საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#487აპ.-17 ქ. თბილისი
ც. ნ-რ 487ap.-17 23 იანვარი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ხატია ყანდიაშვილის
ადვოკატ - ნ. მ-ის
მსჯავრდებულ - ნ. ც-ის
კანონიერი წარმომადგენლის - დ. ც-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. ც-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 მაისის განაჩენით ნ. ც., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი -თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ნ. ც-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ნ. ც-ს მსჯავრი დაედო ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათივს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ნ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განაჩენით ნოდარ ცხვირაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2017 წლის 28 იანვარს, ღამის საათებში, ნ. ც-მა გ. ე-თან წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწია თ-ში, ი-ის ქუჩაზე მდებარე ზ. შ-ის მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 90 ლარსა და ერთ ლარად ღირებულ საღეჭ რეზინს, რითაც ზ. შ-ს მიადგა 91 ლარის მატერიალური ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. ც-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მა. კასატორები ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის გამოყენებით.
5. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ნ. ც-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მა იშუამდგომლეს, არ იქნეს განხილული მათი საკასაციო საჩივარი, ვინაიდან სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 27 დეკემბრის განკარგულების თანახმად, ნ. ც. სრულად გათავისუფლდება საპატიმრო სასჯელის მოხდისგან 2018 წლის 13 ივნისს. შუამდგომლობას მხარი დაუჭირა არასრულწლოვან ნ. ც-ის კანონიერმა წარმომადგენელმა დ. ც-აც.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ ნ. ც-სა და მისი ადვოკატის, ნ. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მათი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.
7. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ც-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორების მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე