განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 19.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1401-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№14011-13 19 აპრილი, 2013 წელი

შ-ე ნ.- 14011-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ დ. ბ-ის

მსჯავრდებულ _ ნ. შ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. შ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003 წლის 5 მარტის განაჩენით ნ. შ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის III ნაწილით _ 7 წლით (1960 წლის რედაქცია), 109-ე მუხლის ,,ზ”, ,,ი”, ,,ლ” პუნქტებით _ 20 წლით, 177-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით _ 5 წლით, ამავე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით – 8 წლით, 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ,,დ” ქვეპუნქტებით _ 13 წლით, 18, 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით _ 7 წლით, 236-ე მუხლის I ნაწილით _2 წლით, იმავე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით, იმავე მუხლის III ნაწილით _ 6 წლით, 143-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,გ” ,,ზ” ქვეპუნქტებით - 7 წლით, 25, 143-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ”, ,,ე” ქვეპუნქტებით - 5 წლით, 181-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით, ამავე მუხლის II ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით _ 5 წლით, 260-ე მუხლის I ნაწილით _ 3 წლით, 265-ე მუხლის II ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით _ 4 წლით, 151-ე მუხლით _ ტუსაღობა 3 თვით, 127-ე მუხლით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ნაწილობრივი შეკრების წესით, ნ. შ-ეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). იგი სასჯელს იხდის 2001 წლის 19 მაისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 15 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. შ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “გ" და ამავე მუხლის III ნაწილის “გ" ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “ა" და ამავე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებზე; საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტზე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 18, 179-ე მუხლის II ნაწილის “ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 18, 179-ე მუხლის II ნაწილის “ბ" ქვეპუნქტზე.

ნ. შ-ეს სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელის ნაწილში, დარჩა უცვლელად.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით, „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის გამოყენებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 5 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს გამოაკლდა 3 თვე და საბოლოოდ, ნ. შ-ეს სასჯელად განესაზღვრა 17 წლით, 2 თვით და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით, „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის გამოყენებით, ნ. შ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 5 მარტის განაჩენით სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 16 წლით, 1 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. შ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გავრცელება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით ნ. შ-ე სრულად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 127-ე მუხლით, 151-ე მუხლით, 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელებისაგან;

მასვე გაუნახევრდა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 9 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ–ის 150–ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ–ის 181–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ–ის 265–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ–ის 25,143–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 11 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ–ის 143–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლით, 3 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლით, 5 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 109-ე მუხლის „ზ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლით, 9 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. შ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლით, 3 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. შ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2001 წლის 19 მაისიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების თაობაზე ნ. შ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ, რადგან ამნისტიის აქტის საფუძველზე სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდა, ითხოვა ამ მუხლით განსაზღვრული სასჯელის ამორიცხვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3, მე-6, მე-7, მე-8, მე-12, მე-16, მე-17, მე-18 მუხლებით და მსჯავრდებულ ნ. შ-ეს კანონიერად – ერთნაირად და პროპორციულად შეუმცირა დანიშნული სასჯელები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დანიშნულ სასჯელს ზედმეტად დაუმატა ამნისტიის აქტის საფუძველზე გათავისუფლებული სსკ-ის 181-ე მუხლით დანიშნული სასჯელი, არასწორად განუსაზღვრა საბოლოო სასჯელიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

მსჯავრდებულ ნ. შ-ეს განჩინებიდან უნდა ამოერიცხოს მითითება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ¼-ით შემცირების შესახებ, როგორც ზედმეტად წარდგენილი და საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. შ-ეს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2001 წლის 19 მაისიდან.

განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. შ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

მსჯავრდებულ ნ. შ-ეს განჩინებიდან ამოერიცხოს მითითება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ¼-ით შემცირების შესახებ, როგორც ზედმეტად წარდგენილი და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. შ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2001 წლის 19 მაისიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი