საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 18.07.2013
საქმის ნომერი
110აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
18.07.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#110აგ-13 18 ივლისი, 2013 წელი

ს-ე ზ., 110აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ს-ის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 თებერვლის განაჩენით ზ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით – ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 17 წლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილების საფუძველზე ზ. ს-ეს საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი და 28 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 მაისიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე ზ. ს-ეს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი – ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, თუ გადახდილი არ არის; განაჩენი სხვა ნაწილში მის მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ს-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ზ. ს-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

2013 წლის 14 მაისს მსჯავრდებულმა ზ. ს-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კერძოდ: ზ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლისა და 9 თვის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ს-ემ.

2013 წლის 15 ივლისს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული ზ. ს-ე შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ ზ. ს-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე