განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 02.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1018-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№10181-13 2 აპრილი, 2013 წელი

ხ-ი ბ.- 1018-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ზ. წ-ას

მსჯავრდებულ _ ბ. ხ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. ხ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 აპრილის განაჩენით ბ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით; სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით; სსკ-ის 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ბ. ხ-ს სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 5 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბ. ხ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.

ბ. ხ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 12 დეკემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 სექტემბრის განაჩენით ბ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი და საბოლოოდ ბ. ხ-ს განესაზღვრა –11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ხ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 25 ივნისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 იანვრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის გამოყენებით, მსჯავრდებული ბ. ხ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 187–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის –1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

საბოლოოდ მსჯავრდებულ ბ. ხ-ს მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 წელი – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის განაჩენით ბ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 აპრილის განაჩენით ბ. ხ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და დანიშნულ სასჯელს, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი და საბოლოოდ ბ. ხ-ს სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 25 ივნისიდან.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ბ. ხ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ბ. ხ-ის მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ კანინი.

მსჯავრდებული ბ. ხ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 171–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ბ. ხ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 4 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ბ. ხ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 6 წელი და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ ბ. ხ-ს მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 25 ივნისიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. ხ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის განაჩენის დადგენისას 1 წელი უკვე მოხდილი ჰქონდა, ითხოვა ამნისტიის აქტის სწორად გავრცელება და სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3, მე-16, მე-17 მუხლებით, მაგრამ მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ უკვე მოხდილი სასჯელი, რის გამოც საბოლოო სასჯელი არასწორად დაიანგარიშა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ:

რადგან მსჯავრდებულ ბ. ხ-ს საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული 3 წლით თავისუფლების აღკვეთისგან 1 წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, დარჩენილი 2 წელი უნდა დაემატოს საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს – 4 წელს, 6 თვეს და ბ. ხ-ს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2008 წლის 25 ივნისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. ხ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ:

მსჯავრდებულ ბ. ხ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2008 წლის 25 ივნისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი