განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№3461-13 8 მარტი, 2013 წელი
ჭ-ე რ 3461-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - ლ. ც-ს
ადვოკატ - ა. დ-ს
მსჯავრდებულ - რ. ჭ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ჭ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 მარტის განაჩენით რ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” და ,,დ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით; სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ რ. ჭ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში. რ. ჭ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 13 ოქტომბრიდან.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განაჩენით შეტანილ იქნა ცვლილება სასჯელის ნაწილში, კერძოდ, რ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,დ’’ ქვეპუნქტებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით; სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ რ. ჭ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 დეკემბრის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
რ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წელი, 9 თვე და 14 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით, 9 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა. მან დანიშნული სასჯელიდან სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 6 წელი, 9 თვე და 14 დღე უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. რ. ჭ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2011 წლის 29 დეკემბრიდან.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. ჭ-ს მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ჭ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებული რ. ჭ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან.
მსჯავრდებულ რ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ რ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც სსკ-ის 63-64-ე მუხლებით ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, პირობით 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 9 თვით თავისუფლების აღკვეთას, პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 4 წელი და 14 დღე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით, 9 თვითა და 14დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელიდან 4 წლითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, დარჩენილი ნაწილი - 9 თვე, პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 29 დეკემბრიდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ჭ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული (სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული რ. ჭ-ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
მსჯავრდებულ რ. ჭ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,დ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 8 წელსა და 3 თვეს.
მსჯავრდებულ რ. ჭ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და შეადგენს 9 თვეს.
საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - უნდა დაემატოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის - 8 წლისა და 3 თვის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 1 თვე და 14 დღე და საბოლოოდ მსჯავრდებულ რ. ჭ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 2 წლით, 10 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 14 დღე უნდა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 9 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2011 წლის 29 დეკემბრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. ჭ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული რ. ჭ-ე გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ რ. ჭ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,დ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 8 წელსა და 3 თვეს.
მსჯავრდებულ რ. ჭ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და შეადგენს 9 თვეს.
საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის - 8 წლისა და 3 თვის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 1 თვე, 14 დღე და საბოლოოდ მსჯავრდებულ რ. ჭ-ს მოსახდელად განესაზღვროს 2 წლით, 10 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 14 დღე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 9 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2011 წლის 29 დეკემბრიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
თ. თოდრია