საზედამხედველო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№784აგ-13 27 ნოემბერი, 2013 წელი
მ-ი კ, 784აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით კ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 379-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 78-ე მუხლით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6 ნაწილებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, საიდანაც 5 წელი უნდა მოიხადოს საპყრობილეში. კ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 6 აპრილიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 14 მარტის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 თებერვლის განაჩენით კ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 378–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ–ის მე–60 მუხლის თანახმად, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 28 იანვრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განაჩენით კ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 378–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის მე–60 მუხლის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და კ. მ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 28 იანვრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განაჩენით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ კ. მ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით (11.11.97 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2010 წლის 28 აპრილის რედაქცია) და კ. მ-ს აღნიშნული მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 28 იანვრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 19 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განაჩენში აღმოიფხვრა შემდეგი უზუსტობა:
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 აბზაცი უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად: მსჯავრდებულ კ. მ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით (11.11.97 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულ კ. მ-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼–ით და მოსახდელად განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 28 იანვრიდან.
2013 წლის 23 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა კ. მ-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ კ. მ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება.
მსჯავრდებული კ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ამდენად, მსჯავრდებულ კ. მ-ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) დანიშნულმა სასჯელმა - 14 წლით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას: სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 379-ე მუხლის პირველი ნაწილით, 78-ე მუხლით, 17,104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6 ნაწილებით დანიშნული სასჯელები, რის გამოც მას უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით შემცირდა და შეადგენს 10 წელსა და 6 თვეს. მან დანიშნული სასჯელიდან 2000 წლის 6 აპრილიდან 2003 წლის 10 სექტემბრამდე მოიხადა 3 წელი, 5 თვე და 4 დღე, ხოლო მოსახდელად დარჩა 7 წელი და 26 დღე.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 7 წლითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთას - უნდა დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განაჩენით 378–ე მუხლის პირველი ნაწილითა და 379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელი - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მსჯავრდებულ კ. მ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 9 წლით, 3 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2004 წლის 28 იანვრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ კ. მ-ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) დანიშნულმა სასჯელმა - 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას: სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 379-ე მუხლის პირველი ნაწილით, 78-ე მუხლით, 17,104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6 ნაწილებით დანიშნული სასჯელები, რის გამოც მას განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით შემცირდა და შეადგენს 10 (ათ) წელსა და 6 (ექვს) თვეს. მან დანიშნული სასჯელიდან 2000 წლის 6 აპრილიდან 2003 წლის 10 სექტემბრამდე მოიხადა 3 (სამი) წელი, 5 (ხუთი) თვე და 4 (ოთხი) დღე, ხოლო მოსახდელად დარჩა 7 (შვიდი) წელი და 26 (ოცდაექვსი) დღე.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 7 (შვიდი) წლითა და 26 (ოცდაექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განაჩენით 378–ე მუხლის პირველი ნაწილითა და 379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელი - 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მსჯავრდებულ კ. მ-ს მოსახდელად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით, 3 (სამი) თვითა და 26 (ოცდაექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2004 წლის 28 იანვრიდან.
მსჯავრდებული კ. მ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი