საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 29.09.2005
საქმის ნომერი
2კ-258აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.09.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 258-აპ 29 სექტემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე და მომხსენებელი),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა ადვოკატების _ ი. ნ-სა და ზ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მაისის განაჩენზე ს. და ვ. დ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 მაისის განაჩენით ს. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 12 წელი 1 თვე და 20 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლით, 1 თვითა და 20 დღით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.H

ამავე განაჩენითHვ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი, 1 თვე და 20 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, 1 თვითა და 20 დღით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.H

ე. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი, 9 თვე და 7 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 9 თვითა და 7 დღით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.H

განაჩენით ს. და ვ. დ-ებს და ე. გ-ს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ მათ ჩაიდინეს პატიმრობის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 1996წ. 24 ივნისს ს. დრობიშევი გასამართლებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-6, მე-7, მე-9 ნაწილებით; 17,105-ე მუხლით; 117-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით; 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით; 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის I,II,V პუნქტებით; 236-ე მუხლითა და 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა _ სიკვდილით დასჯა. 1997წ. 25 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე მას შეეცვალა სასჯელი და შეეფარდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, პირველი 5 წლის თბილისის ¹1 საპყრობილეში მოხდით. 2002წ. 5 ოქტომბრამდე ს. დ. არაერთხელ იქნა ეტაპირებული საგარეჯოს ¹3 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო რეჟიმის არაერთგზის დარღვევისათვის, საგარეჯოს რაიონული სასამართლოს შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, იგი მოთავსებულ იქნა თბილისის ¹1 საპყრობილეში.

2002წ. 5 ოქტომბერს ს. დ. გადაიყვანეს საგარეჯოს ¹3 მკაცრი რეჯიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საიდანაც 2002წ. 26 ოქტომბერს ეტაპირებულ იქნა ქსნის ¹7 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იგი შეასახლეს სამეურნეო მომსახურების მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ბარაკში, სადაც მასთან ერთად ცხოვრობდა 23 პატიმარი, მათ შორის მისი ძმა ვ. დ. და ბრიგადირი ე. გ .

1996წ. 24 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაასამართლა ს.დრობიშევის ძმა, ვ.დ. საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7 ნაწილებით, 117-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის I, II, V პუნქტებითა და 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, პირველი 5 წლის თბილისის ¹1 საპყრობილეში მოხდით. ვ. დ. 2000 წელს ეტაპირებულ იქნა რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საიდანაც რეჟიმის არაერთგზის დარღვევისათვის, ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, დააბრუნეს თბილისის ¹1 საპყრობილეში 2 წლის ვადით. 2002წ. 5 ოქტომბერს იგი ეტაპირებულ იქნა საგარეჯოს ¹3 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საიდანაც 2002წ. 26 ოქტომბერს გადაიყვანეს ქსნის ¹7 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და შეასახლეს სამეურნეო მომსახურების მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ბარაკში, სადაც მასთან ერთად ცხოვრობდა 23 პატიმარი, მათ შორის მისი ძმა ს.დ. და ბრიგადირი ე. გ , რომელიც 1996წ. სექტემბერში გაასამართლა გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მან სასჯელი მოიხადა რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მეორედ 1998წ. აგვისტოში იგი გაასამართლა სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელს იხდიდა ქსნის ¹ 7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საიდანაც გადაყვანილ იქნა ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 1 ოქტომბრის ¹1195 განკარგულებით მას მოუხდელი 4 თვე ეპატია და პატიმრობიდან გათავისუფლდა. მესამედ 2001წ. 12 დეკემბერს იგი გაასამართლა სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელს იხდიდა საგარეჯოს ¹3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2002წ. 26 ოქტომბერს ეტაპირებულ იქნა ქსნის ¹7 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ცხოვრობდა სამეურნეო მომსახურების მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ბარაკში. ამავე დროს იგი იყო ბარაკის ბრიგადირი და მასთან ერთად ცხოვრობდა 23 მსჯავრდებული, მათ შორის იყვნენ ძმები ს. და ვ. დ ნ. ს. დ-მ დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან თავის არიდების მიზნით განიზრახა ქსნის ¹7 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ამავე ბარაკში მცხოვრებ თავის ძმას ვ. დ-ს და ბრიგადირ ე. გ-ს, გაანდო თავისი განზრახვა და სთხოვა დახმარება გვირაბის გათხრაში, საიდანაც უნდა მოეხდინათ პატიმრობის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევა. მათი თანხმობის შემდეგ, 2002წ. დეკემბრის ბოლოს, კომენდანტის ოთახიდან აიღეს ბარი, რომელსაც გადასჭრეს ტარი, ასევე დაწესებულების ტერიტორიაზე შეაგროვეს სხვადასხვა საჭირო ნივთი და ჯგუფურად გაქცევის მიზნით შეუდგნენ გვირაბის გათხრას. თავიანთი საცხოვრებელი ბარაკის კართან, სადაც იდგა ე. გ-ს საწოლი. ისინი გვირაბს თხრიდნენ ღამის საათებში, რა დროსაც მაგნიტოფონი ჩართული ჰქონდათ ხმამაღლა, რომ არ მიექციათ სხვა პატიმართა ყურადღება. წინასწარ მომზადებული ნიჩბით გვირაბს თხრიდა ს. დ , ხოლო ვ. დ-ს და ე. გ-ს ტომრებით ამოჰქონდათ მიწა და ყრიდნენ იქვე არსებულ ნაგავსაყრელ ბუნკერში. გვირაბში ჩასასვლელი სხვა პატიმრებისათვის შესამჩნევი რომ არ ყოფილიყო, ს. დ-მ ბეტონისაგან გააკეთა სპეციალური სახურავი და დღის საათებში აფარებდა მას. მათ გათხარეს 2 მეტრი სიღრმის, 3 მეტრი სიგრძისა და 0,5 მეტრი დიამეტრის გვირაბი. 2003წ. 7 მარტს ქსნის ¹7 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამეურნეო მომსახურების მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ბარაკში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად თანამშრომლებმა აღმოაჩინეს აღნიშნული გვირაბი და მის ჩასასვლელში დააკავეს ს. და ვ. დ-ები, რითაც დროულად აღკვეთეს დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევა.

ადვოკატები _ ი.ნ. და ზ.გ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მაისის განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს ს. და ვ. დ-ებისა და ე. გ-ს მიერ სსკ-ის მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მოკვლევისა და საქმის წინასწარი გამოძიებისას დაშვებული საპროცესო დარღვევების, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შედგენის პროცესუალური წესის დარღვევის, ასევე ნივთმტკიცების ამოღებისა და შენახვის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო მტკიცებულების დაუშვებელად ცნობისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების თაობაზე. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე ვერ უთითებს საპროცესო ნორმის ისეთ არსებით დარღვევაზე, რაც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველი გახდებოდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხულმა ქსნის ¹7 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა ს.ჭ-მ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ ჩხრეკის დროს, ე.გ-ს საწოლის გადაადგილებისას, გამოჩნდა მიწისწვეშა ხვრელი, რომელშიც ჩასული იყვნენ ძმები დრობიშევები ისინი ამოიყვანეს და გადაიყვანეს “კრიტში”, მათი ტანსაცმელი დალუქეს, ამოიღეს სხვადასხვა ნივთი და თვით მსჯავრდებულებისაგან გაიგეს, რომ გაქცევას აპირებდნენ. ანალოგიური დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ქსნის ¹7 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსმა კონტროლიორმა ზ.ს-მ, ტუბდაწესებულების სარეჟიმო განყოფილების უფროსმა ა.თ-მ, რაც საქმეზე შეკრებილ სხვა ნივთიერ მტიცებულებებთან და სასამართლო ნიადაგმცოდნეობის 2003წ. 8 მაისის ¹463\10 დასკვნასთან ერთად ადასტურებს, რომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები სწორად დადგინდა და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ვ. და ს. დ-ს პოზიციას თავის მართლების ნაწილში, როგორც მოკვლევის, ისე საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზე და შემდგომ სასამართლოში განხილვისას სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის, მომკვლევის, გამომძიებლისა და სასამართლო სხდომაში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებლის მხარიდან აშკარა მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის თაობაზე: თუ მსჯავრდებულები საკუთარ თავზე აიღებდნენ სხვა პირების მიერ ჩადენილ დანაშაულს და დაიბრალებდნენ მიწისქვეშა გვირაბის გათხრას, დაწესებულების ადმინისტრაცია მათ მიმართ გამოიყენებდა სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის შეცვლის ღონისძიებას, რაც მათ საშუალებას მისცემდა, თავი დაეღწიათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლის, ჩაგვრისა და შევიწროებისაგან ან სასამართლო შეუფარდებდა მინიმალურ სასჯელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მსჯავრდებულებისათვის შერაცხული ბრალდება მთლიანად დადასტურებულად მიაჩნია. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ დანაშაულებრივი ქმედება მცდელობის სტადიაზეა, მსჯავრდებულებს არა აქვთ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მსჯავრდებულ ს.დ-ს ჰყავს მეუღლე, შვილი და მიზანშეწონილად თვლის, რომ მათ 2005წ. 11 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის ზომა შეუმცირდეთ, კერძოდ:

ს. დ-ს საქართველოს სსკ-ის მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდეს სამი წლით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, მთლიანად უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 12 წელი, 1 თვე, 20 დღე და საბოლოოდ ს. დ-ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, 1 თვითა და 20 დღის ვადით მკაცრი რეჯიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ვ. დ-ს საქართველოს სსკ-ის მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდეს ორი წლით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, მთლიანად უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი, 1 თვე და 20 დღე და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, 1 თვითა და 20 დღის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ე. გ-ს საქართველოს სსკ-ის მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდეს ორი წლით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, მთლიანად უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი, 9 თვე და 7 დღე და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 9 თვითა და 7 დღის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 567-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ადვოკატების _ რ. ნ-სა და ზ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მაისის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:

ს. დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 12 წელი, 1 თვე, 20 დღე და საბოლოოდ ს. დ-ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, 1 თვითა და 20 დღის ვადით მკაცრი რეჯიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ვ. დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი, 1 თვე, 20 დღე და საბოლოოდ ვ. დ-ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, 1 თვითა და 20 დღის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ე. გ. ცნობილ იქნეს დამანაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი, 9 თვე, 7 დღე და საბოლოოდ ე. გ-ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 9 თვითა და 7 დღის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელ- აღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.