დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 21.06.2013
საქმის ნომერი
2კ-1733-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.06.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№17331-13 21 ივნისი, 2013 წელი

კ-ე გ, 17331-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - გ. ყ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 აპრილის განაჩენით გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187–ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით, 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთია, 184–ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 303–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით; სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე, სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - 9 წელს სასჯელთა შეკრების პრინციპით, სსკ–ის 184–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული 2 წლით თავისუფლების აღკვეთიდან მიემატა ნაწილი - 1 წელი და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ამ სასჯელმა, როგორც უფრო მკაცრმა, შთანთქა სსკ–ის 187–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და გ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სასჯელს დაემატა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1998 წლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით, 7 თვით და 9 დღიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ განაჩენში, კერძოდ:

გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187–ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 184–ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 303–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, გ. კ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1998 წლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით, 7 თვით და 9 დღიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 28 ივნისის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა გ. კ-ს სასიკეთოდ, კერძოდ: სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი – 8 წელი შეუმცირდა 2 წლით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, მას შეეფარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წელი და სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით გ. კ-ს ქმედება სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 სექტემბრის განაჩენით გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, სსკ–ის მე–60 მუხლის საფუძველზე გ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 1 სექტემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 სექტემბრის განაჩენით გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 24,339–ე მუხლის პირველი ნაწილით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ–ის მე–60 მუხლის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 11 აპრილიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ივნისის განაჩენით ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლალად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 ნოემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონი გავრცელდა გ. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 187–ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ–ის 303–ე მუხლის პირველი ნაწილითა და 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნულ სასჯელებზე, თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი ათვლის ვადა დარჩა უცვლელად.

2013 წლის 17 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. კ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი და საბოლოოდ, გ. კ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 11 აპრილიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. კ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

საქმის მასალების მიხედვით, გ. კ-ე ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, ამასთან, მართალია, იგი გასამართლებულია ასევე ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის, მაგრამ არის ადრე ნასამართლევი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 8 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია; ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოში არ შესულა დაზარალებულების -ზ. ჭ-ე-ს-ა და ლ. ე-ს თანხმობა ან უარი, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ს მიმართ გამოყენებულ იქნეს ამნისტიის კანონი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. კ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი