საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.07.2012
საქმის ნომერი
2კ-67აპ.-12
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.07.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე ¹67აპ-12 ქ. თბილისი

ხ-ი ვ.,-67აპ-12. 9 ივლისი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განაჩენით ვ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარი, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ ვ. ხ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 3 ნოემბრიდან. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 4000 ლარი.

ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და განესაზღვრათ: ჯ. ს-ეს, _ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა”, “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარი, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ ჯ. ს-ეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით და ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით; გ. ჭ-ეს _ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა”, “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარი, მე-19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარი, 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) _ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე გ. ჭ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 29 წლის ვადით და ჯარიმა _ 8000 ლარი; ა. გ-ს _ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა”, “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარი, 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით ა. გ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი, 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 4000 ლარი.

ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ზ. გ-ეს შორის, რომლის თანახმად, ზ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა”, “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 5000 ლარი, მე-19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა”, “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) _ 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ზ. გ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 1 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 5000 ლარი.

მსჯავრდებულ ა. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 3 ნოემბრიდან, ჯ. ს-ეს, ზ. გ-ესა და გ. ჭ-ეს _ 2010 წლის 22 ოქტომბრიდან, გ. ჭ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2007 წლის 24 ივლისიდან 2007 წლის 15 აგვისტომდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა: დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულებს _ ჯ. ს-ეს, გ. ჭ-ესა და ა. გ-ს შორის, რომლის თანახმად, ჯ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის “ა”, “ბ” და “დ” ქვეპუნქტებითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 5 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10000 ლარი; ა. გ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა”, “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით, 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 წელი, 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 6 თვე წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 20000 ლარი; გ. ჭ-ეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა”, “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით, მე-19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით, 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სსკ-ის 59-ე მუხლისა და 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წელი, 11 თვე, 9 დღე, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე და 67-ე მუხლების თანახმად, შეეცვალა პირობითი მსჯავრით 5 წლის, 11 თვისა და 9 დღის ვადით; გ. ჭ-ეს საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და ჯარიმა _ 20000 ლარი.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ვ. ხ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის…მე-19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებითა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე დ. სულაქველიძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე