საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.10.2011
საქმის ნომერი
2კ-444აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.10.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე ¹444აპ-11 ქ. თბილისი

6 ოქტომბერი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულების _ ლ. ა-ს, ბ. ბ-ს, გ. ც-ს, დ. ს-ს, დ. ო-სა და ა. ბ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის განაჩენით:

ლ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც უნდა ჩაირიცხოს სს „ლიბერთი ბანკის“ სადეპოზიტო ანგარიშზე, ბანკის კოდი: ..., ანგარიშის ..., კახეთის სააღსრულებო ბიურო. ლ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 ნოემბრიდან.

ბ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც უნდა ჩაირიცხოს სს „ლიბერთი ბანკის“ სადეპოზიტო ანგარიშზე, ბანკის კოდი: ..., ანგარიშის ¹..., კახეთის სააღსრულებო ბიურო. ბ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 ნოემბრიდან.

ზ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც უნდა ჩაირიცხოს სს „ლიბერთი ბანკის“ სადეპოზიტო ანგარიშზე, ბანკის კოდი: ..., ანგარიშის ¹..., კახეთის სააღსრულებო ბიურო. ზ. ჯ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 ნოემბრიდან.

დ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც უნდა ჩაირიცხოს სს „ლიბერთი ბანკის“ სადეპოზიტო ანგარიშზე, ბანკის კოდი: ..., ანგარიშის ¹..., კახეთის სააღსრულებო ბიურო. დ. ო-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 ნოემბრიდან.

დ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც უნდა ჩაირიცხოს სს „ლიბერთი ბანკის“ სადეპოზიტო ანგარიშზე, ბანკის კოდი: ..., ანგარიშის ¹..., კახეთის სააღსრულებო ბიურო. დ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 16 ნოემბრიდან.

გ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც უნდა ჩაირიცხოს სს „ლიბერთი ბანკის“ სადეპოზიტო ანგარიშზე, ბანკის კოდი: ..., ანგარიშის ¹..., კახეთის სააღსრულებო ბიურო. გ. ც-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 19 ნოემბრიდან.

ა. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 ნოემბრიდან.

ყადაღა უნდა მოეხსნას ბ. ბ-ს (...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს: 1) ქ. ..., ... ¹...-ში, თანახმად საჯარო რეესტრის ამონაწერის ¹...- საკადასტრო კოდით ¹...; 2) ... კარში 1000.00 კვ.მ. ფართობს თანახმად საჯარო რეესტრის ამონაწერისა _ ¹... საკადასტრო კოდით _ ¹...; 3) ქ. ..., ... დასახლება ... კორპუსის ...-ე ბინას, თანახმად საჯარო რეესტრის ამონაწერისა _ ¹...; 4) ბ. ბ-ს საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას „NIშშAN XთEღღA“, სახელმწიფო ¹...; 5) ლ. ა-ს (პ/ნ ¹...) საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას „MEღჩEDEშ-BENძ“, სახ.¹...; 6) დ. ს-ს (პ/ნ ¹...) საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას „VAძ-21099“, სახ.¹...; 7) გ. ც-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებს _ „თOYOთA HILUX“, სახ.¹... და BMჭ-520 მარკის ავტომანქანას, სახ.¹....

ნივთმტკიცება _ საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში არსებული სამი ჩD უნდა დაერთოს სისხლის სამართლის ¹1-1/2011 წინასწარი გამოძიების ¹... საქმეს, შენახვის ვადით; 2 პატარა ზომის სატუმბი აპარატი, რომელიც ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს განკარგვის მიზნით; ,,ფორდ-ტრანზიტის” მარკის სატვირთო მანქანა, სახ.¹..., რომელიც ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საგანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა ჩამოერთვას მესაკუთრეს და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ გადაეცეს ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს განკარგვის მიზნით; სპორტულ-სანადირო დანიშნულების, მცირეკალიბრიანი „ტოზ-8მ“ მოდელის ¹5119 შაშხანა და სანადირო დანიშნულების, გლუვლულიანი, 12-კალიბრიანი ე.წ. „პომპიანი“ თოფი ¹... თავისივე ვაზნებით, რომელიც ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, როგორც დანაშაულის იარაღი და დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული შტაბის შეიარაღების განყოფილებას.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულების _ ლ. ა-ს, ბ. ბ-ს, დ. ო-სა და გ. ც-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მსჯავრდებულ დ. ს-სათვის _ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო მსჯავრდებულ ა. ბ-სათვის _ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების _ ლ. ა-ს, ბ. ბ-ს, გ. ც-ს, დ. ს-ს, დ. ო-სა და ა. ბ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.