საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002193691
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №671აპ-19 ქ. თბილისი
ყ-ი ლ 671აპ-19 17 იანვარი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის, მსჯავრდებულ გ. ჭ-ს, მსჯავრდებულ ლ. ყ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განაჩენით:
1.1.ლ. ყ-ი, - დაბადებული ... წლის .... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 6 აპრილის #...... გადაწყვეტილებით ლ. ყ-ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 წელი, 6 თვე და 13 დღე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ყ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად; მსჯავრდებულ ლ. ყ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 მარტიდან.
1.2.გ. ჭ-ი, - დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 იანვრის #.... გადაწყვეტილებით გ. ჭ-ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 წელი, 3 თვე და 15 დღე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ჭ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. მსჯავრდებულ გ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 მარტიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:
2.1.ლ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 6 აპრილის #.... გადაწყვეტილებით ლ. ყ-ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 წელი, 6 თვე, 13 დღე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ყ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. ლ. ყ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 მარტიდან.
2.2.გ. ჭ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენითა და აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 იანვრის #.... გადაწყვეტილებით გ. ჭ-ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 3 წელი, 3 თვე, 15 დღე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ჭ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. გ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი სასამართლო სხდომის დარბაზში დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 მარტიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
3.1.2017 წლის 6 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ. თ-ი, ც. დ-ს ქუჩის #...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შელაპარაკებისას, ლ. ყ-ა თანმხლებ სხვა პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა ადგილას მუშტების დარტყმით სცემა გ. მ-ა და ლ. ს-ს, რის შედეგადაც ორივე მათგანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.2.2017 წლის 6 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ. თ-ი, ც. დ-ს ქუჩის #....-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შელაპარაკებისას, გ. ჭ-ა თანმხლებ სხვა პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა ადგილას ხელების დარტყმით სცემა გ. მ-ა და ლ. ს-ს, რის შედეგადაც ორივე მათგანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. კასატორი - პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ლ. ყ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; გ. ჭ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელიდან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. პროკურორი უთითებს, რომ მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მათი დამოკიდებულება ჩადენილი ქმედების მიმართ. ამ შემთხვევაში დანაშაული ჩადენილია არაერთხელ, ნასამართლევი პირების მიერ, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
6. მსჯავრდებული გ. ჭ-ი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
7. მსჯავრდებულის პოზიციით, მოსამართლემ მიკერძოებულად შეაფასა ე.წ. დაზარალებულების ჩვენებები. გ. მ-ე რომ მანქანით დაეჯახა კასატორს, აშკარად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. სასამართლო დიდ ადგილს უთმობს წარსული გადაწყვეტილებების აღწერას, მგარამ არ უთითებს, გამამართლებელი განაჩენის თაობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გარდა ლ. ს-ს არასანდო და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებისა, არ არსებობს უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა.
8. მსჯავრდებული ლ. ყ-ი და მისი ადვოკატი ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ლ. ყ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
9. კასატორები უთითებენ, რომ გ. მ-ე გულწრფელი არც გამოძიების ეტაპზე და არც სასამართლოში არ ყოფილა, მან გამოძიებას არ გაუმხილა მისი სამსახურის შესახებ, კერძოდ, რომ მუშაობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში; გ. მ-ს ქმედება შესაძლოა, შეფასდეს, როგორც ხულიგნობა, რომელიც მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება და გამოძიება სწორი კვალიფიკაციით რომ წარმართულიყო, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოთხოვაც შესაძლებელი იქნებოდა; შესაბამისად; სასამართლოს არ გაუჭირდებოდა სწორი სამართლებრივი შეფასება; ლ. ს-ს ჩვენება არ არის უტყუარი. იგი ამბობდა, რომ ხელი ჰქონდა მოტეხილი, მაშინ, როდესაც ექიმის ჩანაწერების მიხედვით, მას ჰქონდა დაჟეჟილობა.
10. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
12. პალატა ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. ყ-ა და გ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის თაობაზე. დაზარალებული მოწმეების - ლ. ს-ა და გ. მ-ს ურთიერთშესაბამისი ჩვენებები, მოწმე ზ. კ-ს ჩვენება და ს. ქ-ს სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ლ. ყ-ა და გ. ჭ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
13. მოვალეობათა დარღვევის ხასიათის, ზომისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. ყ-ა და გ. ჭ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
14. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის, მსჯავრდებულ გ. ჭ-ს, მსჯავრდებულ ლ. ყ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
გ. შავლიაშვილი