დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.02.2014
საქმის ნომერი
1373აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
06.02.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1373აგ-13 6 თებერვალი, 2014 წელი

კ-ა ა 373აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის განაჩენით ა.კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, იმავე მუხლის მე–2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, იმავე მუხლის მე–3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სსკ–ის 2000 წლის რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, 1431–ე მუხლის მე–2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, 252–ე მუხლის მე–2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, 104–ე მუხლის პირველი და მე–7 პუნქტებით (სსკ–ის 1960 წლის რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 18 წლით. სსკ–ის მე–40 მუხლისა (სსკ–ის 1960 წლის რედაქცია) და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილების (სსკ–ის 2000 წლის რედაქცია) საფუძველზე ნაწილობრივ შეიკრიბა ზემოთ აღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, ერთობლივად, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით; აქედან სასჯელის პირველი 3 წლის მოხდა განესაზღვრა საპყრობილეში, ხოლო დანარჩენი - მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ა. კ-ა აყვანილ იქნა პატიმრობაში განაჩენის გამოცხადებისთანავე. მას ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული დრო– 2000 წლის 9 ივნისიდან 2002 წლის 26 აგვისტომდე და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 22 მარტის განაჩენი ა. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 1431–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში, რომლითაც მას შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, დარჩა უცვლელად. სხვა ნაწილში განაჩენი გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცა ფოთის საქალაქო სასამართლოს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის განაჩენით:

ა. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის გასაღების მიზნის გარეშე და უკანონო გასაღების ფაქტზე განმეორებით წარდგენილ ბრალდებებში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ა. კ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებსა (2000 წლის რედაქცია) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).

ა. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წელს მოქმედი რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით (2000 წელს მოქმედი რედაქცია) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ (2000 წელს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით (სსკ-ის 1960 წლის რედაქცია) _ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სსკ-ის 50-ე მუხლის მეოთხე პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი განისაზღვრა 25 წლით, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მთლიანად მიემატა ა. კ-ა და სხვათა ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი, 9 თვე და 13 დღე. საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ა. კ-ს საბოლოოდ, ერთობლივად, მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2000 წლის 9 ივნისიდან 2002 წლის 26 აგვისტომდე და სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ივნისის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის განაჩენი ა. კ-ს მიმართ დარჩა უცვლელად, კერძოდ:

ა. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის გასაღების მიზნის გარეშე და უკანონო გასაღების ფაქტზე განმეორებით წარდგენილ ბრალდებებში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ა. კ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებსა (2000 წლის რედაქცია) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).

ა. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წელს მოქმედი რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით (2000 წელს მოქმედი რედაქცია) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამჟამად მოქმედი რედაქცია), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ (2000 წელს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით (სსკ-ის 1960 წლის რედაქცია) _ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სსკ-ის 50-ე მუხლის მეოთხე პუნქტის მიხედვით, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი განისაზღვრა 25 წლით, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მთლიანად მიემატა ა. კ-ა და სხვათა ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი, 9 თვე და 13 დღე. საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ა. კ-ს საბოლოოდ, ერთობლივად, მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 თებერვლიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ა. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ა. კ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-12, მე-16 მუხლების თანახმად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტების (2000 წელს მოქმედი სსკ–ის რედაქცია), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (ამჟამად მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 104-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებისა (სსკ–ის 1960 წლის რედაქცია) და 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით, 7 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. ა. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 თებერვლიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ა. კ-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ივნისის განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის განჩინებით განსაზღვრულ სასჯელში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ა. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით (სსკ–ის 1960 წლის რედაქცია) დანიშნულმა და ამნისტიის აქტით შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 5 წლით, 5 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთამ, სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქა სსკ–ის 236–ე მუხლის მესამე ნაწილით, 179–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 1431–ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელები და საბოლოოდ მას განესაზღვრა 5 წლით, 5 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 თებერვლიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ივნისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ა. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული მუხლით და ა. კ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოიყენა სასჯელთა შთანთქმის წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა, რომლის კიდევ უფრო შემცირების საფუძველი არ არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი