საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹1344აპ-08 2 აპრილი 2009 წელი.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ტ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჩ-ის, მსჯავრდებულ ა. დ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. ჯ-სა და ა. ხ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის განაჩენით:
დამტკიცდა თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ. ხ-სა და განსასჯელებს _ ვ. გ-სა და გ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე.
ვ. გ-ძე, _ დაბადებული ....... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის «ა», «გ», «დ» ქვეპუნქტებით, 19,109-ე მუხლის I ნაწილის «ა», «გ», «დ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის II ნაწილის «ე» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის III ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის III ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 143-ე მუხლის III ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ ვ. გ-ს განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 24 ივლისიდან.
გ. გ-ი, _ დაბადებული ..... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის I ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის II ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის III ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 143-ე მუხლის III ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ გ. გ-ს განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ. გ-მა დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 15 წელი, უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო ნაწილი _ 1 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.Mმისი პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი და არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 25 ივლისიდან.
მ. ტ-ი, _ დაბადებული ... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის I ნაწილის «ა», «გ», «დ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 1500 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 2500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის, სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მ. ტ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
მ. ტ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 7 სექტემბრიდან.
ა. დ-ძე, _ დაბადებული ........ წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, დანიშნული საჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ა. დ-ძეს განესაზღვრა 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 5000 ლარი.
ა. დ-ძეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 28 ივლისიდან.
დაზარალებულების _ ე. თ-სა და გ. ჯ-ის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულებს _ მ. ტ-ს, ვ. გ-ს, ა. დ-სა და გ. გ-ს ე. თ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ _ 3300 აშშ დოლარისა და 1800 ლარის, ხოლო გ. ჯ-ის სასარგებლოდ _ 9780 ლარის გადახდა.
ნივთმტკიცებები _ ოქროსფერი სამაჯური შესაკრავით; ოქროსფერი ნაწნავის ფორმის სამაჯური; ოქროსფერი ჯაჭვის ფორმის სამაჯური ოთხკუთხედი შესაკრავით; ოქროსფერი სამაჯური ჯაჭვისებური ნაქსოვი; ოქროსფერი სამაჯური შიგნით ჩაწნული მომწვანო ორნამენტებით; ოქროსფერი დიდი ზომის ჯაჭვისებური ძეწკვი; ოქროსფერი საათი სამაჯურით; ოქროსფერი ოთხკუთხედი ფორმის მედალიონი, ღვთისმშობლის გამოსახულებით; ოქროსფერი ჯვარი, ოქროსფერი პატარა ჯვარი იესოს გამოსახულებით; ოქროსფერი ორნამენტებიანი თხელი ჯვარი; ოქროსფერი ჯვარი ფოთლოვანი ორნამენტებით; ორი პატარა ჯვარი; ოქროსფერი ჯვარი ნალის ფორმის; ოქროსფერი მედალიონი, ოვალური ფორმის ღვთისმშობლის გამოსახულებით; ოქროსფერი ბეჭედი წარწერებით; ოქროსფერი ბეჭედი მამაკაცის გამოსახულებითა და ოთხი თვლით; ოქროსფერი ბეჭედი ქალის გამოსახულებით; თეთრი ოქროსფერი ბეჭედი ქალის გამოსახულებით; ოქროსფერი ბეჭედი 9 თვლითა და შავი ფერის კანტებით; ოქროსფერი ბეჭედი ორნამენტებითა და შუაში წითელი თვლით; ოქროსფერი ბეჭედი ტიტის ფორმის ერთი დიდი და ორი პატარა თვლით; ოქროსფერი ბეჭედი ტიტის ფორმის, შუაში ერთი თვლით; ოქროსფერი ბეჭედი ყვავილის ფორმის, ერთი თვლით; ოქროსფერი ბეჭედი ერთი მოწითალო თვლით; ოქროსფერი ბეჭედი ტიტის ფორმის, ერთი მოწითალო თვლითა და გვერდებზე ორნამენტებით, ოქროსფერი ბეჭედი ყვავილის ფორმის, ერთი მწვანე და 6 პატარა თვლით;K ოქროსფერი ბეჭედი რომბის ფორმის 6 თვლით, შუაში თვალი არ არის; ოქროსფერი ბეჭედი ქალის გამოსახულებით, გვერდებზე ორნამენტებით; ოქროსფერი ბეჭედი, ოვალური, ერთი თვალი შუაში და გვერდებზე 6 თვლით, ოქროსფერი ბეჭედი ე.წ. «ბაღჩა» 8 თვლით; ოქროსფერი ბეჭედი ავანგარდული სტილის, 7 თვლით, 1 თვალი ამოვარდნილია; ოქროსფერი ბეჭედი ნალის ფორმის, თვლებით; ოქროსფერი ბეჭედი ტიტის ფორმის, მომწვანო თვლით; ოქროსფერი ბეჭედი 5 თვლით; ოქროსფერი ბეჭედი, შუაში ვერცხლისფერი ორნამენტებით; ოქროსფერი ბეჭედი პეპლის ფორმის, შუაში თვლით; ტიტის ფორმის ოქროსფერი ბეჭედი; ოქროსფერი ბეჭედი, რვიანი ფორმის, ორი თვლით; ოქროსფერი ბეჭედი ვარდისფერი თვლით; ოქროსფერი ბეჭედი, ე.წ. «ბაღჩა», შუაში ლურჯი თვლით; ოქროსფერი ბეჭედი ე.წ. «ბაღჩა» ლურჯი თვლით; ოქროსფერი ბეჭედი ფოთლის ფორმის 5 თვლით; ოქროსფერი ბეჭედი ტიტის ფორმის, ერთი თვლით; ოქროსფერი ბეჭედი ერთი თვლით; ოქროსფერი ბეჭედი 7 თვლით, რომელსაც ერთი თვალი აკლია; ოქროსფერი ბეჭედი გვირგვინზე ერთი თვლით; ოქროსფერი ბეჭედი რომბის ფორმის ერთი თვლით; ოქროსფერი ბეჭედი თვლებით, სარტყელი აქვს გატეხილი; ოქროსფერი ბეჭედი სამი თვლით; ოქროსფერი ბეჭედი ყაყაჩოს ფორმის და საყურეები თითო თვლით; ოქროსფერი ბეჭედი რვიანის ფორმის ორი თვლით; ოქროსფერი ბეჭედი შუქნიშნის ფორმის; ოქროსფერი საყურე, ფოთლის ფორმის მწვანე თვლებითა და გედის გამოსახულებით; ოქროსფერი საყურე სამკუთხოვანი; ოქროსფერი საყურე ე.წ. «ბაღჩა» ლურჯი დიდი თვლითა და გარშემო თვლებით; ოქროსფერი საყურე თვლებით; ოქროსფერი საყურე ე.წ. «ბაღჩა» ლურჯი თვლითა და გარშემო თვლებით; ოქროსფერი ბეჭედი, მწვანე თვლითა და ორი ცალი ოთხკუთხედი საყურით; ოქროსფერი საყურე ფოთლის ფორმის თვლებით; ოქროსფერი საყურე; ოქროსფერი საყურე ე.წ. «ბაღჩა»; ოქროსფერი საყურე რომბის ფორმის, თვლებით; ოქროსფერი საყურე ფოთლის ფორმის თვლებით; საყურე მოწითალო თვლით; ოქროსფერი საყურე ყვავილის ფორმის თეთრი თვლებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს „საქართველოს ბანკს“.
ნივთმტკიცებები _ გლდანის სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ ტერიტორიაზე არსებული ლომბარდ „ალმასიდან“ ამოღებული 6 ოქროსფერი ბეჭედი და 5 ძეწკვი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ა. დოლიძის ოჯახის წევრებს; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 22 ერთეული მასრა, 8 ლითონის საგანი, ავტომანქანა „ფოლკსვაგენიდან“ ამოღებული ორი ლითონის საგანი, შემთხვევის ადგილზე არსებული ლაქებიდან აღებული სისხლის ნიმუშები, დაზარალებულ გ. ბირთველიშვილის სხეულიდან ამოღებული ლითონის საგანი, ავტომანქანა „ოპელ ასტრას“ დათვალიერებისას ამოღებული ნიღბები, რეზინის ხელთათმანები და თითის კვლები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; გ. ნ-ის ტანსაცმელი – შავი შარვალი ქამრით; ღია ფერის პერანგი; შავი ფეხსაცმელი; შავი წინდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ _ გ. ნ-ს.; ზ. მ-ას ტანსაცმელი _ შავი ფეხსაცმელი და ერთი წყვილი წინდა; შავი შარვალი ქამრით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს _ მ. მ-ს; გ. ბ-ის ტანსაცმელი _ შავი შარვალი ქამრით; ლურჯი პერანგი; შავი ფეხსაცმელი და შავი წინდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ _ გ. ბ-ს; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სამი მჭიდი 87 ვაზნით, ავტომანქანა „ოპელ ასტრას“ დათვალიერების დროს ამოღებული სამი ხელყუმბარა, ერთი ავტომატი ¹........, 18 ვაზნით; ავტომანქანა „დაიჰაცუდან“ სახ. ¹.......... ამოღებული ორი ავტომატი ¹...., გფ ....... მჭიდებითა და 36 ვაზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს; საქმეზე 5 პაკეტად დართული ვიდეოფირები, «საქართველოს ბანკის» ვიდეოთვალიდან ამოღებული DVD დისკი, უნდა შეინახოს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, მსჯავრდებულ მ. ტ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჩ-ის, მსჯავრდებულ ა. დ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. ჯ-სა და ა. ხ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ტ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჩ-ის, მსჯავრდებულ ა. დ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. ჯ-სა და ა. ხ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.