დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.01.2014
საქმის ნომერი
1314აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.01.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1314აგ-13 27 იანვარი, 2014 წელი

ძ-ი მ, 1314აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ძ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 6 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 5 აპრილის განაჩენით ჯ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტით და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1988 წლის 16 ნოემბრიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ჯ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მას მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად ახლად დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 15 წელი, 2 თვე და 6 დღე დაემატა ნაწილობრივ და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 16 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 11 სექტემბრიდან.

აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ ჯ. თ-ს მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით), გადაკვალიფიცირდა საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა 3 წლით და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 23 თებერვლის განჩინებით გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 5 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ჯ. თ-ს მიმართ შეიცვალა იმ მიმართებით, რომ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით), გადაკვალიფიცირდა საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით – შეუმცირდა 3 წლით და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით, რომლის მოუხდელი ნაწილი – 15 წელი, 2 თვე და 6 დღე ნაწილობრივ დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, რის გამოც მას საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის, 8 თვისა და 6 დღის ვადით“. სხვა ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ივლისის განჩინებით გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი აბზაცის მეორე წინადადებაში ჩაიწერა: «და ჯ. თ-ს საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლისა და 8 თვის ვადით».

განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცის მეორე წინადადებაში ჩაიწერა: «საიდანაც 1998 წლის 16 ნოემბრიდან 2004 წლის 12 ოქტომბრამდე მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა _ 5 წელი, 10 თვე და 25 დღე - მას უნდა ჩაეთვალოს მოხდილად, ხოლო აღნიშნული სასჯელიდან მოსახდელად დარჩენილი ვადა - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, 1 თვითა და 5 დღით - ნაწილობრივ უნდა დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ბოლო დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთას, რის შედეგადაც ჯ. თ-ს საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლისა და 7 თვის ვადით, რომლის მოხდის ათვლა მას უნდა დაეწყოს 2004 წლის 12 ოქტომბრიდან».

განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მესამე აბზაცში ჩაიწერა: «საიდანაც 1998 წლის 16 ნოემბრიდან 2004 წლის 12 ოქტომბრამდე მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა _ 5 წელი, 10 თვე და 25 დღე _ ჩაეთვალა მოხდილად, ხოლო აღნიშნული სასჯელიდან მოსახდელად დარჩენილი ვადა _ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, 1 თვითა და 5 დღით _ ნაწილობრივ დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ბოლო დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, რის შედეგადაც ჯ. თ-ს საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლისა და 7 თვის ვადით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2004 წლის 12 ოქტომბრიდან.» განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. თ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ჯ. თ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მისჯილი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ჯ. თ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 10 წელი და 7 თვე და განესაზღვრა 7 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.

დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ჯ. თ-ს განესაზღვრა 9 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნულ განჩინებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ჯ. თ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 12 წელსა და 9 თვეს.

მსჯავრდებულ ჯ. თ-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 9 თვეს, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელს, 10 თვესა და 15 დღეს. შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ამ განაჩენით მას მოსახდელად დარჩა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წელი, 10 თვე და 14 დღე და მსჯავრდებულ ჯ. თ-ს მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით, 8 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 12 ოქტომბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 28 მაისის განაჩენით ზ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის მეექვსე პუნქტით და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 27 იანვრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 10 ნოემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ ზ. დ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ზ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 378–ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 379–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის მე–60 მუხლის შესაბამისად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 14 წელი, 4 თვე და 17 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 10 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 28 მაისის განაჩენი ზ. დ-ს მიმართ, დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ზ. დ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 28 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. დ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ზ. დ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 28 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის მეექვსე პუნქტით დანიშნული სასჯელი, რომელიც დამატებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, საიდანაც მას მოხდილი აქვს 5 წელი, 7 თვე და 13 დღე ბოლო განაჩენის დადგენამდე.

ზ. დ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. დ-ს განაჩენთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით, 2 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 11 სექტემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 5 ივნისის განაჩენით მ. ძ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით – 12 წლით, ხოლო 2092-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ სასჯელთა შთანთქმის პრინციპით მ. ძ-ს განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1995 წლის 5 ივნისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით მ. ძ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის „გ“, „თ“, „ლ“, „ო“ პუნქტებით – 14 წლით, 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით, ხოლო მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმის პრინციპით მ. ძ-ს განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2002 წლის 29 ოქტომბრიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მ. ძ-ს საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლით, ხოლო 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმით მას განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 16 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2003 წლის 13 სექტემბრიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ძ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ძ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 5 ივნისის, 2002 წლის 29 ოქტომბრისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნულ განჩინებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ძ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 5 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ძ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მიესაჯა 11 წლით, 1 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ძ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 11 წლით, 1 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადაც აეთვალა 2003 წლის 13 სექტემბრიდან. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობებით მიმართეს მსჯავრდებულებმა - ჯ. თ-მ, მ. ძ-ა და ზ. დ-ა, რომლებმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვეს განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ–ის 59–ე მუხლით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 6 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულების - ჯ. თ-ს, მ. ძ-ა და ზ. დ-ს შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი ჯ. თ-ს, მ. ძ-ა და ზ. დ-ს მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება ზ. დ-ს მიმართ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისისა და 2013 წლის 5 აპრილის განჩინება ჯ. თ-ს მიმართ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინება მ. ძ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 6 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ძ-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ძ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ძ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 6 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი