განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 22.03.2013
საქმის ნომერი
2კ-743-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№7431-13 22 მარტი, 2013 წელი

რ-ე ა 7431-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - გ. შ-ს

ადვოკატ - კ. კ-ს

მსჯავრდებულ - ა. რ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. რ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 9 ივნისის განაჩენით ა. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით, ხოლო მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 224-ე მუხლით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის „გ“, „ლ“ პუნქტებით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“, „ლ“ პუნქტებით დანიშნულ სასჯელს დაემატა: საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 224-ე მუხლით დანიშნული სასჯელიდან - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამ სასჯელმა შთანთქა 273-ე მუხლითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელი და ა. რ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში გატარებული 2 წელი, 9 თვე და 10 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 22 წელი, 2 თვე და 5 დღე, საიდანაც პირველი 5 წელი უნდა მოიხადოს საერთო რეჟიმის საპყრობილეში, ხოლო დანარჩენი - 17 წელი, 2 თვე და 5 დღე - მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ ა. რ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლითა და 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით წარდგენილი ბრალდება, ხოლო ამ ნაწილში განაჩენი გაუქმდა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

მსჯავრდებულ ა. რ-ს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 22 წლის, 2 თვისა და 5 დღის ვადით - შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ა. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით დანიშნული - 20 წლით თავისუფლების აღკვეთიდან სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 16 წელი, 6 თვე და 6 დღე და ა. რ-ს საბოლოოდ მოსახდელად შეეფარდა 19 წლით, 6 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანიდან – 2007 წლის 3 დეკემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის დადგენილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენით ა. რ-ს მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 19 წლით, 6 თვითა და 6 დღით - დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი ა. რ-ს მიმართ არ იქნა გამოყენებული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. რ-ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენი ა. რ-ს მიმართ დარჩა უცვლელად, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 12 იანვრის განჩინება შეიცვალა, კერძოდ:

ა. რ-ს ქმედება სსკ-ის 109-ე მუხლის ,,გ“ პუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (2010 წლის 16 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და ამ მუხლით ა. რ-ს განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და ა. რ-ს საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის, 6 თვისა და 6 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 3 დეკემბრიდან.

2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №18 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. რ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. რ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

ა. რ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 მაისის განჩინებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის, 9 თვისა და 6 დღის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. რ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

ამდენად, მსჯავრდებული ა. რ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).

ამდენად, მსჯავრდებული ა. რ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

მსჯავრდებულ ა. რ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 9 თვეს, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 10 წელსა და 6 თვეს, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს. ამ განჩინებით მას უნდა შეეფარდოს 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მან 2000 წლის 10 მარტიდან 2001 წლის 18 ნოემბრამდე - გაქცევის დღემდე მოიხადა 1 წელი, 8 თვე და 8 დღე, ხოლო მოსახდელად დარჩა 11 წელი და 22 დღე, რომლის ათვლა დაეწყო 2003 წლის 24 აპრილიდან. მსჯავრდებულმა ა. რ-მ 2003 წლის 24 აპრილიდან 2007 წლის 3 დეკემბრამდე - მეორე განაჩენის მიღების დღემდე მოიხადა 4 წელი, 7 თვე და 9 დღე, ხოლო მოსახდელად დარჩა 6 წელი, 5 თვე და 13 დღე.

მსჯავრდებულ ა. რ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - მოუხდელი ნაწილი - 6 წელი, 5 თვე და 13 დღე და საბოლოოდ მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 8 წლით, 8 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2007 წლის 3 დეკემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. რ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მსჯავრდებული ა. რ-ე გათავისუფლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ა. რ-ე გათავისუფლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. რ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 9 თვეს, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 10 წელსა და 6 თვეს, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელსა და 6 თვეს. ამ განჩინებით მას შეეფარდოს 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ა. რ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს, რასაც დაემატოს წინა განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წელი, 5 თვე და 13 დღე და საბოლოოდ ა. რ-ს მოსახდელად განესაზღვროს 8 წლით, 8 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2007 წლის 3 დეკემბრიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე