ქცევაში, უმოქმედობაში, შეუტყობინებლობაში, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც გათვალისწინებულია დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, მაგრამ აღნიშნული შემთხვევის დროს ეს ქმედება იყო დეკრიმინალიზებული, სისხლის სამართლის კანონი ასეთ ქმედებას დანაშაულად არ თვლიდა.

საქართველოს სსკ-ის მესამე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელის აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულების _ გ. გ-ს, გ. ბ-ს, ვ. ხ-ს, გ. კ-ს, გ. ტ-სა და ი. მ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა თანახმად საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტისა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამიხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», ,,დ» ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრისგანაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულების _ გ. გ-ს, გ. ბ-ს, ვ. ხ-ს, გ. კ-ს, გ. ტ-სა და ი. მ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

მათ უფლება აქვთ, აინაზღაურონ მიყენებული ზიანი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით.

მათვე განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართონ სასამართლოს 6 (ექვსი) თვის ვადაში, უზენაესი სასამართლოს განჩინების გამოტანის დღიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ ა. რ-სა და ა. ჩ-ს მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.