საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 17.03.2016
საქმის ნომერი
2კ-550აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.03.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №550აპ-15 ქ. თბილისი

ჩ-ი ლ, 550აპ-15 17 მარტი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს, მსჯავრდებულ დ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ-ს, მსჯავრდებულ ლ. ჩ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს, მსჯავრდებულ ა. უ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს, მსჯავრდებულ გ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ს, მსჯავრდებულ ვ. ბ-ს, მსჯავრდებულ თ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - კ. ბ-ა და ლ. ხ-ს, მსჯავრდებულ გ. ქ-ს, მსჯავრდებულ დ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: თ. კ-ა არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს, მოქმედებს მათ მიერ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად და იჩენს აქტიურობას ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად; გ. ქ-ა არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს, მოქმედებს მათ მიერ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად და იჩენს აქტიურობას მისი მიზნების განსახორციელებლად. გ. ქ-მ დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’ - 0,034 გრამის ოდენობით, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა მარცხენა ფეხზე ჩაცმულ წინდაში, 2014 წლის 10 სექტემბრამდე. ვ. ბ-ა არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს, მოქმედებს მათ მიერ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად და იჩენს აქტიურობას მისი მიზნების განსახორციელებლად. ვ. ბ-მ დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’ - 0,0569 გრამის ოდენობით, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში, 2014 წლის 10 სექტემბრამდე. ლ. ჩ-ი არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს, მოქმედებს მათ მიერ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად და იჩენს აქტიურობას ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ლ. ჩ-ა დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’ - 0,035 გრამის ოდენობით, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში და ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა“ - 13,085 გრამის ოდენობით, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში მდგარი საწოლის ლეიბის ქვეშ, 2014 წლის 10 სექტემბრამდე. გ. კ-ა არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს, მოქმედებს მათ მიერ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად და იჩენს აქტიურობას ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. გ. კ-მ დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’ - 0,056 გრამის ოდენობით, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში, 2014 წლის 10 სექტემბრამდე. გ. ქ-ა არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს, მოქმედებს მათ მიერ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად და იჩენს აქტიურობას ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. გ. ქ-მ დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი _ ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, ,,АК-74’’ მოდელის, 5,45მმ. კალიბრიანი ,,კალაშნიკოვის’’ კონსტრუქციის ავტომატი, ნომერი FF8865 და 1974 წლის ნიმუშის, 5,45მმ. კალიბრიანი 20 ცალი ვაზნა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში, 2014 წლის 10 სექტემბრამდე. გ. გ-ა არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს, მოქმედებს მათ მიერ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად და იჩენს აქტიურობას ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. გ. გ-მ დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა’’ - 171,19 გრამის ოდენობით, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში მდგარი საწოლის ბალიშის ქვეშ და ლოგინის ქვეშ იატაკზე, 2014 წლის 10 სექტემბრამდე. მანვე დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა საბრძოლო მასალა, ,,РГД-5” ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარა ,,УЗРГМ’’ ტიპის ფალიით, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში მდგარი საწოლის ქვეშ, იატაკზე, 2014 წლის 10 სექტემბრამდე. გ. რ-ი არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს, მოქმედებს მათ მიერ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად და იჩენს აქტიურობას ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. გ. რ-ა დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა’’ - 15,105 გრამის ოდენობით, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა შარვლის წინა მარცხენა ჯიბეში 2014 წლის 10 სექტემბრამდე. მანვე დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი _ ,,B’’ მოდელის, 16 მმ. კალიბრიანი ორლულიანი გლუვლულიანი სანადირო თოფისაგან თვითნაკეთი წესით დამზადებული, ნომერწაშლილი, გადაჭრილი სანადირო თოფი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში მდგარი საწოლის ლეიბის ქვეშ, 2014 წლის 10 სექტემბრამდე. დ. ქ-ა არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს, მოქმედებს მათ მიერ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად, იჩენს აქტიურობას ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. დ. ქ-მ დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა’’ - 86,41 გრამის ოდენობით, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბეში 2014 წლის 10 სექტემბრამდე. ა. უ-ა არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს, მოქმედებს მათ მიერ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად და იჩენს აქტიურობას ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ა. უ-მ, დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა’’ - 15,18 გრამის ოდენობით, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა შარვლის მარჯვენა ჯიბეში, 2014 წლის 10 სექტემბრამდე. მანვე, დაუდგენელ დროს უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, 9 მმ. ნომინალური კალიბრიანი პისტოლეტი N44790, მოდელი ,,BORA’’ MOD. SK 200 და ერთი ცალი 9,22 მმ. კალიბრიანი ვაზნა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა შარვალსა და მასზე შემორტყმულ ქამარს შორის 2014 წლის 10 სექტემბრამდე. მანვე 2014 წლის 10 მარტს მის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის N..... ეროვნული პასპორტით გადაკვეთა ს-ო-თ-ს სახელმწიფო საზღვარი ,,ს-ს’’ საკონტროლო-გამტარი პუნქტის გავლით, საიდანაც იმავე წლის 21 მარტს ძმის _ რ. უ-ს ს-ს მოქალაქის N პირადობის მოწმობის გამოყენებით უკანონოდ გადმოკვეთა თ-ს სახელმწიფო საზღვარი ,,ს-ს’’ საკონტროლო-გამტარი პუნქტის გავლით.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის განაჩენით:

3. დ. ქ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

4. ა. უ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

5. გ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

6. გ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

7. გ. ქ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

8. გ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

9. გ. რ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

10. გ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

11. გ. გ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

12. გ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

13. ვ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

14. ლ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

15. თ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 11 სექტემბრიდან.

16. გ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

17. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

18. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის განაჩენი დ. ქ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ა. უ-ს - სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო გ. რ-ს - სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მათი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში და ამ ნაწილში მათ მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი, იმავე განაჩენში შევიდა სხვა ცვლილებები და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

19. დ. ქ-ა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

20. დ. ქ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).

21. დ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

22. დ. ქ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად უნდა ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 10 სექტემბრიდან 2015 წლის 27 მაისის ჩათვლით. იგი დაპატიმრებისთანავე მოთავსებულ უნდა იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან.

23. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში -საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

24. ა. უ-ა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

25. ა. უ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).

26. ა. უ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. უ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 10 სექტემბრიდან 2015 წლის 27 მაისის ჩათვლით. იგი დაპატიმრებისთანავე მოთავსებულ უნდა იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან.

27. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

28. გ. რ-ი საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

29. გ. რ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).

30. გ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. რ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

31. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

32. გ. კ-ა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

33. გ. კ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).

34. გ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

35. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

36. გ. ქ-ა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

37. გ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

38. გ. გ-ა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

39. გ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).

40. გ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

41. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

42. თ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 11 სექტემბრიდან.

43. გ. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).

44. გ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 10 სექტემბრიდან;

45. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

46. ვ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).

47. ვ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

48. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

49. ლ. ჩ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).

50. ლ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

51. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

52. ნივთიერი მტკიცებულებები: მსჯავრდებულების კუთვნილი მობილური ტელეფონები, სიმბარათები, კომპიუტერის პროცესორი, პორტატული კომპიუტერები (ე.წ. ”ნოუთბუქები”), ID ბარათი, ID ბარათის ასლი, სასიგნალო პისტოლეტი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათი მესაკუთრეების ნდობით აღჭურვილ პირებს; ლაზერული, CD და DVD დისკები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, მისი საქმის შენახვის ვადით; ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, მათი შემდგომი განკარგვის მიზნით; ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

53. მსჯავრდებული გ. გ-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ნ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და გ. გ-ს გამართლებას.

54. მსჯავრდებულ დ. ქ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ჩ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და დ. ქ-ს გამართლებას.

55. მსჯავრდებული ლ. ჩ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ა-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და ლ. ჩ-ს გამართლებას.

56. მსჯავრდებულ ა. უ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ა-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და ა. უ-ს გამართლებას.

57. მსჯავრდებულ გ. ქ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ჯ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და გ. ქ-ს გამართლებას.

58. მსჯავრდებული ვ. ბ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

59. მსჯავრდებულ თ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - კ. ბ-ა და ლ. ხ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და თ. კ-ს გამართლებას.

60. მსჯავრდებული გ. ქ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

61. მსჯავრდებულ დ. ქ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ს-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და დ. ქ-ს გამართლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულების - თ. კ-ს, გ. ქ-ს, ვ. ბ-ა და ლ. ჩ-ს ქურდული სამყაროს წევრობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება მათ მიერ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

3. მოწმის სახით დაკითხული ს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსის, ზ. ლ-ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ბრალდებულებს იცნობდა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე. მის მიერ მოპოვებული ინფორმაციით აღნიშნული პირები ეწეოდნენ ქურდული სამყაროს მხარდაჭერას, წევრობას. მიდიოდა მოქალაქეების დატერორება და დაშანტაჟება თანხის გამოძალვის მიზნით, ს-ს რეგიონში ხდებოდა "მაყურებლების" დანიშვნა, რომლებსაც ნიშნავდნენ კანონიერი ქურდები. იგი ოპერატიულ ინფორმაციას იღებდა არაერთი სარწმუნო წყაროდან, უშუალოდ ბრალდებულების გარემოცვიდან, პირადი კონტაქტების, კონფიდენტების საშუალებით. მიღებულ ინფორმაციებს პატაკის სახით წარუდგენდა სამმართველოს ხელმძღვანელობას. შემოსული ინფორმაციები ეხებოდა ყველა ბრალდებულს. ქურდულ სამყაროსთან მათი კავშირები დადასტურებული იყო სატელეფონო საუბრებითა და ფარული მიყურადებით. კრებსებში აშკარად იყო საუბარი ადამიანების დაშინებაზე, ფულის გამოძალვასა და სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებზე. ამ საუბრებში ქურდულ სამყაროსთან კავშირი გამოიხატებოდა საერთო ფულის შეგროვებაში, თანხის გამოძალვაში. საუბრებში სახელდებოდნენ კანონიერი ქურდები. პირველი ინფორმაცია მიიღო დაახლოებით 3-4 თვით ადრე, ვიდრე ბრალდებულებს დააკავებდნენ. ამ პერიოდში ხდებოდა ინფორმაციის გადამოწმება, შესწავლა და დადგენა. გადამოწმების შედეგად დამტკიცდა ის, რაც წერია პატაკში _ ფულის გამოძალვის ფაქტი. თითქმის ყველა ბრალდებულზე დადასტურდა ინფორმაცია. პირადად მან კი დაადასტურა ინფორმაცია ვ. ბ-ა და თ. კ-ე. სახელდებოდა გამოძალული თანხა - 2000, 500, 600 ლარის ოდენობით, რასაც ადასტურებდნენ პიროვნებები, ვინც აწვდიდა ინფორმაციას პირადი საუბრის დროს. ბოლო პატაკში საუბარია უშუალოდ იმ დანაშაულზე, რომლის ჩადენასაც ბრალდებულები აპირებდნენ მეორე დღეს და საჭიროებდა გადაუდებელ ღონისძიებებს, რის გამოც მიმართა ს-ს სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობას და დაიწყო გამოძიება. გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმა უშუალოდ სამმართველოს უფროსმა.

4. მოწმე ზ. ლ-ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ შემოსული იყო ინფორმაცია, რომ თ. კ-ა დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა გ. ქ-ნ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ისინი ზეწოლას ახდენდნენ მოქალაქეებზე, სძალავდნენ მათ ფულს და ს-ი მართავდნენ ქურდულ გარჩევებს საზღვარგარეთ მყოფი ქურდების დავალებით. მისივე განმარტებით, ყველა წყაროდან მომდინარე ინფორმაცია ერთიანდებოდა მის პატაკებში. ხელმძღვანელობისთვის მიწოდებული აქვს 5 პატაკი, რადგან ინფორმაციები შემოდიოდა ეტაპობრივად. პატაკის მიწოდების შემდეგ ხელმძღვანელობიდან იღებდა დავალებას, რომ დაედგინა, შეესწავლა და შეემოწმებინა ინფორმაციები. უშუალოდ მან შეამოწმა ორი ინფორმაცია ვ. ბ-ა და თ. კ-ე, დანარჩენებს სხვები იკვლევდნენ. კრებსებით დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ფულის გამოძალვას და საერთო ფულის შეგროვებას. კონფიდენტმა დაასახელა ის პირები, რომლებიც დაზარალდნენ სავარაუდო დამნაშავეებისგან. აღნიშნული პირები სხვადასხვა რაიონში ცხოვრობდნენ, მაგრამ ყველა მათგანმა კატეგორიული უარი განაცხადა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.

5. მოწმე პ. ლ-ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს ს-ს შს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მას ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქ.ს-ი მცხოვრები თ. კ-ა და გ. ქ-ა მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში. აღნიშნული ფაქტები გადამოწმდა ოპერატიულად, სხვადასხვა წყაროს მეშვეობით, რის შედეგადაც დადასტურდა პირადი კონტაქტისგან მიღებული ინფორმაცია. მისივე განმარტებით, თ. კ-ს და გ. ქ-ს კავშირები ჰქონდათ კანონიერ ქურდ ”ჭ-ნ”, რომლისგანაც იღებდნენ დავალებებს. მოწმე პ. ლ-ს ჩვენებით, 2014 წლის 11 სექტემბერს მიიღო დავალება, რომ შსს ს-ს სამხარეო მთავარ სამმართველოში ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა დაეკავებინათ თ. კ-ა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამმართველოში მოეწყო ოპერატიული თათბირი და სამმართველოს უფროსის დავალებით შეიქმნა 3 კაციანი ჯგუფი _ მისი, ი. გ-ს და გ. ნ-ს შემადგენლობით, რომლებიც გავიდნენ დავალების შესასრულებლად. ქ. ს-ი, ვ-ს ქუჩაზე, შენიშნეს ფეხით მიმავალი თ. კ-ა და დააკავეს იგი. გამომძიებელმა თ. კ-ს განუმარტა უფლებები, რის შემდეგაც მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოღებულა. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შეადგინა ი. გ-მ, რომელზეც თ. კ-მ ხელი არ მოაწერა.

6. მოწმის სახით დაკითხული ს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს ს-ს შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ი. ხ-ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2011 წლის 8 დეკემბრიდან 2014 წლამდე მუშაობდა შსს ს-ს შს რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მისი სამუშაო უბანი იყო ქალაქის ცენტრი, სადაც ცხოვრობს რამდენჯერმე ნასამართლევი თ. კ-ა, რომელიც მის ხელთ არსებული ინფორმაციით, იყო ქურდული ტრადიციების მატარებელი. იგი მონაწილეობდა ქურდულ გარჩევებში და კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ და საქართველოში მცხოვრებ კანონიერ ქურდებთან. აღნიშნული ინფორმაცია მან მიიღო პირადი წყაროებიდან და შეატყობინა ხელმძღვანელობას, შეადგინა საიდუმლო პატაკი და მოახსენა ზეპირად, შემდეგ კი მისცა ჩვენება.

7. მოწმე დ. მ-ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა ს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს ს-ს შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელად. მის სამოქმედო ტერიტორიაზე ცხოვრობდა წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი გ. ქ-ა, რომელიც არის ქურდული მენტალიტეტის მქონე პირი და მას კავშირი ჰქონდა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან, რის თაობაზეც ინფორმაციას აწვდიდა საიდუმლო პირი.

8. მოწმის სახით დაკითხული ს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს ს-ს შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლის - მ. ჯ-ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ არსებობდა ოპერატიული ინფორმაციები გ. ქ-ს ქურდული სამყაროს წევრობის თაობაზე.

9. მოწმე დ. ო-ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა შსს ს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს ს-ს შს რაიონულ სამმართველოში და იცნობდა გ. ქ-ს, იცოდა მისი ცხოვრების წესი და წარსული. შესაბამისად, მასაც ჰქონდა ინფორმაცია გ. ქ-ს ქურდული სამყაროს წევრობის თაობაზე.

10. მოწმე ი. ც-ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2005 წლიდან მუშაობს ს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს წ-ს შს რაიონული სამმართველოს ჯ-ს პოლიციის განყოფილებაში და იცნობს ვ. ბ-ს, რომელიც არის ქურდული სამყაროს მიმდევარი. იგი მონაწილეობდა არაერთ ქურდულ შეკრებასა და გარჩევაში. ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, ვ. ბ-ა კანონიერი ქურდის, რ. უ-ს მითითებითა და დავალებით ახორციელებდა ქურდული სამყაროს მიმდევრობას და აწყობდა შეკრებებს, სადაც ხდებოდა ქურდული გარჩევები. მოწმის განმარტებით, ეს არ იყო ერთ პირზე დაფუძნებული ინფორმაცია, არამედ აღნიშნული ინფორმაცია მიღებული ჰქონდა მრავალი წყაროდან. ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს გადაამოწმა და თვითონაც ნახა, რომ შეკრებილ პირთა შორის იყო ვ. ბ-ა. ამდენად, ოპერატიული ინფორმაცია აღმოჩნდა სწორი.

11. მოწმე მ. ქ-ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობდა ს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს წ-ს შს რაიონული სამმართველოს ჯ-ს პოლიციის განყოფილების უფროსად, ერთი პერიოდი იყო ოპერატიული სამსახურის უფროსი. იმ პერიოდში იყვნენ პირები, რომლებიც ოპერატიულად საინტერესონი იყვნენ და მათ მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიული საქმიანობა. დაბა ჯ-ი ვ. ბ-ა იყო ,,კანონიერი ქურდის" - რ. უ-ს მიერ დანიშნული „მაყურებელი“ და ცხოვრობდა ქურდული სამყაროს წესით. ამის თაობაზე არსებობდა ოპერატიული ინფორმაციები, რომლებიც მიეწოდებოდა ხელმძღვანელობას. მოწმე მ. ქ-ს ჩვენებით, დაახლოებით 1 წლის წინ, სოფელ ჭ-ი, რ. უ-ს სასაფლაოზე იყო გარჩევა, რომელსაც ესწრებოდა მისი კონფიდენტი. გარჩევა შეეხებოდა იმას, თუ ვისთან უნდა მისულიყვნენ და ვისთვის უნდა წაერთმიათ ე.წ. „საერთოს“ ფული. გარჩევას ესწრებოდა დაახლოებით ათამდე პირი, ვ. ბ-ა აძლევდა დავალებებს სხვებს. ეს ყველაფერი ხდებოდა მის დაკავებამდე 5 თვით ადრე. მაყურებელი უნდა მისულიყო ერთ-ერთ საწარმოში და უნდა მოეთხოვა ფული. უნდა მისულიყვნენ ენგურჰესში დირექტორთან და საამქროებში, რომლებიც ჯ-ი ფუნქციონირებს.

12. მოწმე ლ. გ-ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს წ-ს შს რაიონული სამმართველოს ჯ-ს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მას გააჩნდა ინფორმაცია, რომ დაბა ჯ-ი მცხოვრებ ე.წ. ,,მაყურებელს“ - ვ. ბ-ს ურთიერთობა ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტთან, კანონიერ ქურდ რ. უ-ნ და მისგან იღებდა დავალებებს. ქურდული გავლენის გაძლიერებისა და ქურდული ხაზინის შეგროვების მიზნით ის აწყობდა ქურდულ გარჩევებს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვ. ბ-ა ეწეოდა ქურდული სამყაროს წევრობას, 2 თვის განმავლობაში აწვდიდა კონფიდენტი, თვითონ კი ამ ინფორმაციას საიდუმლო პატაკით აწვდიდა თავის ხელმძღვანელობას. 2014 წლის 10 სექტემბერს სამხარეო მთავარ სამმართველოში ჩატარდა თათბირი, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ქურდული სამყაროს მიმდევრების მიმართ და ასაყვანი იყო ვ. ბ-ა. ამ მიზნით ოპერატიული ჯგუფი გაემგზავრა ქ-ს რაიონის სოფელ წ-ი, სადაც დააკავეს ვ. ბ-ა.

13. მოწმის სახით დაკითხული შსს ს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის - ზ. ქ-ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ლ. ჩ-ი იყო ქურდული სამყაროს აქტიური წევრი, რომელიც ჩართული იყო ე.წ. ,,ობშიაკის“ შეგროვების საქმეში. ახალგაზრდებში ავრცელებდა ქურდული სამყაროს მიერ აღიარებულ წესებს, აქეზებდა მათ და კეთილად განაწყობდა ქურდული სამყაროს მიმართ. ახალგაზრდები მასთან იკრიბებოდნენ, აგროვებდნენ ფულს, აპირებდნენ იარაღის მობილიზებას.

14. მოწმე გ. პ-ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ს-ს სამხარეო მთავარ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე და იცნობს ლ. ჩ-ს, რომლის თაობაზეც ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგი იყო ქურდული სამყაროს წევრი და ურთიერთობა ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან.

15. მოწმე მ. ბ-ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა შსს ს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს ზ-ს შს რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, კერძოდ, ფაიფურის დასახლებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. აწარმოებდნენ უბნის მოსახლეობის აღწერას და უბნის პასპორტში შეტანას. განსაკუთრებულ აღრიცხვაზე ჰყავდათ ნასამართლევი პირები და ქურდული ტრადიციის მატარებელი ხალხი. მისივე ჩვენებით, მას პირადი კონტაქტისგან, რომელიც იცნობს ლ. ჩ-ს, ჰქონდა ინფორმაცია ლ. ჩ-ს ქურდული სამყაროს წევრობის თაობაზე, რომ ის კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით, ქურდული „საერთოს“ შეგროვების მიზნით აწყობდა გარჩევებს.

16. №... ფონოგრამით დადგენილია, რომ თ. კ-ა გ. ქ-ს ტელეფონიდან ესაუბრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ ბ-ს და ეუბნება, რომ ცხოვრობს კაი ბიჭის ცხოვრებით და იდეოლოგიით, რომ თუ გაწირეს, სამჯერ არის ნამყოფი ციხეში და მეოთხედაც წავა, მაგრამ მაინც გამოვა იქიდან და სანამ არის, ს-ს სახე უნდა მისცეს, ს-ნ მაინც რაღაცა რომ გადიოდეს. ყველა ქალაქიდან გადის ”რაცხა”. აქვე თანამოსაუბრეს აწერინებს თავისი ტელეფონის ნომერს - ..... საუბარში თ. კ-ა ამბობს: ”სანამ აგერ ვარ, აგერ ვარ და თუ იქანე ვიქნები, იქანე ვიქნები თქვენთან ერთად.” ბ-ს იმავე ტელეფონით ესაუბრება სხვა პირი, რომელსაც ბ-ა ავალებს, გვერდში დაუდგეს თ-ს, ვინაიდან თ-ო მისი ძმაა. მოსაუბრე კი ეუბნება, რომ სულ თ-ა. ამის შემდეგ ბ-ა ისევ თ-ს ესაუბრება, რომელიც ეუბნება, რომ 150 ლარს გადმოქაჩავს და პირადად მას შეუგზავნის ყოველ კვირაში, რაზეც ბ-ა პასუხობს, რომ განაბურად დაადგამს მაგას თავს. თ-ო ბ-ს ასევე თხოვს მისთვის მიმართულების მიცემას და ეუბნება, რომ მისი დავალებების შესასრულებლად მაქსიმალურად გამოვა კანიდან. ბ-ა დავალებას აძლევს, რომ მის გვერდში დგომაზე უარის მთქმელი პასიური ადამიანები კალაპოტში ჩასვას. თ-ო პასუხობს, რომ სანამ გარეთ არის, ყველაფერს გააკეთებს და თუ ჩაკეტავენ, კიდევ ”გაიჩითება” მისნაირი ვიღაცა, თან ამატებს: ”ხომ იცი, მოუშლელი ვარ, მოუშლელია ჩვენი აზროვნება”. ამის შემდეგ თ-ო მოიკითხავს ბ-ნ მყოფ მის ძმებს. ბ-ა პასუხობს, რომ მისი ძმები მასთან არიან ახლა და რომ ”პალაჟენეცია” მასთან, რის შემდეგაც თ-ო პასუხობს, რომ წამება და წვალება გადაიტანეს წარსულში ყველამ ერთად და მომავალი აწი წინ აქვთ.

17. ზემოაღნიშნულ საუბარში რომ სწორედ თ. კ-ს ხმა ფიქსირდება, ამას ადასტურებს მის მიერ დასახელებული საკუთარი მობილური ტელეფონის ნომერი, რომლიდან განხორციელებულ საუბრებშიც, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფიგურირებს თ. კ-ს ხმა, ასევე საუბარში მისი სახელით მოხსენიება და გ. ქ-ნ მისი ახლო ურთიერთობა, რაც დასტურდება საქმეში არსებული სხვა ფონოგრამებით და გ. ქ-ა და თ. კ-ს ჩვენებებით.

18. №. ფონოგრამაში ასახულია თ. კ-ს კუთვნილ ტელეფონის ნომერზე განხორციელებული საუბრები, რომლებიც ასევე ადასტურებს კრიმინალური ავტორიტეტის, სახელად ”ჭ-ს” დავალებით ბ-ნ გ. ი-ა და ე-ს ყოველგვარი ლაპარაკის გარეშე, პირდაპირ ”დამტვრევის” დავალების მიღებას და დავალების შესრულების დაპირებას, ამ მიზნით გარკვეული გეგმის შემუშავებას და აქტიური ქმედების უკვე დაწყებას, ”დვიჟენიის” მოყვანას.

19. თ. კ-ს მიერ ქურდულ სამყაროში მიღებული წესების პატივისცემა იკვეთება №... ფონოგრამიდან, სადაც იგი ამბობს, რომ 34 წელია ქურდულში სისუფთავე აქვს. იმავე ფონოგრამაში აცხადებს: ”ქურდული არის ერთი, სწორი და ერთი მუჭა, ყველა ერთად ჩვენ ვართ მაგრები”. იქვე ბ-ა ეკითხება თ. კ-ს, თუ შეძლებს ე-ს ”დათრევას” და უხსნის, რომ მისი დათრევა საჭიროა, რადგან ”ძმისთვის” შეუგინებია. ამის შემდეგ თ. კ-ა პასუხობს, რომ როცა შეხვდება, ის მისი ცხოვრების ბოლო დღე იქნება, მისი ცხოვრების შინაარსიდან გამომდინარე და ”დაბრიდავს”, რაზეც ბ-ა ეუბნება, რომ "დაბრედვა" არ არის საჭირო, საკმარისია დაიჭიროს და მას დაურეკოს. საუბრის ბოლოს თ. კ-ა ამბობს, რომ ძველბიჭურად ცხოვრობს, რადგან ჯერ პატიმრებზე ფიქრობს, მათ უგზავნის ფულს და მერე ფიქრობს საკუთარ თავზე.

20. №.... ფონოგრამაში აღბეჭდილია საუბრები ქურდულად ცხოვრებისა და ”მილიციაში” მოხვედრის განუყოფლობის შესახებ.

21. №... ფონოგრამაში დაფიქსირებულია გ. ქ-ს საუბრები, რომლებითაც დასტურდება, რომ იგი კარგად ერკვევა ქურდული სამყაროს წესებში, ქურდების ისტორიებში, ქურდულ სამყაროში არსებულ დაპირისპირებებში და მათ შიდა სამზარეულოში. იმავე ფონოგრამით დადგენილია, რომ ციხის საკანში პატიმრის დატოვების კონკრეტული საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობა გ. ქ-ს სთხოვეს პატიმრებმა და ამ მიზნით გამოიყვანეს საკნიდან. იქვეა საუბარი ციხეში გ. ქ-ა და "მაყურებელს" შორის მომხდარი შელაპარაკების თაობაზე. ამავე ფონოგრამიდან ირკვევა, რომ გ. ქ-ა საქმის „კურსშია“ ქურდობის მსურველ რომელ ავტორიტეტზე რომელ ქურდს თუ კრიმინალურ ავტორიტეტს აქვს ”პრეტენზია”.

22. №.... ფონოგრამა ადასტურებს გ. ქ-ა და სხვა კრიმინალური ავტორიტეტების კავშირს, რომელთა წრეშიც ის მიღებულია და მათთან ერთად სუფრასთან ზის, ესწრება მათ საუბრებს კონკრეტული თემის გარჩევაზე. მაგალითად, ის იმყოფებოდა გ. კ-ს, ე-ს და ვინმე გ-ნ ერთად სუფრასთან, სადაც საუბარი იყო ავტომანქანის დაბრუნების მოთხოვნასა და მისი წართმევის გამართლებაზე.

23. №..... ფონოგრამის თანახმად, გ. ქ-ა ეუბნება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ ბ-ს, რომ მის გვერდშია და თ. კ-ნ ერთად გააკეთებს რაც გასაკეთებელია, იმისათვის, რომ ციხეში ს-ნ ყოველკვირა შევიდეს თანხა და ქალაქში სიტუაცია დააწყოს.

24. №.... ფონოგრამის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ბ-ა დავალებას აძლევს გ. ქ-ს, ორივე პირი ”დატეხონ” ისე, რომ ფეხზე ვერ გაიარონ. ამავე საუბრიდან ირკვევა, რომ გ. ქ-ა აქტიურობას იჩენს ამ დავალების შესასრულებლად, ეძებს "დასამტვრევ" პირებს, იღებს ინფორმაციებს მათი ადგილსამყოფლის შესახებ, მონაწილეობს იმ პირებთან შეხვედრის ორგანიზებაში, რჩევებს აძლევს შეხვედრის საღამოსთვის გადატანის თაობაზე და ბ-ს ჰპირდება, რომ საქმის კურსში ჩააყენებს მოვლენების განვითარების თაობაზე. ბ-ა გ. ქ-ს ეუბნება: ”მაგი, ჩათვალე, ჩვენი ყველას მტერია, დაჟე იქამდე რომ ვერ ჩავიდეს, ისე უნდა გააკეთო, გაიგე?” და მის დაინვალიდებას თხოვს. №... ფონოგრამით დადგენილია, რომ იგივე ბ-ა გ-ს და ე-ს მოძებნის, გ-ს ჯანმრთელობის დაზიანების დავალებას გასცემს გ. ქ-ს ტელეფონზე განხორციელებული სატელეფონო საუბრისას. №... ფონოგრამა ადასტურებს ასევე კრიმინალური ავტორიტეტის, სახელად ”ჭ-ს” დავალებით, ბ-ნ გ. ი-ა და ე-ს ყოველგვარი ლაპარაკის გარეშე, პირდაპირ ”დამტვრევის” დავალების მიღებას და დავალების შესრულების დაპირებას, ამ მიზნით გარკვეული გეგმის შემუშავებას და აქტიური ქმედების უკვე დაწყებას. აღნიშნულ საუბრებში რომ გ. ქ-ა მონაწილეობს, დასტურდება როგორც ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტების ჩვენებებით, ასევე იმით, რომ საუბრის დროს მას ბ-ა მოიხსენიებს მისი გვარის შემოკლებული ფორმით - "ქ-ი". ამასთან, იგი კარნახობს საკუთარი ტელეფონის ნომერს - .... რომლიდან განხორციელებულ საუბრებში გ. ქ-ს ხმის არსებობა ასევე დადასტურებულია ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით.

25. №.... ფონოგრამით დადგენილია, რომ ვ. ბ-ა ესაუბრება ლ. ჩ-ს კუთვნილ ტელეფონის ნომერზე, რომელიც სთხოვს სასაფლაოზე მისვლას, რადგან ფულის თაობაზე აქვს საუბარი. ვ-ი პასუხობს, რომ მივიდა და სასაფლაოზეა ისიც. მოსაუბრე ტელეფონს მიღმა ამბობს: ”ვ-ა ბ-ა ქურდი კაცია”. აღნიშნული ფონოგრამიდან ირკვევა, რომ ვ. ბ-ს სთხოვენ ქურდულ გარჩევაში მონაწილეობას.

26. №.... ფონოგრამაში ვ. ბ-ა ამბობს, რომ ქურდულად არის და რომ კითხვა, თუ როგორ არის, ესეც კი უკვე პრეტენზიაა მისთვის, რაც მიუთითებს ვ. ბ-ს მიერ ქურდული სამყაროს წესების პატივისცემასა და აღიარებაზე.

27. №.... ფონოგრამით დადგენილია, რომ თანამოსაუბრე ვ. ბ-ს სთხოვს ფულის ”დვიჟენიასთან” დაკავშირებით საქმის ქურდულ გარჩევას ”ჯ-ს” სასაფლაოზე, რაზეც ვ. ბ-ა პასუხობს: "ეხლა ვერ მივალ", თუმცა საბოლოოდ თანხმდებიან, რომ მოახერხებენ რამეს. აქვე ვ. ბ-ა მოსაუბრეს აცნობს სხვა გარჩევის დეტალებს, რომ საერთო ნაცნობს მან დარტყმის ნება მისცა, თუმცა მან არ დაარტყა და ”გაუთვალისწინა”.

28. №.... ფონოგრამიდან ირკვევა, რომ ვ. ბ-ს ურეკავენ იმის გასარკვევად, რამდენად შეესაბამება კონკრეტული პირის ქმედება მათ მიერ აღიარებულ წესებს და ეკითხებიან რჩევას, როგორ მოექცნენ მას.

29. №..... ფონოგრამიდან ირკვევა, რომ ვ. ბ-ს საუბარი აქვს რუსი ეროვნების ქურდთან, რომელიც სთხოვს მას მისი მეგობარი ქურდის გვერდში დგომას და ჰპირდება, რომ აწი ყველაფერი იქნება. ვ. ბ-ა გამოთქვამს მათთან ყოფნის სურვილს.

30. №.... ფონოგრამიდან ირკვევა, რომ ვ. ბ-ა ესწრებოდა ვინმე მ-ს თემაზე არსებულ არაერთ ქურდულ გარჩევას, სადაც საუბარი იყო თანხის მოტანაზე.

31. №..... ფონოგრამაში საუბარია კონკრეტული საქმის ქურდულად გარჩევაზე. იქვე მოსაუბრე ქურდულ სამყაროში წინსვლას უწინასწარმეტყველებს ვ. ბ-ს და ეუბნება: ”შენ მალე მოგიწევს იქით წასვლა. ერთი ”დვიჟენია”, ერთი საქმის მოგვარება და იქ იქნები შენც, დიდი ხანი არ გჭირდება, დამშვიდდება ჯ-ი სამუდამოდ”. ვ. ბ-ა პასუხობს, რომ ამას დიდი ხანია, ელოდება. მოსაუბრე აგრძელებს: ”შენს მერე ვინ იქნება ჯ-ი შენნაირი, მაგაზე თუ გიფიქრია?” ვ. ბ-ა ახსენებს ვინმე გ-ს. მოსაუბრე პასუხობს: ”მაგიც მაგარი საქმის გადამწყვეტია და მერე ყველაფერი ერთად რომ არ დაიშალოს, მაგიც საფიქრალია”. ვ. ბ-ა ეთანხმება და ამბობს, რომ დიდი ხნის ნაწვალები არ უნდა დაიშალოს. იქვე გამოთქვამს სურვილს გარკვეული პირის მიმართ: ”მოათავებდეს ქე მაინც, მოათავებდეს”, რაზეც მოსაუბრე პასუხობს: ”მოათავებს ბიჭო მაგი, თვითონაც ისეთი ხასიათის არის. ეხლაც მოათავებს მაგი უცებ. რომ იტყვის ვსიო, მე ის ვარ, ვინც... მორჩება მანდ ბაზარი. არის იქ რაღაც ნიუანსები, სიტუაციები, წვრილმანები, მაგრამ მაგის მერე ჯ-ი ის ხომ არ არის, ხელწამოსაკრავი.”

32. №.... ფონოგრამაში ასახულია, ვ. ბ-ს როგორ სთხოვენ საქმის ქურდულად გარჩევას, რის პასუხადაც ვ. ბ-ა ითხოვს საუბრის დაწყებით დაინტერესებულ პირებთან დალაპარაკებას და ჰპირდება, რომ ამის მერე დაიბარებს ხალხს და დაადგამს თავს ყველაფერს.

33. №... ფონოგრამიდან ირკვევა, რომ ვ. ბ-ა ქურდული სამყაროს წევრებს იცნობს და მათთან კონტაქტები აქვს. ამ საუბრებში ვ. ბ-ა მოსაუბრეს სთხოვს გ-ი კარცერში მოთავსებული პირის ინტერესების დასაცავად გ-ს "მაყურებლის" ტელეფონის ნომრის გაგებას.

34. №.... ფონოგრამაში ასახულია ვ. ბ-ნ საუბარი წ-ს დაბარების და სასაფლაოზე საქმის გარჩევის თაობაზე.

35. №...... ფონოგრამაში რ-ი ეკითხება ვ. ბ-ს: ”იქ რაღაც ქურდული რომ გაქვს, ის რატომ არ მიგაქვს ადგილზე, სადაც დასადებია?”, რაზეც ვ. ბ-ა პასუხობს: ”კი, მაგი ადგილზეა, კაცო”. ამავე საუბრებში რ-ი ეუბნება ვ. ბ-ს, რომ ”ძაღლები” და სასწაული ამბავი ყოფილა, რის გამოც ურჩევს, წავიდეს და დაიმალოს.

36. №..... ფონოგრამიდან ირკვევა, რომ ვ. ბ-ა აცნობებს მოსაუბრეს, რომ მათ საერთო ძმასთან კარგი ამბავია, კერძოდ მან ”დაამთავრა ლაპარაკი”, რასაც ულოცავენ. მოსაუბრე ვ. ბ-ს უსურვებს, მისთვისაც მალე მიელოცოს იგივე.

37. №.... ფონოგრამით დადგენილია, რომ ვ. ბ-ა ესაუბრება პიროვნებას, რომელსაც ამცნობს, რომ რ-ს კარგი ამბავი შეემთხვა, კერძოდ, ”ჩაჯდა ჩექმაში”, რასაც ულოცავენ. №.... ფონოგრამაში გრძელდება საუბარი იმავე თემაზე, კერძოდ, ვ. ბ-ა მოსაუბრეს ეუბნება, რომ რ-ს ამბავი მართალია, რომ 2 კაცს გაუკეთეს, მეორემაც მოაგვარა, მისმა ძმამ, ი. ჯ-მ, რომელსაც სკაიპით ელაპარაკა წინა ღამით. ვ. ბ-ა ამბობს: ”ჯ-ი არ იყო ერთი სახელიანი, ყველა ჯ-ს ჩაგრავდა, რაც დასრულდება აწი".

38. №.... ფონოგრამით დადგენილია, რომ რ-ი ესაუბრება ვ. ბ-ს და აძლევს დავალებას დ. ზ-ს პოვნის თაობაზე, ხოლო ვ. ბ-ა რ-ს ნათქვამს გადასცემს ო-ს და ეუბნება მისი სახელით, თუ რა გააკეთოს. კერძოდ: ”კაროჩე, ჩვენმა ძმამ რ-მ, ბოზი არისო. აზრზე ხომ ხარ რა უნდა ქნა?.. თან მანქანაც ჰყოლია, მოკლედ, წაართვით რა.” იმავე თემას ეხება №.... ფონოგრამა, რომლის მიხედვითაც ვ. ბ-ა ო-ს ეუბნება, რომ დ. ზ-ა პირდაპირ ჯ-ი წამოიყვანოს და იქ სცემონ ერთად, 20000 $ ჰქონია მოსატანიო. №...., №.... და №.... ფონოგრამებიდან ირკვევა, რომ ვ. ბ-ა ო-ს ეუბნება, რომ დ-ო უნდა შემოიტყუონ და რ-ს სახელი ჯერ არ უხსენოს. №..... ფონოგრამაში ასახულია, რომ ვ. ბ-ა საქმის კურსში აყენებს რ-ს დ. ზ-ს შესახებ მისი დავალების შესასრულებლად გადაცემის თაობაზე. დ. ზ-ს შესახებ დავალების შესასრულებლად მისი ვინაობისა და მისამართის დაზუსტებაზეა საუბარი №... ფონოგრამაში, სადაც ვ. ბ-ა აზუსტებს, რომ ის ციხეში იჯდა და მისი აზრით, ”სახელზე ფიქრობდა”.

39. №.... ფონოგრამის მიხედვით, ვ-ი ესაუბრება პიროვნებას რ-ს დავალებაზე, მ-ნ არსებული პრობლემის მოგვარებამდე თანხის შეგროვების შეჩერების შესახებ. როგორც საუბრიდან ირკვევა, რ-ი დავალებას აძლევს, რაც მ-ს აქვთ მიცემული, იმ ოდენობის თანხა იშოვონ და თან ჰქონდეთ, ასევე თან ჰქონდეთ ქაღალდები და თუ მ-ი ”ატკაზზე წავა”, მერე თვითონ მიხედავს ყველაფერს. №... ფონოგრამის თანახმად, გრძელდება იმავე თემაზე საუბარი, სადაც ვ. ბ-ს ეუბნებიან რ-ს დანაბარებს, რომ თუ ძმაკაცები არიან, ერთად გააკეთონ ისე, როგორც საჭიროა. ამის მერე ვ. ბ-ა უხსნის, თუ რა გააკეთოს, რომ ჩამოწეროს ისინი, ვინც მას ფული მისცა. აქვე აფრთხილებს, რომ ეს თამაში არ არის და რომ არავინ არ უნდა იცოდეს, რომ არავის არ უთხრას, ალალ ძმასაც კი, ჩამოწეროს ეს ყველაფერი და თვითონ დაეხმარება რომელ თვეში რა როგორ გააკეთოს. მოსაუბრე ეუბნება, რომ ტელეფონით არ უნდა ამაზე საუბარი, რაზეც პასუხობს, რომ ვინ რა იცის, რაზეა საუბარი, იქნებ სულაც ორმოცის თანხაზეა ლაპარაკი. მოსაუბრე ეუბნება _ ჰო, სწორედ იმ ორმოცზე ჩაწერილ თანხაზე გეუბნები, ვინ რა იცის რაზე ვსაუბრობთო. შემდეგ მოსაუბრე ეუბნება, რომ გ-ს "მაყურებელი" დაინტერესებულა ამით. ვ. ბ-ა ამბობს, რომ გ-ს "მაყურებელი" მისი ძმაკაცია და მისი ნომერი მისცეს, ის დაელაპარაკება. იმავე თემაზე გრძელდება საუბარი №.... ფონოგრამაში, სადაც ორივე მოსაუბრე, მათ შორის, ვ. ბ-ა გამოხატავენ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ვიღაცა ცდილობს პასუხი მოსთხოვოს ვ-ს მაშინ, როცა ქურდები არ სთხოვენ მას პასუხს. ამ საუბრებში არის ასევე ცემისკენ მოწოდებაც: ”ცემე რა მაგას ვინც გეტყვის, პირდაპირ ცემე, ნუ ელოდები. ქურდი არ მისმევს შეკითხვებს და თქვენ ვინ ხართ-თქო”.

40. №..... ფონოგრამაში ასახულია ქურდად ახლად მონათლული პირების შესახებ საუბარი. ვ. ბ-ა ეუბნება რ-ს ციხის "მაყურებელს", რომ მ. ჯ-მ, მეგონას შვილმა, ი. ჯ-მ და რ-ა ერთად ”დაასრულეს საუბარი”, რომ ი-ა და რ-ი მისი ძმები არიან და რომ რ-ი სულ ურეკავს სკაიპით. იქვე ვ. ბ-ა გამოკითხავს მოსაუბრეს სხვა ციხეების "მაყურებლების" ვინაობას. რ-ს ციხის "მაყურებელი" ურჩევს, დროზე წავიდეს წარმატებულად, ხოლო ახალგაზრდა ბიჭები დაახასიათოს და დატოვოს, რაზეც ვ. ბ-ა პასუხობს, რომ გარეთაც მაგარი ძებნა უნდა ისეთის პოვნას, ვინც სისტემას წაუძღვება.

41. №... ფონოგრამის თანახმად, ლ. ჩ-ი სახელითა და გვარით ეცნობა მოსაუბრეს და მიმდინარეობს შემდეგი საუბარი: ”კაი ბიჭებს ვერანაირი დრო ვერ შეეხება”, ”ახლა ცოტა სვაბოდა გვაქვს”, ”ერთმანეთს უნდა ვიცნობდეთ”, ”ისეთი ”კრუგი” გავაკეთოთ, რომ ჩვენი ეშინოდეს ხალხს”, ”ერთად უნდა ვიყოთ, ერთი საძმო ვართ”. იმავე ფონოგრამით ირკვევა, რომ ლ. ჩ-ს საქმის გარჩევა ჰქონდა დანიშნული გარკვეულ პირებთან და მივიდა კიდეც შეთანხმებულ ადგილას, თუმცა მეორე მხარის წარმომადგენლები არ მივიდნენ. ამ გარჩევაზე უნდა მომხდარიყო მათი დამტვრევა, თუმცა ლ. ჩ-ი ამბობს, რომ მისთვის დაურეკია ძმაკაცს - ლ-ს და მოუთხოვია, არ დაემტვრიათ და მხოლოდ ”დაეყენებინათ”.

42. №.... ფონოგრამით დადგენილია, რომ ლ. ჩ-ი ესაუბრება ვ. ბ-ს და ეუბნება: ”გასალახად ააყენეს კაცი და არ დავარტყმევინე. ჩემი ლაპარაკი იყო, მე მეხებოდა. იმ კაცს ველაპარაკე, ისე კი არა, ხელის დარტყმით და იმითი, ჩემი ძმური დავანახე. შენ ეს გეკუთვნოდა, მაგრამ მე მაინც არ ვიკადრე-თქო ეს და კრუნჩხვებში ჩავარდა ნერვიულობის ფონზე... ყველას ერთნაირად არ უნდა მოსთხოვო. ისიც უნდა იცოდე, ვის რამდენი ესმის...” ვ. ბ-ა ლ. ჩ-ს ეუბნება: ”ამას ითხოვს ჩვენი ქურდული”, რასაც ლ. ჩ-ი უდასტურებს. ამის შემდეგ საუბარი შეეხება ”კაი ბიჭების” დაყოფას "კომერსანტ კაი ბიჭებად" და "არაკომერსანტ კაი ბიჭებად".

43. №..... ფონოგრამით დადგენილია, რომ ვ. ბ-ა ესაუბრება ლ. ჩ-ს ნომერზე პიროვნებას, რომელიც ეუბნება, რომ სასაფლაოზეა, ფულის ამბავზე ლაპარაკი აქვს და სთხოვს სასაფლაოზე მისვლას. საუბარი რომ ლ. ჩ-ს ტელეფონის ნომერზე მიმდინარეობს, დადასტურებულია შპს ”მ-ს” შესაბამისი სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით. ამასთან, ამავე ტელეფონის ნომრიდან განხორციელებულ სხვა საუბრებზე ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღბეჭდილია ლ. ჩ-ს ხმა.

44. №.... ფონოგრამით დადგენილია, რომ ლ. ჩ-ს ტელეფონიდან განხორციელებულია ზარი ვ. ბ-ნ, რა დროსაც ვ. ბ-ს ეუბნება, რომ დ. გ-ა დარეკავს ”ამ ამბების გულიზა”, მის ”დვიჟენიაზე”, რომ მასთან სალაპარაკო აქვს და მერე მასაც ჩააყენებს საქმის კურსში. იმავე თემაზე გრძელდება საუბარი №.... ფონოგრამაში, სადაც ლ. ჩ-ს ტელეფონის ნომერზე რეკავს ვ. ბ-ა და ლ-ს ეკითხება დ-ნ საუბრის შედეგს. ლ-ა უხსნის, რომ ჯერ არ უსაუბრია, რომ გაერკვევა ყველაფერში და გააგებინებს. ლ-ა ასევე ეუბნება, რომ პ-ა ჭ-ა, კ-ა, ო-ე არიან მასთან, რომ ”ორი კაკალი” დავრჩით და უნდა თავს მიხედოს.

45. №.... ფონოგრამით დადგენილია, რომ ლ. ჩ-ს ტელეფონის ნომრიდან განხორციელებულია ზარი ვ. ბ-ნ, სადაც ვ-ს ეუბნება, რომ ვინმე ვ-ს ”ეკაიფებიან” ის, ო-ე, პ-ა და ლ. გ-ა. საუბრის ბოლოს ეუბნება ვ. ბ-ს, რომ ყველაფრის საქმის კურსში ჩააყენებს, თუ რამე არ მოეწონება და ისეთი საუბარი თუ იქნება, მისცემს საკადრის პასუხს. ვ. ბ-ა დახმარებას ჰპირდება ლ-ს.

46. №.... ფონოგრამიდან ირკვევა, რომ მ-ს თანხის მიცემისა და მის მიერ ამის უარყოფის თემაზე, ”ფურცლების” ამბავზე დაურეკეს რ-ს. მოსაუბრე ამბობს, რომ მასთან ერთად იყო ასევე ლ. ჩ-ი და ეუბნება ვ. ბ-ს, რომ ლ-ს იგი მაგრად უყვარს. ვ. ბ-ა პასუხობს, რომ ლ-ა მისი ძმაა. №... ფონოგრამაში მოსაუბრე ეუბნება, რომ რ-მ ლ-ს უთხრა, ძალიან კარგი, თუ ის ფული მ-ნ არ მიუტანია, ეხლა აიღოს და მიიტანოსო ვ-ნ. აქვე მოსაუბრე ეუბნება ვ. ბ-ს, რომ ყველა გაექცა, მარტო ო-ე და ლ-ა მის გვერდით.

47. 2015 წლის 27 იანვრის №13/ფ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ზემოთ განხილული ჩანაწერები ვარგისია საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის ხმის და მეტყველების მიხედვით. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. სადავო 45 ფონოგრამაში (მათ შორის, №...., №....., №...., №....., №....., №...... ფონოგრამებში) მონაწილე დიქტორი მამაკაცის ხმა და მეტყველება და გ. ქ-ს ხმის ნიმუშის ფონოგრამიდან გ. ქ-ს ხმა და მეტყველება ერთმანეთის იდენტურია; სადავო 18 ფონოგრამაში (მათ შორის, №...., №...., №.... ფონოგრამებში) მონაწილე დიქტორი მამაკაცის ხმა და მეტყველება და თ. კ-ს ხმის ნიმუშის ფონოგრამიდან თ. კ-ს ხმა და მეტყველება ერთმანეთის იდენტურია; სადავო 3 ფონოგრამაში (№...., №...., №....) მონაწილე დიქტორი მამაკაცის ხმა და მეტყველება და ლ. ჩ-ს ხმის ნიმუშის ფონოგრამიდან ლ. ჩ-ს ხმა და მეტყველება ერთმანეთის იდენტურია; სადავო 62 ფონოგრამაში (მათ შორის, №......, №....., №....., №......, №....., №......., №......, №....., №....., №......, №....., №...., №...., №....., №......, №......, №....., №......, №....., №....., №....., №......, №....., №......, №..... ფონოგრამებში) მონაწილე დიქტორი მამაკაცის ხმა და მეტყველება და ვ. ბ-ს ხმის ნიმუშის ფონოგრამიდან ვ. ბ-ს ხმა და მეტყველება ერთმანეთის იდენტურია. ამავე დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ სადავო ფონოგრამებზე საიდენტიფიკაციო კვლევის ჩატარება გ. კ-ს, გ. ქ-ს, ა. უ-ს, გ. გ-ს, დ. ქ-ს და გ. რ-ს ხმისა და მეტყველების მიხედვით ვერ მოხერხდა, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას, სადავო ფონოგრამები ვერ აკმაყოფილებდა საიდენტიფიკაციოდ ვარგისიანობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას - რეპრეზენტატულობას, რაც მთავარი პირობაა პიროვნების საიდენტიფიკაციოდ. ჩანაწერი არ იყო რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნდა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩაწერის დამაკმაყოფილებელი ხანგრძლივობა.

48. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - თ. ბ-მ, ე. კ-ა და დ. გ-ა სრულად დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის უტყუარობა და სისწორე.

49. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია, რომ სწორედ მსჯავრდებულები - თ. კ-ა, გ. ქ-ა, ვ. ბ-ა და ლ. ჩ-ი მონაწილეობდნენ ზემოთ განხილულ საუბრებში, რა დროსაც სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერების მიხედვით, აღიარებენ ქურდულ სამყაროს, მათ ურთიერთობა ჰქონდათ ქურდული სამყაროს წევრებთან და აქტიურად მოქმედებდნენ ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმეში არსებული, კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულების - თ. კ-ს, გ. ქ-ს, ვ. ბ-ა და ლ. ჩ-ს მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას ამ ნაწილში მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს მათ მიმართ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი.

50. საკასაციო პალატა ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულების - დ. ქ-ს, გ. ქ-ს, ვ. ბ-ა და ლ. ჩ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის, მსჯავრდებულების - ა. უ-ს, გ. რ-ა და გ. გ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის, ხოლო მსჯავრდებულ გ. ქ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება მათთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:

51. მოწმის სახით დაკითხული ს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს ს-ს შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების - გ. გ-ს, მ. ჯ-ა და დ. ო-ს მიერ მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს, ქ. ს-ი, ა-ს ხეივანში, №.. საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვეითად მოსიარულე გ. ქ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას, მისი მარცხენა ფეხის წინდიდან ამოღებულ იქნა ფოლგის ქაღალდში შეხვეული მოყავისფრო ფხვნილისებრი მასა.

52. გ. ქ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს, 20:25 საათზე, ქ. ს-ი, ა-ს ხეივანში, №.. საჯარო სკოლის წინ ქვეითად მოძრაობისას პოლიციის მუშაკებმა ბრალდებულის სახით დააკავეს გ. ქ-ა, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი მარცხენა ფეხის წინდიდან ამოღებულ იქნა ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდში შეხვეული მოყავისფრო ფხვნილისებრი მასა.

53. ქიმიური ექსპერტიზის №ქ/422 დასკვნის თანახმად, გ. ქ-ნ ამოღებული 1 ცალად დაფასოებული ფხვნილისებრი მასა, წონით 0,0997 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით 0,034 გრამს. აღნიშნული დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. მ-მ.

54. მოწმეების - ს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს წ-ს შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების - ა. ა-ს, ბ. ფ-ა და ა. ჯ-ს მიერ მიცემული ჩვენებების თანახმად, 2014 წლის 10 სექტემბერს, ქ-ს რაიონის სოფელ წ-ი, დეიდის - მ. კ-ს საცხოვრებელ სახლში მყოფი ვ. ბ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას, მისი შორტის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ე.წ. 2 ”ჩეკად” დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილი, რომელიც მოთავსებული იყო პოლიეთილენის პარკში.

55. ვ. ბ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს, 11:48 საათზე, ქ-ს რაიონის სოფელ წ-ი, დეიდის - მ. კ-ს საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში პოლიციის მუშაკების მიერ ბრალდებულის სახით დააკავეს ვ. ბ-ა, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი შავი ფერის წითელი და თეთრი კანტებით გაწყობილი შორტის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ქაღალდში გახვეული, 2 ”ჩეკად” დაფასოებული პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული მოყავისფრო შეფერილობის ფხვნილით.

56. სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის №ქ/423 დასკვნით დადგენილია, რომ ვ. ბ-ნ ამოღებული, 2 ცალად დაფასოებული ფხვნილისებრი მასა, საერთო წონით 0,515 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით 0,057 გრამი, ამავე დასკვნის თანახმად, კვლევის შემდეგ დარჩა ჰეროინის შემცველი ფხვნილისებრი მასა - 0,495 გრამი.

57. სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის №2030/სქ-№1769/ქრ დასკვნით დადგენილია, რომ ვ. ბ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება, წონით 0,495 გრამი, შეიცავს კუსტარული წესით მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, 0,0569 გრამის ოდენობით. აღნიშნული დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - მ. მ-მ და ნ. ლ-მ.

58. მოწმის სახით დაკითხული ს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების - ზ. ქ-ს, გ. პ-ა და ვ. ჭ-ს მიერ მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს, ლ. ჩ-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას, მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული მოყავისფრო ფხვიერი მასა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად საძინებელ ოთახში მდგარი საწოლის ლეიბის ქვემოდან ამოღებული იქნა გაზეთში გახვეული სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა.

59. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს, 01:50 საათზე, ლ. ჩ-ი პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს ქ.ზ-ი, ს-ს მე-.... შესახვევი, №..-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, საძინებელ ოთახში და ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მისი ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული მოყავისფრო ფხვიერი მასა, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის №ქ/416 დასკვნის თანახმად, წონით არის 0,096 გრამი და შეიცავს 0,035 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს.

60. ლ. ჩ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკის შედეგად სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში მდგარი საწოლის ლეიბის ქვემოდან ამოღებულ იქნა გაზეთის ქაღალდში გახვეული მცენარეული, სპეციფიკური სუნის მქონე ფხვიერი მასა, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის №ქ/419 დასკვნის თანახმად, არის 13,085 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა. აღნიშნული დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. მ-მ.

61. მოწმის სახით დაკითხული ს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს ზ-ს შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების - ა. ხ-ა და მ. შ-ს მიერ მიცემული ჩვენებების თანახმად, 2014 წლის 10 სექტემბერს, ქ. ზ-ი, ს-ს მეოთხე შესახვევის №...-ში მდებარე გ. ქ-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სახლის მეორე სართულზე არსებული გ. ქ-ს საწოლის ქვეშ აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ავტომატი, რომლის მჭიდში მოთავსებული იყო 20 ცალი ვაზნა.

62. გ. ქ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკის შედეგად საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებული გ. ქ-ს ლოგინის ქვეშ, იატაკზე აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ავტომატი წარწერით FF8865 1992, ერთი მჭიდი და 20 ცალი ვაზნა.

63. ბალისტიკური ექსპერტიზის №132/ბ დასკვნის თანახმად, გ. ქ-ს საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებული საძინებელი ოთახიდან ამოღებული საგანი წარმოადგენს სტანდარტულ-ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის, ”AK-74” მოდელის, 5,45 მმ კალიბრიან კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს №FF 8865, რომელიც ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ამავე დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, გ. ქ-ს საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებული საძინებელი ოთახიდან ამოღებული 20 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ კალიბრიან ვაზნებს, განკუთვნილს 1974 წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის: ”AK-74”, ”AKC-74”, ”AKC-74Y”, ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებისათვის, მათ შორის, ექსპერტიზაზე წარდგენილი ”AK-74” მოდელის ავტომატისათვის №FF 8865, ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. აღნიშნული დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. კ-მ.

64. მოწმის სახით დაკითხული ს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს წ-ს შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების - ზ. გ-ს, ა. რ-ს და რ. მ-ს მიერ მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს წ-ს რაიონის სოფელ ლ-ი მცხოვრები გ. გ-ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, გ. გ-ს საძინებელ ოთახში, საწოლის ქვეშ იატაკზე აღმოჩენილ იქნა შავი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მომწვანო - მორუხო ფერის მცენარეული მასა და ხელყუმბარა, ხოლო საწოლში, ბალიშის ქვეშ აღმოჩენილ იქნა თეთრ ქაღალდში გახვეული მომწვანო-მორუხო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა.

65. გ. გ-ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკის შედეგად გ. გ-ს საძინებელ ოთახში მისი საწოლის ქვეშ, იატაკზე აღმოჩენილი იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მომწვანო-მორუხო ფერის მცენარეული მასა და ხაკისფერი მომრგვალო ლითონის საგანი, ასევე გ. გ-ს საძინებელი ოთახის საწოლის ბალიშის ქვეშ აღმოჩენილ იქნა თეთრ ქაღალდში გახვეული მომწვანო-მორუხო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა.

66. ქიმიური ექსპერტიზის №ქ/417 დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, გ. გ-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული, 2 ცალად დაფასოებული მცენარეული მასა, საერთო წონით 171,19 გრამი, არის ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა. აღნიშნული დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. მ-მ.

67. პიროტექნიკური ექსპერტიზის №10/ა.მ. №132/ბ დასკვნით დადგენილია, რომ გ. გ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, მისი საძინებელი ოთახიდან ამოღებული საგნები წარმოადგენს ”PГД-5” ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის ერთ ცალ კორპუსს და ”Y3PГM” ტიპის ერთ ცალ ფალიას, რომლებიც საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე მიეკუთვნებოდა საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისი იყო დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. აღნიშნული დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა-ბალისტმა მ. კ-მ.

68. მოწმეების - ქ.ფ-ს შს საქალაქო სამმართველოს თანამშრომლების - ბ. კ-ს, გ. ლ-ა და ე. ძ-ს მიერ მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს, ქ.ფ-ი, გ-ს ქ.№....-ში მდებარე, გ. რ-ს დეიდის - ლ. მ-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მისაღებ ოთახში განთავსებული საწოლის ლეიბის ქვემოდან ამოღებულ იქნა შავი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი ”TO3-63”.

69. ლ. მ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკის შედეგად მისაღებ ოთახში მდგარი რკინის საწოლის ლეიბის ქვემოდან ამოღებულ იქნა შავი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი ”TO3-63”. ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ. რ-ს დედამ, ლ. მ-მ და დეიდამ, ლ. მ-მ განაცხადეს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული, გადაჭრილი, ორლულიანი თოფი ეკუთვნოდა გ. რ-ს.

70. ბალისტიკური ექსპერტიზის №134/ბ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, გ. რ-ს დეიდის, ლ. მ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული საგანი წარმოადგენს ”Б” მოდელის, 16 კალიბრიანი, ორლულიანი, გლუვლულიანი სანადირო თოფისგან თვითნაკეთი წესით დამზადებულ ცეცხლსასროლ იარაღს, ნომერწაშლილ გადაჭრილ თოფს, რომელიც ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. აღნიშნული დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. კ-მ.

71. მოწმეების - ფ-ს შს საქალაქო სამმართველოს თანამშრომლების - ე. კ-ს, ნ. ბ-ა და ზ. ბ-ს მიერ მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს, ქ.ფ-ი, მეშვიდე კილომეტრის დასახლების ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა გ. რ-ი, როდესაც ის ავტომანქანით გადაადგილდებოდა. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად გ. რ-ს ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა გაზეთის ქაღალდში გახვეული მომწვანო-მორუხო ფერის ფხვიერი მასა, რაც ადგილზე დაილუქა.

72. დაკავების ოქმის თანახმად, 2014 წლის 10 სექტემბერს, 14:55 საათზე, ქ. ფ-ი, მეშვიდე კილომეტრის დასახლების ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა გ. რ-ი, რომელიც ბრალდებული იყო საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

73. პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს, ფ-ი, მეშვიდე კილომეტრის დასახლების ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მისი ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა გაზეთის ქაღალდში გახვეული მომწვანო-მორუხო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე ფხვიერი მასა.

74. სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის №ქ/418 დასკვნის თანახმად, გ. რ-ნ ამოღებული, ქაღალდის ერთ ნაკეცში მოთავსებული მცენარეული მასა, წონით 15,105 გრამი, არის ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა. აღნიშნული დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. მ-მ.

75. მოწმის სახით დაკითხული ს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს წ-ს შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების - ა. ძ-ს, გ. ფ-ა და გ. კ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ დ. ქ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, მისი შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავ პარკში შეხვეული მომწვანო-მორუხო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე ფხვიერი მცენარეული მასა, რაც ადგილზე დაილუქა ერთ პაკეტად.

76. მოწმე გ. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს იზოლატორში შეყვანილ იქნა ბრალდებულის სახით დაკავებული დ. ქ-ა, რა დროსაც მორიგეები იყვნენ ის და დ. ს-ა. ვიზუალური დათვალიერებისას დ. ქ-მ შარვლის უკანა ჯიბიდან ამოიღო და წარმოადგინა მწვანე ფერის მცენარეული მასა.

77. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს, 11:10 საათზე, ქ.ჯ-ი, გ-ს ქ.№3/12-ში მცხოვრები ჟ. ბ-ს ბინის გასასვლელ კარებთან დაკავებულ იქნა დ. ქ-ა, როცა იგი ცდილობდა გაქცევას. პირადი ჩხრეკის შედეგად დ. ქ-ს შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავ პოლიეთილენის პარკში შეხვეული მომწვანო-მორუხო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, რაც წარედგინა პირადი ჩხრეკის მონაწილეებს, რის შემდეგაც დაილუქა.

78. 2014 წლის 10 სექტემბერს ს-ს რეგიონალური ზ-ს დროებითი მოთავსების იზოლატორის პასუხისმგებელი მორიგის, დ. ს-ს მიერ, ამავე იზოლატორის მორიგის, გ. კ-ს და ბრალდებულის სახით დაკავებული დ. ქ-ს თანდასწრებით შედგენილი ოქმის თანახმად, 2014 წლის 10 სექტემბერს, 17:45 საათზე, ს-ს რეგიონალური ზ-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანილ იქნა ბრალდებულის სახით დაკავებული დ. ქ-ა, რომელმაც ვიზუალური დათვალიერებისას წარმოადგინა შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან მომწვანო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, რომელიც მოთავსებულ იქნა თაბახის ფურცელში, პოლიეთილენის პარკში და შემდეგ - ქაღალდის კონვერტში, რაც დაილუქა დროებითი მოთავსების იზოლატორის ბეჭდით.

79. ზ-ს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის - პ. დ-ს მიერ შედგენილი ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2014 წლის 11 სექტემბერს მოწმე დ. ს-ნ ამოღებულ იქნა ერთი ცალი თეთრი კონვერტი დალუქულ მდგომარეობაში, რომელზეც იკითხებოდა: ”2014 წლის 10 სექტემბერს, ბრალდებულ დ. ქ-ნ ამოღებული მცენარეული მასა...”. ამოღებული კონვერტი მოთავსდა თეთრი ფერის კონვერტში და დაილუქა.

80. სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის №ქ/419 დასკვნით დადგენილია, რომ დ. ქ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლიეთილენის ერთ პაკეტში მოთავსებული მცენარეული მასა, წონით 85,62 გრამი, არის ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა.

81. სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის №432/სქ დასკვნით დადგენილია, რომ დ. ქ-ნ დროებითი მოთავსების იზოლატორში ამოღებული მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, მშრალ მდგომარეობაში წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, წონით 0,79 გრამს. აღნიშნული დაადასტურეს ექსპერტებმა - მ. მ-მ და დ. გ-მ.

82. მოწმის სახით დაკითხული ს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს წ-ს შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების - პ. ფ-ს, დ. ჭ-ა და ა. კ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს, ქ.თ-ი, მ-ს ქუჩაზე დააკავეს ა. უ-ა, რომელსაც პირადი ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა და მისგან ამოღებულ იქნა პისტოლეტი ერთი ცალი ვაზნით და ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანა.

83. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ა. უ-ა 2014 წლის 10 სექტემბერს, 18:42 საათზე, დაკავებულ იქნა ქ.თ-ი, მ-ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ა. უ-ს ჯინსის შარვალსა და მასზე შემორტყმულ ყავისფერ ქამარს შუა ჩარჭობილი პისტოლეტის მსგავსი საგანი, წარწერით ”BORA Mod. SK 200”, №44790, მოყავისფრო ტარით, მასში მოთავსებული მჭიდის მსგავსი საგნით და მჭიდში მოთავსებული ერთი ცალი საგანი, ასევე მისი ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მოთეთრო ქაღალდში შეხვეული მომწვანო ფერის მცენარეული მასა, რაც დაილუქა ცალ-ცალკე პაკეტებად.

84. ბალისტიკური ექსპერტიზის №135/ბ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ა. უ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პისტოლეტი №44790, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 9 მმ ნომინალური კალიბრიანი პისტოლეტის მოდელს ”BORA Mod. SK 200”, რომელსაც ლულის არხში არ გააჩნია საფანტის და აირის იარაღისთვის აუცილებელი, სპეციალური სტაციონარული მზღუდავი; ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. 1 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 1951 წლის ნიმუშის 9,2 მმ კალიბრიან ვაზნას, რომელიც ვარგიასია სროლისთვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

85. ბალისტიკური ექსპერტიზის №188/ბ დასკვნით დადგენილია, რომ ა. უ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პისტოლეტი №44790, წარმოადგენს 9 მმ ნომინალური კალიბრიანი პისტოლეტის მოდელს ”BORA Mod. SK 200”, რომელსაც ლულის არხში არ გააჩნია საფანტის და აირის იარაღისთვის აუცილებელი, სპეციალური სტაციონარული მზღუდავი; ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. აღნიშნული პისტოლეტი დამზადებულია ქარხნული წესით და თვითნაკეთი წესით გადაკეთებული არ არის. აღნიშნული დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. კ-მ.

86. სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის №431/სქ დასკვნით დადგენილია, რომ ა. უ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული, მომწვანო-მოყავისფრო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, მშრალ მდგომარეობაში, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას, წონით 15,48 გრამს. ამავე დასკვნის თანახმად, კვლევის შემდეგ საკვლევი ობიექტიდან დარჩა 15,18 გრამი.

სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის №2019/სქ დასკვნით დადგენილია, რომ ა. უ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული, თეთრ ქაღალდში გახვეული, მომწვანო-მოყავისფრო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე დაქუცმაცებული მცენარეული მასა, გამომშრალ მდგომარეობაში, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას, წონით 15,18 გრამს. აღნიშნული დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - მ. ჭ-მ და ნ. ნ-ა.

87. ნარკოლოგიური გამოკვლევის №5013889 დასკვნის თანახმად, 2014 წლის 11 სექტემბერს ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ა. უ-ს დაუდგინდა სწორედ იმ სახეობის ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანის მოხმარება, რომელიც ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკის დროს.

88. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და ასევე, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებმა - გ. ქ-მ, ვ. ბ-მ და ლ. ჩ-ა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მსჯავრდებულმა თ. კ-მ - სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მსჯავრდებულმა დ. ქ-მ - სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, მსჯავრდებულმა გ. ქ-მ - სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მსჯავრდებულმა გ. გ-მ - სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო მსჯავრდებულებმა - ა. უ-მ და გ. რ-ა - სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები და განსაზღვრული აქვთ სამართლიანი სასჯელები.

89. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი #2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი ,,მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო.

90. გასაჩივრებული განაჩენით ა. უ-ს მსჯავრი დაედო 15,18 გრამის ოდენობით, ხოლო გ. რ-ს - 15,105 გრამის ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ შეძენა-შენახვაში.

91. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიხედვით, ვინაიდან დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით გამომშრალი ,,მარიხუანის“ შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სასჯელს უნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისი ნაწილის სანქცია კი, გარდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთისა, სხვა ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულები - ა. უ-ა და გ. რ-ი უნდა გათავისუფლდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, 309-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. გ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს, მსჯავრდებულ დ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ-ს, მსჯავრდებულ ლ. ჩ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს, მსჯავრდებულ ა. უ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს, მსჯავრდებულ გ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ს, მსჯავრდებულ ვ. ბ-ს, მსჯავრდებულ თ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - კ. ბ-ა და ლ. ხ-ს, მსჯავრდებულ გ. ქ-ს, მსჯავრდებულ დ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აგვისტოს განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. ა. უ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 26 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის განჩინების საფუძველზე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. ა. უ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. ა. უ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 10 სექტემბრიდან 2015 წლის 27 მაისის ჩათვლით. იგი დაპატიმრებისთანავე მოთავსებულ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან.

6. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

7. გ. რ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 26 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის განჩინების საფუძველზე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

8. გ. რ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

9. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

10. დ. ქ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) და მიესაჯოს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

11. დ. ქ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 10 სექტემბრიდან 2015 წლის 27 მაისის ჩათვლით. იგი დაპატიმრებისთანავე მოთავსებულ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან.

12. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

13. გ. ქ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

14. გ. გ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

15. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

16. თ. კ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2014 წლის 11 სექტემბრიდან.

17. გ. ქ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

18. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

19. ვ. ბ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ვ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

20. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

21. ლ. ჩ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2014 წლის 10 სექტემბრიდან.

22. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

23. ნივთიერი მტკიცებულებები: მსჯავრდებულების კუთვნილი მობილური ტელეფონები, სიმბარათები, კომპიუტერის პროცესორი, პორტატული კომპიუტერები (ე.წ. ”ნოუთბუქები”), ID ბარათი, ID ბარათის ასლი, სასიგნალო პისტოლეტი დაუბრუნდეს მათი მესაკუთრეების ნდობით აღჭურვილ პირებს; ლაზერული, CD და DVD დისკები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, მისი საქმის შენახვის ვადით; ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, მათი შემდგომი განკარგვის მიზნით, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

24. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

25. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი