საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 15.07.2019
საქმის ნომერი
24აგ.-2019
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020142219700081017

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

#24აგ-19 ქ. თბილისი

ჭ-ი გ, 24აგ-19 15 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. თ-ის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განჩინებაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განაჩენით:

ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ნათია კიკვაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა ზემდგომი პროკურორის თანხმობით 2013 წლის 8 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ნათია კიკვაძეს, ბრალდებულ გ. ჭ-სა და მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ო. რ-ეს შორის.

გ. ჭ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე 1 (ერთი) წელი ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

მასვე საქართველოს სსკ–ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათით.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ჭ-ს 3 (სამი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება;

იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:

გ. ჭ-ი დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ გ. ჭ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავების მომენტიდან.

მსჯავრდებული გ. ჭ-ი დააკავეს 2019 წლის 13 აპრილს.

3. 2019 წლის 22 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. თ-მა, რომელმაც ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განაჩენის (შუამდგომლობაში შეცდომითაა მითითებული 5 მაისი) გადასინჯვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განჩინებით:

მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. თ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. თ-მა და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება.

6. 2019 წლის 3 ივლისს წარმოდგენილი განცხადებით ადვოკატი ა. თ-ი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ ადვოკატ ა. თ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.

8. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. თ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განჩინებაზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე