შეიცვალა კვალიფიკაცია დამძიმებისაკენ
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002614273
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№120აპ-20 ქ. თბილისი
ქ. ბ., 120აპ-20 28 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რამაზ შავაძის, მსჯავრდებულების - ბ. ქ-სა და გ. შ-ს ადვოკატ ზ. პ-სა და მსჯავრდებულ რ. კ-ს ადვოკატ ბ. ბ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა რამაზ შავაძემ, რომელიც ითხოვს ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ბ. ქ-ს, რ. კ-ს და გ. შ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებებში და მათთვის მკაცრი სასჯელების განსაზღვრას; მსჯავრდებულების - ბ. ქ-ს და გ. შ-ს ადვოკატმა ზ. პ-მ, რომელიც ითხოვს ბ. ქ-სა და გ. შ-ს უდანაშაულოდ ცნობას და მსჯავრდებულ რ. კ-ს ადვოკატმა ბ. ბ-მ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულების გამართლებას.
2. ბ. ქ-ს, - დაბადებულს 19-- წლის .. სექტემბერს, - ბრალი დაედო: ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში; გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მისი სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები, ჯგუფურად, დიდი ოდენობით და ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად.
რ. კ-ს, - დაბადებულს 19-- წლის .. აპრილს, - ბრალი დაედო: ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში; გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მისი სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები, ჯგუფურად, დიდი ოდენობით და ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად.
გ. შ-ს, - დაბადებულს 19-- წლის .. მარტს, - ბრალი დაედო: ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში; გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მისი სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები, ჯგუფურად, დიდი ოდენობით და ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად.
ბ. ქ-ს, რ. კ-ს და გ. შ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- ბ. ქ, რ. კ. და გ. შ. არიან „ქურდული სამყაროს“ წევრები, რომლებიც აღიარებენ ,,ქურდულ სამყაროს“ და აქტიური მოქმედებით ,,ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად, რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, დანაშაულის ჩადენით და დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით ,,ქურდული სამყაროს“ წევრებისათვის სარგებლის მიღება, ქ. ბ-ში აქტიურად მონაწილეობდნენ ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში.
- ,,ქურდული სამყაროს“ წევრები - გ. შ და რ. კ. 2018 წლის 29 იანვარს, ღამის საათებში, იმყოფებოდნენ ... ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „პ-ს“ ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევით შეხვდნენ თავიანთ ნაცნობ კ. კ-ს, რომელიც ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულეს, რომ ნარკოტიკული საშუალების ყიდვა-გაყიდვა და ამ გზით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად, საქმის გარჩევის მიზნით, ბ. ქ-სთან გაჰყოლოდა. აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში, ,,ქურდული სამყაროს“ წევრებმა - გ. შ-მ და რ. კ-მ, კ. კ-სთან ერთად, ... სახელმწიფო ნომრის ავტომანქანით, რომელსაც მართავდა კ-. კ., ..., .... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიაკითხეს ბ. ქ--ს, რომელიც ,,ქურდული სამყაროს“ წევრების გავლენისა და ძალაუფლების გამოყენების მიზნით, მათ ავტომანქანის წინა, მარჯვენა სავარძელში ჩაუჯდა და გააგრძელეს გზა ... მდებარე ჭადრაკის სახლ „კ-მდე“, სადაც, მათივე მოთხოვნით, კ. კ-მ ავტომანქანა გააჩერა ჭადრაკის სახლის უკან. ავტომანქანის გაჩერების შემდეგ ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად, თავისთვის და ქურდული სამყაროსთვის სარგებლისა და უპირატესობის მიღების მიზნით, ბ. ქ-მ, გ. შ-მ და რ. კ-მ, რომლებსაც განზრახული ჰქონდათ კ. კ-სგან თანხის გამოძალვა, დიდი ოდენობით თანხის გადაცემის მოთხოვნით გააგრძელეს მის მიმართ ძალადობა და სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა. იმავდროულად, სამივე მათგანი ჯგუფურად ძალადობდა, რაც გამოიხატებოდა კ. კ-ზე სახისა და თავის არეში ხელების არაერთჯერად დარტყმაში და ამ გზით აიძულებდნენ თავდაპირველად 3000 ლარის, ხოლო საბოლოოდ, ეტაპობრივად - 20000 ლარის გადახდას, მათთვის, როგორც ,,ქურდული სამყაროს“ წევრებისათვის, ამავე სამყაროს წესების შესაბამისად, რომლის ნაწილს ,,ქურდული სამყაროს“ ე.წ. „საწევროში“ ჩასარიცხად ,,კანონიერ ქურდებთან“ მიიტანდნენ.
3. ბ. ქ-ს, რ. კ-სა და გ. შ-ს წარედგინათ ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენით:
ბ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- ბ. ქ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ქ-ს სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ბ. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 17 ივლისიდან.
რ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- რ. კ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. კ-ს სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ რ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 17 ივლისიდან.
გ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- გ. შ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. შ-ს სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ გ. შ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 17 ივლისიდან.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა რამაზ შავაძემ, რომელიც ითხოვდა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ბ. ქ-ს, რ. კ-სა და გ. შ-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებებში და მათთვის მკაცრი სასჯელების განსაზღვრას; მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ადვოკატებმა - ზ. პ-მ და ი. მ, მსჯავრდებულ რ. კ-ს ადვოკატმა ბ. ბ-მ და მსჯავრდებულ გ. შ-ს ადვოკატმა დ. ჯ-მ, რომლებიც ითხოვდნენ მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით სახელმწიფო ბრალმდებლის - რამაზ შავაძის, მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ზ. პ-ს და ი-ს, მსჯავრდებულ რ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ბ-სა და მსჯავრდებულ გ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
- ბ. ქ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
ბ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ბ. ქ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
რ. კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
რ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ” ქვეპუნქტებითა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით რ. კ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. შ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
გ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ” ქვეპუნქტებითა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. შ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების - ბ. ქ-სა და გ. შ-ს ადვოკატ ზ. პ-სა და მსჯავრდებულ რ. -ს ადვოკატ ბ. ბ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფლდეს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რამაზ შავაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმად, სასამართლოში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (დაზარალებულ კ. კ-ს 2018 წლის 15 იანვრის ჩვენება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მოწმეების: ნ. მ-ს, გ. გ-ს და ე. კ-ს ჩვენებები, ბ. ქ-ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის №... და ფონოსკოპიური ექსპერტიზის №... და №. დასკვნები), რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ბ. ქ-მ, რ. კ-მ და გ. შ-მ ჩაიდინეს ჯგუფურად და დიდი ოდენობით გამოძალვა, ესე იგი სხვიი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მისი სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები და ასევე - ჯგუფურად ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და, შესაბამისად, მათი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ” ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით არის კანონიერი. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენაში ბ. ქ-ს, რ. კ-სა და გ. შ-ს მსჯავრდებისას სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მსჯავრდებულების მიერ ბრალად შერაცხული ზემოაღნიშნული ქმედებების ჩადენა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების - ბ. ქ-სა და გ. შ-ს ადვოკატ ზ. პ-სა და მსჯავრდებულ რ. კ-ს ადვოკატ ბ. ბ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდების ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ საკითხზე, შეაფასებს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეს და განმარტავს, შესაძლებელია თუ არა ამ მტკიცებულებების საფუძველზე ფაქტების უტყუარად დადგენა და რამდენად იძლევა მათი ერთობლიობა ბ. ქ-ს, რ. კ-სა და გ. შ-ს ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში გონივრულ ეჭვს მიღმა მსჯავრდების შესაძლებლობას.
4. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის.,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ‘‘ საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ქურდული სამყარო“ არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა - „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ საქმიანობა, განხორციელებული დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, „ქურდული შეკრებით“/„ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება.
5. ,,ქურდული სამყაროს“ წევრის განსაზღვრება მოცემულია ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის თანახმადაც, „ქურდული სამყაროს“ წევრი არის პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. ობიექტური მხრივ, „ქურდული სამყაროს“ წევრობა გამოხატულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მოქმედებს ამ სამყაროს მიზნების მისაღწევად. აქტიურ მოქმედებაში იგულისხმება: დაშინება, მუქარა, იძულება, ,,ქურდული გარჩევა“, დანაშაულის ჩადენა, პირების გამოძებნა დანაშაულის ჩასადენად და მათი წაქეზება დანაშაულის ჩადენისკენ, იმ ობიექტის მოძიება, საიდანაც შეიძლება ქონების ამოღება. დანაშაული დამთავრებულია „ქურდული სამყაროს“ აღიარებასთან ერთად, კონკრეტული ქმედების ჩადენისთანავე და მნიშვნელობა არა აქვს, მიაღწია თუ არა „ქურდული სამყაროს“ წევრმა დასახულ მიზანს. სუბიექტური მხრივ, აუცილებელია „ქურდული სამყაროს“ წევრის მოქმედება მიმართული იყოს „ქურდული სამყაროს“ წევრებისთვის ან სხვა პირებისთვის სარგებლის მიღებისკენ.
6. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში საქმეზე: ,,აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ“ შენიშნა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, რომელიც განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსის 223(1)-ე მუხლით, მჭიდროდ არის დაკავშირებული „კანონიერ ქურდად“ ყოფნის დანაშაულთან. ეს უკანასკნელი სისხლისსამართლებრივად იდევნება იმავე მუხლის მე-2 პარაგრაფით. ორივე ასახავს კარგად ცნობილ ორგანიზებულ დანაშაულს, რომლის მიმართაც საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 20 დეკემბერს მიიღო ფართო საკანონმდებლო პაკეტი, რათა გაძლიერებულიყო ბრძოლა ამგვარი დანაშაულებრივი სინდიკატების წინააღმდეგ. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ“ - Ashlarba v Georgia №45554/08, 15/07/2014, § 29).
7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ დადგინდა მსჯავრდებულების: ბ. ქ-ს, რ. კ-სა და გ. შ-ს ქმედებებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობა, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ ბ. ქ., რ. კ. და გ. შ. არიან ,,ქურდული სამყაროს“ წევრები და საწინააღმდეგო მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ:
8. „კომპიუტერული სისტემიდან/კავშირგამბულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ოქმი №---ის თანახმად, 2018 წლის 9 მაისიდან 2018 წლის 9 ივნისამდე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება და ბ. ქ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონიდან პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) მოხდა ინფორმაციის მოხსნა/ფიქსაცია.
9. ბ. ქ-ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით (...) დასტურდება, რომ ჩანაწერში მოქმედება მიმდინარეობს ღამით ავტომანქანაში. ისმის მამაკაცების ხმა, რომლებიც მიმართავენ საჭესთან მჯდომ კ. კ-ს: ,,გაუშვი, რომ დაჭიკჭიკებ, შენ ყიდი ,,წამალს“, მაგი თქვი! პირდაპირ, ახლა, ამ წუთასვე, ჩემი დედას შ-ი, თუ გაგითვალისწინო რ-ა, შენაც ძმაო, არ გაგიტყდეს!“... ავტომანქანაში მყოფი ერთ-ერთი პირის მითითებით, კ. კ. აჩერებს ავტომანქანას, რომლის შეჩერებისთანავე ისმის საუბარი: „შენ მომისმინე ახლა! აჭიკჭიკდი ყველაფერი, რამდენ ტყუილსაც იტყვი, ჩემი დედა მ-ნ, იმდენი მუშტი მოგხვდება, გაიგე? ტყუილში დაგიჭერ, მე ხომ იცი ყველაფერი ვიცი?! მე ვიყო ბ-ი თუ ბ-ა და რ-ა ერთ სიტყვაში მოგატყუილებინო. ყ-ზე მკიდია! ,,დავაი“ დაიწყე ახლა მეოთხედები რომ მოგქონდა.“ ... ,,ჰო, ჩემ ყ-ს მიხვალ ახლა ,,საძაღლეში, ,,ბარიგა“ ხარ!“ ... ,,დავაი თქვი ახლა რა ხდება? რა ხდება, „დავაი“, თქვი მეოთხედები საიდან მოგქონდა, რა მოგქონდა, შენ ყიდდი? დავაი ისაუბრე! ... ,,აი მითუფრო არ შეგიწყალებ. ჩემი დედა მ-ნ, ჯერ ბიჭო, მე როგორ მყიდდი მაგ დედა მ-ლ წამალს?! მაი მაგიდან გაქვს შენ წამოღებული 5-6.“ ,,არ უნდა ბიჭო ამდენი! კონკრეტული კითხვა დაუსვი და პასუხი გაგცეს.“ ,,დავაი, დავაი!“ ,,რამდენი ხანია ყიდი?“ ,,თვეზე მეტია, ორი თვეა ყიდი, ორი თვეა ყიდი, შენ მ-ნ შეენი!“ ,,არა ერთი თვეა.“ ,,რამე გაგიჭირდა თუ პროსტა დაგევასა, იფიქრე ფულს ვიშოვიო?!“ ,,რამდენს ამატებდი მაგი, რომ გაძლევდა?“ ,,30 ლარს.“ ,,ბ-ს გაზრდილი ვიყო, 30-ად ვატანო და 60-ად აძლევდა იმას და პლუს მეოთხედებს...“ ... ,,რას ელაპარაკები ბიჭო!“ ,,თავში, თავში, მოკალი.“ კადრში ჩანს, როგორ გამეტებით სცემენ ავტომანქანის მძღოლს (კ. კ-ს) ავტომანქანის უკანა სავარძელზე მყოფი პირები. იმავდროულად ერთ-ერთი პირი მობილური ტელეფონით იღებს ვიდეოს ისე, რომ კადრში მხოლოდ კ. კ. ჩანს, დანარჩენების სახეები ჩანაწერში არ ფიქსირდება. კ. კ-ს ცემის დროს ისევ ისმის მამაკაცების ხმა: ,,დანა სადაა? დანით!“ „დანა არ გინდა, კაი არ გინდა დანა, დანა არ გინდა, შენი დედას შ-ი, ხმა ამოიღე!“ ,,თავი უნდა გაუტეხო!“ ,,არ მეცოდები! შენ მე რომ მომატყუე, მე შენ გეძმაკაცებოდი, მაგიტომ არ მეცოდები.“ ... ,,თუ გ-ი, ყ-ს მომჭამენ აგერ გეუბნები, დედას მ-ვ, ,,დავაი“, ილაპარაკე, ,,წამალს“ რამდენში ყიდდი? შენი იყო? ვისი იყო? შენი წამალი იყო? თქვი შენი დედას შ-ი, ნუ დამღალე ბიჭო!“ მამაკაცები განაგრძობენ კ. კ-ს ცემას, აიძულებენ თქვას, ვისგან და რა ფასად ყიდულობდა ,,წამალს“... ,,... აი კიდევ რას თ-ა შეხედე! ვითომ რომ არ დამწვარიყო, მეოთხედს კიდევ შუაზე ყოფდა და იმას 65-ში ყიდდა.“ ,,იქ აგერ კიდევ ,,პა ხოდუ“, მიაფხიკავდა, მოაფხიკავდა.“ ... ,,ოი, შენ მ-ნ შენი ყველაფერი, ,,დავაი, ილაპარაკე! სამი თვეა წამალს ყიდულობ!“ “დავჩეხოთ?“ „ფული სად გიდევს? მადროვე, რად მინდა, ამას ისედაც დედა აქვს მ-ი! მე შენ შარს არ განახებ, ჩემი დედა მ-ნ! მე უნდა მ-ა ამას, რომ მ-და ერთი თვეა, პატრონი! მომისმინე ბიჭო!“ ,,ფული რამდენი გაქვს?“ ,,რამდენი გაქვს შე დედა მ-ო და სად გიდევს? ფული არ მაქვს, არ თქვა თორემ იარაღი, ჩემი დედა მ-ნ, ტყვია შეწკეპილია, კარგად იარაღსაც ვერ ვფლობ, შეიძლება გამივარდეს და მაი ტვინი გაგასხმევინო, გესმის? დედა მ-ო, თქვი ფული სად გიდევს, რა გიდევს? შენ აქედან ვერ წახვალ! შენ ჯერ ფულს მ-ვ დღესვე, ახლა, აქანე, დედას მ-ვ. მერე კიდე წაგვიყვან საცხა წამალს ყიდულობდი იგენზე დედას მ-ბ, რასაც გეტყვი!“ ,,და მერე კიდე მეორე პარტიას მოიტან.“ ,,მეორე პარტიასაც მოიტან, წამალს წამლად, ფულს ფულად, დედას მ-ვ, კ., გაიგე? იმიტომ რომ ხარ თ-ი, შენ ჩემი ძმაკაცობა ხომ ვერ დეინახე და მე ხომ მ-დი, ბ-ა ქ-ს მე შარს არ ვანახებ, ჩემი დედა მ-ნ! სახლიდან მე გამოვიყვანე. დედას მ-ვ მე, ბიჭო, ჩემი დედას შ-ი! ხომ მიცნობ კარგად, დავაი ეხლა თქვი რამდენი გაქვს ფული, სად გაქვს, როგორ გაქვს, არც რ-ს ვანახებ შარს, ,,დავაი“ თქვი! გეუბნები შეწკეპილი მაქვს იარაღი, რომ გესროლო.“ ,,ვიცი, ვიცი ძმაო!“ ,,იმის დედას შ-ი, დაგადებ აქანე და გავივლი, წავალ. ... შენ მომისმინე ბიჭო, აზრზე მოდი, ხალხი წყობიდან ნუ გამოგყავს, შე ყ-ო შენ! ხალხს საქმე აქვს, ბიჭო! გესმის ბიჭო? აზრზე მოდი! ,,მათქმევინე რიჟა, ჰო!“ ,,რამდენი გაქვს მ-ი?“ ,,ამ წუთას მაქვს 200 ლარი.“ ,,როგოორ?“ ... ,,შე მ-ნ დედის მ-ი!“ ,,რამდენი? შენ შ-გ ხომ არ გაქვს?“ ,,ამ წუთას-მეთქი, ჰოდა მოგიტანთ რა“ ... ,,ჩვენთან ერთად წახვალ, რამდენიმე ადგილს მიადგები, ბიჭებს ფულს ჩაგვიდებ ,,კაროჩე“, მინიმუმ ერთ 3000 ლარს ახლავე იშოვი, 1000-1000 ლარი ჩევიდოთ ამ წუთას.“ ,,დანარჩენს...“ ,,მერე გეტყვით ვადას ,,კაროჩე“ და ამ ორ დღეში მეიტან და ჩვენში დარჩება ეს ყველაფერი და გააგრძელებ და მერე შეიმჩნევი სადმე ,,წამლის“ გაყიდვაში, ჩემი დედას შ-ი, კ. თუ ყველაფერი არ დაკარგო რა! მაგას მე გპირდები, დღეიდან. ჩვენ ახლა 3000 ლარს მოგვიტან 1000-1000 ლარი რომ ჩევიდოთ, მერე დაგაკისრებთ მეორე ვადაზე ფულს, იმას მეიტან, ცხოვრებაში არავისზე პატივი არ გიცია, პირიქით, აქედან გცემდნენ პატივს.“ ... ,,არ იცოდი ძმაკაცი, არ იცოდი ქურდები, შენნაირი ხალხი ბიჭო ,,ვაბშე“ არც უნდა არსებობდეს, ,,დასაბრედი“ ხარ, მაგრამ ნუ ,,კაროჩე“, არ გკლავთ იმიტომ რომ ჩვენ რაფერ შევიქმნათ შენს გამო პრობლემა? ყ-ზე გვკიდიხარ და...“ ,,მე არ შეგაქმნევინებ, ძმა!“ ,,ისიც იმიტომ, რომ ჯერ-ჯერობით თუ გააკეთებ, მაგრამ თუ არ გააკეთებ მაგასაც ვიზამთ, იცოდე!“ ,,თუ არ გააკეთა, ამის დედას არ შ-ი, დავბრიდავთ! 3000 ლარი ახლა რომ გაასწოროს, გეიგე? ახლა ერთი 1000-1000 ლარი ჩაგვიდოს ჯიბეში, შენ გაქვს მაი ფული, თუ არ გაქვს მიადგები იმფერ კაცს, მოგცემს და დანარჩენს დაგაკისრებთ კაროჩე ქურდულ ფულს, მოიტან ამ ფულიდან ქურდებსაც შეხვდება ფული, ჩვენც შეგვხდება კაროჩე საკაიფოდ.“ ,,და სახელი შეგრჩება.“ ,,სახელი დაგრჩება, ისევ იგივე კ. იქნები იმუშავებ პატიოსნად“. ,,მეიტან იმას, ამას, ყველას პატივი გვეცი.“ ,,200 ლარი მიდევს დედის საფლავს ვფიცავარ, ვამბობ სამი დღე და მადროვეთ ძმაო, სამი დღე მადროვეთ და მევიტან. არა მაქვს.“ ,,რამდენს მეიტან?“ ,,სამს.“ ,,სამი ცოტაა“ ,,ახლა შენ 3000-სს მეიტან ყველა პონტში დღეს, შენ აქედან უფულოდ არ წახვალ.“ ,, მომისმინე! შენ აქედან უფულოდ არ წახვალ, ორ დღეში სადაცა თქვი მოვიტანო, შენ ყ-ა, ახლა მოიტან. მომისმინე ახლა კარგად! ჩემი დედა მ-ნ, შენ თუ მე ახლა აქედან უფულოდ გაგიშვა. სამს მოიტან შენ ახლა დღესვე და კიდევ ფული, ნუ მაცოდებ თავს, შნი კაცობის დედას შ-ი.“ ,,რიჟა არ გაცოდებ.“... ,,ეხლა უნდა ვთხარო ამის დედას!“ ,,შენ რატომ ხარ თ-ი იცი? ,,სროკზეც ნამყოფი ხარ, ყველაფერში ჩახედული ხარ, ჩვენთან ძმაკაცობდი, გვიყენებდი, თ-ი, თ-ა და გ-ი ამხელა მასას. ჯერ რამდენი მ-ს პატრონს აი რომ გაიგონ, რამდენს. შვლები, გოგოები გეზრდება, ბიჭო! თ-ი მამის შვილიო, მაგი უნდა ათქმევინო? იმ ანგელოზივით გოგოებს?“ ,,წესიერი ძმა ყავს, მისმა ძმამ რომ გაიგოს, ამას მ-ს.“ ,,ანგელოზივით გოგოებს რატომ უნგრევ ცხოვრებას. გეკითხები?“ ,,ამას გეიგებს მთელი მსოფლიო.“ ,,შენმა ძმამ რომ გეიგოს.“ ,,აგერ მაქვს ჩაწერილი, რამე გადაცდომა და შენ ,,ძაღლებთან“ მიხვიდე ძმა, აგერაა ყველაფერი. სადმე მიხვალ მთელი ქალაქი გაიგებს.“ ... ,,მე გეუბნები, ,,ჩისტა“ რომ არ გცოდნოდა კ., ჩახედული რომ არ ყოფილიყავი ,,წამლის“ თემაში, ძმაკაცობაში, სისტემაში არ ყოფილიყავი, არ გეტყოდი რამეს.“ ,,სანამ არ იტყვი, რომ ახლავე, მე ერთ ადგილას მივალ და 3000 ლარს წამევიღებ, იმდენი ხანი უნდა გირტყათ რა, ესაა პასუხი.“ ,,დევიწყებ ძმა.“ ,,დევიწყებ ახლავე. 3000 ლარს. ახლა მანქანით მივალთ, ტელეფონს გამოიტან, დაალომბარდებ, არ ვიცი 3000 ლარს მოიტან.“ ... ,,მოიცა, არას იტყვის დოუშვით ეგრევე! რამდენს არას იტყვის, იმდენი ხანი დაუშვით და ბოლოს დავჩეხოთ!“ ,,რ!“ ,,ჰო, რ! გისმენ რ., რა იყო?“ ,,სამ დღეში მევიტან“. ,,აი, სამ დღეში! რამდენ დღში მეიტან ბიჭო? დღეს გეუბნები!“ ამავდროულად კადრში ჩანს, როგორ ურტყამენ თავში კ. კ-ს. ,,რ-, 200 ლარზე მეტი არ მაქვს.“ ,,.. რომ დაგითრიე, ... იქ ადგილზე რატომ არ მითხარი?“ ,,რ-ს რატომ არ უთხარი?“ ,,რატომ არ მითხარი, რომ რ., ბიჭო, ესეთ მ-ში ვარ, სიმონ, ესეთ მ-ში ვარ. თან გითხარი სიმონ, რომ დაგიჯინე მანქანაში, ეხლა წავალთ ბ-სთან სიმონ, ბ. ჩამოვა, ბ-სთან ნალაპარაკები მქონდა ეს თემა, რომ ესეთი თემაა, სიმონ.“ ,,ამან გამომიგზავნა რიჟა და შნზე მიხსნიდა, რომ კაი კაცია და...“ ,,კაი კაცია და მოვასუფთავოთ და ეხლა, მე როგორ სიტუაციაში ჩამაყენე, ჩემი შინაურია, ჩემი ისაა და თურმე ,,ბარიგა“ ყოფილხარ, შენი კეთილები მ-ნ.“ ამავდროულად კადრში ჩანს, როგორ სცემენ კ. კ-ს. ,,კაი, კაი, გეყოფიან, არ დაარტყათ რა! ბიჭო ხმა ამოიღე, ვინმეს ტირილით ვერ შეაშინებ, ტყუილა გეუბნები, ჩემი დედა მ-ნ, აგენს შარს არ ვანახებ ახლა მ-ვ პატრონს! ხმა ამოიღე, შენი დედას შ-ი!“ ,,200 ლარზე მეტი არ მაქვს.“ ,,200 ლარი გეითხარე ტ-ში“ 200 ლარი შენ გაქვს ახლა, მაგრამ საცხა, დაურეკე ვიღაც-ვიღაცეებს, მოგცემენ. სესხებაც არ გინდა ფულის?“ „არ მაქვს პრასვეტი, ხომ იცი რიჟა? სამ დღეში მევიტან.“ ამავდროულად კადრში ჩანს, როგორ სცემენ კ. კ-ს. ,,რა არ გაქვს, მე რა ვიცი შე დედა მ-ო, ერთი თვეა, სამი თვეა ,,წამალს“ ყიდი. ... მთელ ქალაქს, მთელ ბ--ზე გაქვს ,,წამალი“ მინაყიდი, შენი დედა მ-ნ!...“ ამავდროულად კადრში ჩანს, როგორ ურტყამენ სილას სახეში კ. კ-ს. ,,შენი დედას შ-ი მე! გესმის თუ არა, აზრზე მოდი ბიჭო! აგენს თუ შარი ვანახო, ჩემი დედა მ-ნ! “ ... ,,შენ მ-ვ ყველაფერს ბიჭო! შენ ვერ გიცნივარ!“ ,,რაის ფული არა გაქვს?“ ,,,დავაი“ ფული მ-ი!“ ,,ნუ ტირიხარ, შენი დედას შ-ი, მე ბარიგის ..., შენი დედას შ-ი.“ ,,შენი და ბოზების ცრემლი ერთი ყ-ა ჩვენთვის.“ ,,მევიტან სამ დღეში, ვერ ვიშოვი რიჟა.“ ,,რას ვერ იშოვი?! დაიცა, სამ დღეში საიდან?“ ,,ერთი ტექსტია, ახლა გოუვიდა იმას და ჰგონია ამასაც.“ ,,სამ დღში...“ კადრში ჩანს, როგორ სცემენ ისევ კ. კ-ს. ,,იმას იცი რაიზა გოუვიდა?“ ,,შენ ვერ ურტყამ მაგას კარგად, გამო! გამო!“ ,,იმას დოუნახე, გოუვიდა და გგონია, შნც გაგივა?! იგი ავადაა და შნ ავად ხომ არა ხარ? შნ დედა გაქვს მ-ი ბიჭო შენ აქედან ვერ გახვალ!“ ,,სამ დღში მევიტან, ვიშოვი რამეს.“ ,,კარგად არ მოგხვდა!“ ... ,,... სამი თვე აი ბიზნესი გაქვს ნაკეთები, ჩათვალე ,,ბარიგა“ ხარ შნც. შნ ნაკლები ხარ? შე დედა მ-ო, ნაშოვნი გაქვს ერთი 50000 და 3000-ს გეუბნები დღეს შნი დედას შ-ი და ის გენანება ბიჭო?“ ამავდროულად კადრში ჩანს, როგორ სცემენ ისევ კ. კ-ს. ,,შენ მ-ვ ყველაფერს, გეუბნები ნუ მატირებ თავზე აქანე და ცოდვებს ნუ მადენინებ, ჩემი დედა მ-ნ, გეუბნები აზრზე მოდი!“ ,,რიჟა, სამი დღე მადროვეთ და მოვიტან, რიჟა! არ მაქვს ჩემი დედა მ-ნ.“ ,,სად მიგქონდა ეს ფული, შენი დედა მ-ნ?“ ,,იხარჯებოდა.“ ,,რაში ხარჯავდი?“ ,,მომისმინე, ახლა დღეს, 12 საათამდე რომ გაცალოთ, 3000-ს მოიტან?“ ,,დღეს ვერ მოვიტან.“ ,,დღეს მოიტან?“ ,,ხვალ მოვიტან ერთ 2-ს...“ ,,ახლა, დღეს წადი, გამოძრავდი, ფული ისესხე.“ ... ,,საიდან მეიტანს?“ ,,საიდან მეიტანს? საიდან იშოვის ბიჭო? უცებ დაყიდის და ააგროვებს ფულს, საიდან უნდა იშოვოს?“ ,,სა მაქვს? რას გავყიდი რიჟა?“ ... ,,შენ თუ სამ დღში გინდა 2500, მაშინ იცი რას ვიზავ? სამ დღში 2500-ს მოგცემ და ყოველ სამ დღეში 2500-ს მოგთხოვთ, სანამ არ აათავებ 20-ს, გაწყობს? 20 აათავე, ყოველ სამ დღეში 2500 მოგვიტანე, გაწყობს?“ ... ,,ვერ ვიშოვი, საიდან ვიშოვი?“ ,,20-ს ვერ იშოვი? მაშინ დღეს 3 მეიტანე და ნელ-ნელა მეიტან კიდევ და 10-მდე გავჩერდებით, რა. 5 იმას 10 შენ. იმას 5-ს იცი რატომ ვთხოვთ? იმას 7-ს ვთხოვთ, ჰო? 2 ახლა და 5 მერე. იმას იმიტომ ვთხოვთ 7-ს, რომ იგი რაცხას ყვებოდა, მართლა მასე იყო და შენ ბიჭო, ჩემი ნათლულია რიჟა შე ყ-ო და გამოტანილ წამალს იმას უკეთებსი! ამას რომ რამე სჭირდეს, შენ ღვიძლს გაჭმევ შენივე ხელებით შე ყ-ო... ეს ბიჭო მართლა დასაჭრელია ამის დედას შ-ი! რას ელაპარაკები, ბიჭო, ჰა?! ესროლე ფეხში! ფეხში ესროლე! მანქანაში გლიჯე ფეხში!“ ,,ჩამო ძირს!“ ,,ფეხში გლიჯე! ამის დედას შ-ი! გლიჯე ფეხში“ „მე ვესვრი, შენ რატომ უნდა ესროლო! მომე აგერ!“ ,,გლიჯე ფეხში ამის დედას შ-ი!“ ,,შეწკეპილია ბიჭო!“ ,,ჰო, ვიცი რომ შეწკეპილია.“ ,,გლიჯე ფეხში! ესროლე ფეხში, ამის დედას შ-ი.“ კადრში ჩანს, როგორ იხსნის კ. კ. ღვედს და გადადის მანქანიდან. კადრში ჩანს მანქანის ფარების შუქზე ტყისკენ მიმავალი კ. კ და სამი პირი. ისევ ისმის მამაკაცების ხმა: ... ,,შენ ხარ ,,ბარიგა“ რომ იცოდე! ჩემ ყ-ს წახვალ სადმე. ყველაფერი ჩაწერილია, ბ-ი ვიყო! ეს ხომ გაგიბაზრდება?! აი ვიდეო გაუბაზრდება მთელ ქალაქში, ამის დედას შ-ი! ,,კაროჩე“ ჩემ ყ-ს იჩივლებ სიმონ, იმიტომ რომ ჩაწერილი მაქვს ყველაფერი, ,,ვსიო“!“
10. მოწმის სახით დაკითხულმა ნ. მ-მ (გამომძიებელი) დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ გამოძიებისას მან დაათვალიერა ბ. ქ-ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ვიდეოფაილი, სადაც ნახა, რომ ბ. ქ. სხვა პირებთან ერთად ფულს სძალავდა მოქალაქეს, რომელიც მის მიერ მოპოვებული ინფორმაციით აღმოჩნდა - კ. კ.
11. ბ. ქ-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერზე ჩატარებული ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის N.. დასკვნით (დადასტურებულია სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - გ. გ-ს მიერ) დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ფოტოსურათებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ;
გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებში, კერძოდ, „...”-დან ამოღებულ ფოტოსურათსა და კ. კ-ს ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთი და იმავე პირის იერსახის გამოსახულება.
12. ფონოსკოპიური ექსპერტიზის №... დასკვნით (დადასტურებულია სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - ე. კ-ს მიერ) დგინდება, რომ:
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფონოგრამები: №....არ წარმოადგენს მონტაჟს;
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფონოგრამები: №... არ წარმოადგენს მონტაჟს;
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფონოგრამები, კერძოდ: 2018 წლის 29 ივნისს ბ------ის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ბ. ქ-სა და რ. კ-ს საქმის განხილვის სხდომის ოქმების ჩანაწერების ფონოგრამები არ წარმოადგენს მონტაჟს;
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფონოგრამები: №... ვარგისია პირის იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფონოგრამები: №... ვარგისია პირის იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით;
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფონოგრამები: 2018 წლის 29 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ბ. ქ-სა და რ. კ-ს საქმის განხილვის სხდომის ოქმების ჩანაწერების ფონოგრამები ვარგისია პირის იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით;
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფონოგრამები: №....მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე ბ. ქ-ს ხმისა.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფონოგრამები: №. მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე რ. კ-ს ხმისა;
13. ფონოსკოპიური ექსპერტიზის N. დასკვნით (დადასტურებულია სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - ე. კ-ს მიერ) დგინდება, რომ:
გამოსაკვლევად წარმოდგენილ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ. ქ-ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ... ნომერზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ და ჩაწერილ ფონოგრამებს: №... მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ;
გამოსაკვლევად წარმოდგენილ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ... ქ-ს სარგებლობაში არსებული ... იმეიკოდის მქონე მობილური აპარატიდან ამოღებული ინტერნეტკომუნიკაციის შედეგად ჩაწერილ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ;
გამოსაკვლევად წარმოდგენილ 2018 წლის 29 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილ მ. გ-ს (ლ-ს) საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ;
გამოსაკვლევად წარმოდგენილ 2018 წლის 29 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილ ბ. ქ-ს, გ. შ-სა და რ. კ-ს საქმის განხილვის სხდომის ოქმების ჩანაწერების ფონოგრამებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ;
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ. ქ-ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ... ნომერზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული და ჩაწერილი ფონოგრამები: №... ვარგისია პირის იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით;
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ. ქ-ს სარგებლობაში არსებული ... იმეიკოდის მქონე მობილური აპარატიდან ამოღებული ინტერნეტკომუნიკაციის შედეგად ჩაწერილი აუდიო-ვიდეო ინფორმაცია ვარგისია პირის იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით;
გამოსაკვლევად წარმოდგენილი 2018 წლის 29 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი მ. გ-ს (ლ-ს) საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამები ვარგისია პირის იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით;
გამოსაკვლევად წარმოდგენილი 2018 წლის 29 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ბ. ქ-ს, გ. შ-ს და რ. კ-ს საქმის განხილვის სხდომის ოქმების ჩანაწერების ფონოგრამები ვარგისია პირის იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით;
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ. ქ-ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ... ნომერზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებში №... ფონოგრამებში მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე ბ. ქ-ს ხმისა;
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ. ქ-ს სარგებლობაში არსებული ... იმეიკოდის მქონე მობილური აპარატიდან ამოღებული ინტერნეტკომუნიკაციის შედეგად აუდიო-ვიდეოჩანაწერში ... ფაილში ... მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ბ. ქ-ს ხმისა;
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ. ქ-ს სარგებლობაში არსებული ... იმეიკოდის მქონე მობილური აპარატიდან ამოღებული ინტერნეტკომუნიკაციის შედეგად აუდიოჩანაწერში №... - აუდიოფაილში (...) მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდეტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე მ. გ-ს (ლ-ს) ხმისა.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ. ქ-ს სარგებლობაში არსებული ... იმეიკოდის მქონე მობილური აპარატიდან ამოღებული ინტერნეტკომუნიკაციის შედეგად აუდიო-ვიდეოჩანაწერში ... ფაილში .... მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდეტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე რ. კ-ს ხმისა;
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ. ქ-ს სარგებლობაში არსებული ... იმეიკოდის მქონე მობილური აპარატიდან ამოღებული ინტერნეტკომუნიკაციის შედეგად აუდიო-ვიდეოჩანაწერში, ... ფაილში ... მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდეტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე გ. შ-ს ხმისა.
14. ამდენად, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბ. ქ-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერზე ჩატარებული ჰაბიტოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის №... და ფონოსკოპიური ექსპერტიზის №... და № დასკვნებით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ პირი, რომელზეც ავტომანქანაში ფიზიკურად ძალადობენ, ემუქრებიან, აშინებენ და სძალავენ ფულს, რომლის ნაწილი უნდა მოხმარდეს ,,ქურდული სამყაროს“ ინტერესებს, არის კ. კ., ხოლო მოძალადები - ბ. ქ., რ. კ. და გ. შ.
15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. ქ-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერში ასახული ინფორმაცია ზედმიწევნით ემთხვევა დაზარალებულ კ. კ.-ს 2019 წლის 15 იანვარს პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, სადაც მან განმარტა, რომ 2018 წელს ქ. ბში, სავაჭრო ცენტრ ,,პ-სთან“ შეხვდა რ. კ-ს და გ. შ-ს, საიდანაც თავის ავტომანქანით წავიდნენ ბ. ქ-სთან, შ. ხ-ს ქუჩაზე. გზად საუბარი დაეძაბათ, ეუბნებოდნენ, რომ იყო ,,ბარიგა“ და ფული ჰქონდა გადასახდელი. ბ. ქ. ავტომანქანაში ჩაჯდა მის გვერდით, რ. კ. და გ. შ. ისხდნენ უკან. მივიდნენ ჭადრაკის სახლთან, სადაც მას მოსთხოვეს 20000 ლარი, ვინაიდან იყო ,,ბარიგა“ და ყიდდა ,,წამალს“. ავტომანქანაში ემუქრებოდნენ, აყენებდნენ შეურაცყოფას და სცემდნენ, რის შედეგადაც მიიღო დაზიანებები თავის არეში და განიცადა ტკივილი. თანხას სამივე სთხოვდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ გ. შ. და რ. კ. გ. შ-მ მიადო იარაღი და უთხრა, ფულს თუ არ მიიტანდა, ტვინს გაასხმევინებდნენ. მუქარა მან აღიქვა რეალურად და შეეშინდა. ბ. ქ. ყველაფერს იღებდა ტელეფონით, მიაყენა ფიზიკური შურაცხყოფა. მას არ ჰქონდა ამხელა თანხა და მის თხოვნაზე დათანხმდნენ, რომ რამდენიმე დღეში უნდა მიეტანა 3000 ლარი, რომლის ნაწილი მოხმარდებოდა ,,ქურდულ სამყაროს“, ხოლო დანარჩენ თანხას ეტაპობრივად გადაიხდიდა.
16. კ. კ-ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება, გარდა ბ. ქ.-ს მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი ვიდეომტკიცებულებისა, ასევე გამყარებულია 2018 წლის 17 ივლისს დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომლის ფარგლებში კ. კ-მ ზედმიწევნით აღადგინა შემთხვევის დღეს მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დეტალები და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგებმა კიდევ ერთხელ ცხადყო დაზარალებულის მიერ 2018 წლის 15 იანვარს მიცემული ჩვენების ნამდვილობა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ადგილზე შემოწმდა კ. კ-ს გამოძიებისას გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა ქ. ბ-ში, სავაჭრო ცენტრ ,,პ-ს“ შენობის უკანა მხარეს, სადაც შემთხვევის დღეს შეხვდა რ. კ-ს და გ. შ-ს, აჩვენა, სად ჩასხდნენ ისინი ავტომანქანაში, როგორ მიაკითხეს შ. ხ-ს ქუჩაზე მდებარე სახლში ბ. ქ-ს, რომლის მითითებითაც მივიდნენ ჭადრაკის სახლის ეზოში, სადაც ბ. ქ., რ. კ- და გ. შ. სძალავდნენ მას ფულს, რომელიც უნდა მოხმარებოდა ,,ქურდულ საერთოს“, გაუსწორდნენ ფიზიკურად, დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.
17. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა კ. კ-მ 2019 წლის 20 ნოემბერს სისხლის სამართლის საქმის სააპელაციო განხილვისას განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ჩვენება მისცა სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლის შედეგად. პოლიციელები დაემუქრნენ ნარკოტიკის ჩადებით, თუ არ იტყოდა, რომ ბ. ქ., რომელსაც იგი საერთოდ არ იცნობდა და არც არასდროს შეხვედრია, რ. კ. და გ. შ., რომლებიც არიან მისი მეგობრები, სძალავდნენ 20000 ლარს. დაზარალებულის განმარტებით, პოლიციის სამმართველოში მას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ემუქრებოდნენ სამუდამო პატიმრობით, აიძულებდნენ მსჯავრდებულების საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას. საქმის სააპელაციო განხილვისას გამოქვეყნდა გამოძიებაში დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები, რომლებიც მისი განმარტებით, იძულებისა და ზეწოლის შედეგია, ხოლო ვიდეოჩანაწერი - მონტაჟი, ვინაიდან მსჯავრდებულების სახეები ჩანაწერში არ ჩანს.
18. საკასაციო პალატამ ყურადღება მიაქცია დაზარალებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელსაც არ მიუმართავს სამართალდამცავებისათვის და არ შეუტყობინებია დანაშაულის შესახებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გამოძიების მიერ დანაშაულის ამსახველ ვიდეოჩანაწერში იდენტიფიცირებულ იქნა დაზარალებული, კ. კ. იყო მოტივირებული, რათა ხელი შეეწყო ობიექტური გამოძიებისთვის - ნებაყოფლობით გამოიკითხა არაერთხელ, მონაწილეობდა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტსა და ნიმუშის აღებაში, მისცა ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც იყო დამაჯერებელი და თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი ქცევისაგან, როდესაც სისხლის სამართლის საქმის სააპელაციო განხილვისას განსხვავებული ჩვენება მისცა სასამართლოს, როგორც დაცვის მოწმემ, რომელიც გაჯერებული იყო უზუსტობებითა და წინააღმდეგობებით და ერთობლივად ვერ აკმაყოფილებდა უტყუარობის სტანდარტს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კ. კ-ს ქმედებები ნამდვილად ჰგავს ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გამოვლინების ,,ქურდული სამყაროს“ მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას, რომლებიც საშიშ დამნაშავეთა მხილებისა და მათთან დაპირისპირების შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას და ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ ,,ქურდულ სამყაროში“ მიღებული შურისძიების დაუნდობელი ხერხების გათვალისწინებით, დაზარალებული უკიდურესად შეშინებულია და კრიმინალური სამყაროსაგან მომავალი აშკარა საფრთხის განეიტრალებას (თვითგადარჩენას) პოზიციის შეცვლასა და ჩვენების უკან წაღებაში ხედავს, რამაც განაპირობა სწორედ მისი პირვანდელი ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის - რადიკალურად შეცვლა და საქმის სააპელაციო განხილვისას მსჯავრდებულების სასარგებლო განმარტებების მიცემა.
19. დაზარალებულმა კ. კ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაწვრილებით აღწერა, სად და როგორ შეხვდნენ მას რ. კ. და გ. შ., როგორ მიაკითხეს ბ. ქ-ს, ვინ, სად იჯდა ავტომანქანაში, ვინ იღებდა ვიდეოჩანაწერს, რა ტიპის ძალადობას და მუქარას დაექვემდებარა იგი მსჯავრდებულების მხრიდან, რა თანხას სძალავდნენ ,,ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ და რა პირობებზე შეთანხმდნენ. და ბოლოს, საყურადღებოა, რომ დაზარალებულზე ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გამოძიებამ მოიპოვა ბ. ქ-ს მობილური ტელეფონიდან, რასაც მოჰყვა შემდგომში გამოძიების დაინტერესება ვიდეოჩანაწერში ასახული ფაქტით, ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება და მისი გამოკითხვა, რაც გამორიცხავს მსჯავრდებულების მიმართ რაიმე ტიპის არაჯანსაღ დაინტერესებას, გამოძიების მიერ მათი საწინააღმდეგო სამხილების ხელოვნურად შექმნასა და იმის დაშვებას, რომ დაზარალებულის გამრუდებული ჩვენებით შესაძლებელი იყო არჩადენილ დანაშაულში კონკრეტული პირების მხილება.
20. საკასაციო პალატამ შეაფასა მოცემულობა, როდესაც დაზარალებულმა კ. კ-მ საქმის სააპელაციო განხილვისას მეტად არასანდო განმარტებები შესთავაზა სასამართლოს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება იყო თანმიმდევრული და დასტურდებოდა არაერთი უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებით და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც არ გაიზიარა დაზარალებულის სააპელაციო სასამართლოში მიცემული ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველი ჩვენება, რომელიც ასევე ძალიან შორს იყო დამაჯერებლობისაგან. საქმის სააპელაციო განხილვისას დაზარალებულის მტკიცება: თითქოსდა, ვიდეოჩანაწერი, რომელზეც აშკარად ჩანს, როგორ ძალადობენ მასზე და სძალავენ ფულს, მათ შორის ,,ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ - დამონტაჟებულია; იგი არ იცნობს და არც არასდროს შეხვედრია ბ. ქ-ს და მსჯავრდებულებს პოლიციელების ზეწოლის შედეგად დააბრალა არჩადენილი დანაშაული - ეწინააღმდეგება სასამართლოში წარმოდგენილ ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებითაც, ერთი მხრივ, გამოირიცხა ბ. ქ-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერზე მონტაჟის არსებობა, ხოლო, მეორე მხრივ, დადასტურდა, რომ ვიდეოჩანაწერში დაზარალებულზე მოძალადე პირები, რომელთა ხმები ჩანაწერში ისმის გარკვევით, არიან სწორედ ბ. ქ., რ. კ. და გ. შ. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულთა სახეები ვიდეოჩანაწერში არ ჩანს, არის ლოგიკური, ვინაიდან ფაქტია, რომ ვიდეოს იღებდა ბ. ქ. დაზარალებულის დაშინებისა და შანტაჟის მიზნით, რის გამოც ჩანაწერში მიზანმიმართულად ჩანს მხოლოდ ძალადობის მსხვერპლი - კ. კ. და არ ჩანან მოძალადეები, რათა ჩანაწერის გავრცელების მუქარით დამნაშავეებს, საკუთარი თავისათვის საფრთხის შექმნის გარეშე, უზრუნველეყოთ მომავალში კ. კ-ს სათანადო ქცევა.
21. საკასაციო პალატა დაზარალებულის სანდოობასთან მიმართებით აღნიშნავს: კ. კ-ს პიროვნება, ცალკე აღებული, შესაძლოა, იძლეოდეს დაეჭვების საფუძველს, თუმცა ამავდროულად აცნობიერებს განსახილველი საქმის სპეციფიკურობას, რადგან ,,ქურდული სამყარო“ ორგანიზებული დანაშაულის მეტად სახიფათო გამოვლინებაა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულების ჩადენასთან და მასში ჩართული პირები, როგორც წესი, არ გამოირჩევიან უმწიკვლო ცხოვრებითა და კრისტალური ბიოგრაფიით და, ასევე, ითვალისწინებს, რომ კ. კ-ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება, ზედმიწევნით ემთხვევა და უტყუარად დასტურდება ისეთი თვალსაჩინო მტკიცებულებით, როგორიც არის დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც დაზარალებულის პიროვნული მახასიათებლებისა თუ წარსული ცხოვრების მიუხედავად, საწინააღმდეგოს მტკიცების შესაძლებლობას არ იძლევა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს კ. კ-ს პირველი ინსტანციის სასამართლოში 2019 წლის 15 იანვარს მიცემულ ჩვენებას, ვინაიდან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით იგი თანმიმდევრულია, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო ან ურთიერთგამომრიცხველ განმარტებებს, თანხვდენილია და დასტურდება საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით: ბ. ქ-ს ტელეფონში აღმოჩენილი ვიდეოჩანაწერით, რომელსაც, ამ სამხილის ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა შეფასებისას უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებით, რომელთა სანდოობაში დაეჭვების გონივრული საფუძველი, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგენილა. იმ პირობებში, თუ სასამართლოში არ იქნებოდა წარმოდგენილი დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, შესაძლოა, გაჩენილიყო კითხვები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით და დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიას მეტი დამაჯერებლობა შეეძინა, თუმცა დაცვის მხარის ეჭვები დაზარალებულ კ. კ-ს სანდოობასთან მიმართებით ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს წონად არგუმენტს და ვერ გააქარწყლებს უტყუარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ცალსახად მსჯავრდებულების დანაშაულებრივ ქმედებებზე მიუთითებს.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ქ-მ, რ. კ-მ და გ. შ-მ სცემეს კ. კ-ს და სძალავდნენ მას დიდი ოდენობით თანხას, თუმცა მსჯავრდებულთა ქმედებებში ვერ დაინახა ,,ქურდული სამყაროს“ მიზნების მისაღწევად აქტიური მოქმედება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ თანხის გამოძალვისას მსჯავრდებულები მიმართავდნენ დაზარალებულს შემდეგი სიტყვებით: ,,არ იცოდი ძმაკაცი, არ იცოდი ქურდები“, ასევე, ,,ფული თუ არ გაქვს, მიადგები იმფერ კაცს, რომ მოგცემს და დანარჩენს დაგაკისრებთ ქურდულ ფულს, მოიტან, ამ ფულიდან ქურდებსაც შეხვდება“, მსჯავრდებულების ქმედებები მაინც შემოიფარგლა მხოლოდ ,,ქურდული სამყაროს“ ზეპირსიტყვიერი აღიარებით და მათ ,,ქურდული სამყაროს“ მხარდასაჭერი აქტიური მოქმედება არ ჩაუდენიათ, რაც, საკასაციო პალატის შეფასებით, აშკარად ეწინააღმდეგება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს, კერძოდ:
23. დაზარალებულ კ. კ-ს პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით, დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერით (რომლებიც არც სააპელაციო სასამართლოს მიუჩნევია საეჭვოდ და სწორედ ეს მტკიცებულებები დაუდო საფუძვლად ბ. ქ-ს, რ. კ-სა და გ. შ-ს მსჯავრდებას) უპირობოდ დადასტურებულია, რომ ბ. ქ-ს, რ. კ-სა და გ. შ-ს მოქმედებები ცალსახად გასცდა ,,ქურდული სამყაროს“ მხოლოდ ზეპირსიტყვიერ აღიარებას და დაზარალებულისათვის ,,ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ ფულის გამოძალვით (აქტიური მოქმედებით), „ქურდული სამყაროს“ აღიარებასთან ერთად, აშკარად გამოიკვეთა დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო მეორე ნიშანიც - ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.
24. საკასაციო პალატისათვის გაუგებარია შემთხვევის დღეს ბ. ქ-ს, რ. კ-სა და გ. შ-ს ქმედებები, რომლებმაც სცემეს კ. კ-ს, იარაღის დემონსტრირებით ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, იღებდნენ დაზარალებულის დამამცირებელ და სახელის გამტეხ ვიდეოჩანაწერს და აშინებდნენ მისი გავრცელებით, სძალავდნენ დიდი ოდენობით თანხას და, რაც მთავარია, არ დაუმალავთ, რომ მიღებული თანხის ნაწილი სწორედ ,,ქურდულ სამყაროს“ უნდა მოხმარებოდა, როგორ შეიძლება შეფასდეს, როგორც მსჯავრდებულების მხრიდან ,,ქურდული სამყაროს“ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი აღიარება, რომელიც მოკლებულია მსჯავრდებულების მხრიდან კრიმინალური სამყაროს მხარდასაჭერ აქტიურ მოქმედებას? საკასაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ კ. კ-ზე ძალადობა, მუქარა, დაშინება, ფულის გამოძალვა არის წორედ ის აქტიური მოქმედებები, რომლებიც მსჯავრდებულებმა შეასრულეს ,,ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ, მის ფინანსურად მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად.
25. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გამორიცხა მსჯავრდებულების ,,ქურდული სამყაროს“ მხარდასაჭერად აქტიური მოქმედება და ,,ქურდული სამყაროს“ წევრებთან მათი შესაძლო კავშირები, რომ გარდა დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერისა, საერთოდ არ შეუფასებია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული სხვა მასალები, რომელებსაც ამ კატეგორიის დანაშაულების საქმეებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული პირები გამოირჩევიან კრიმინალური უნარ-ჩვევებით, სიფრთხილით და, როგორც წესი, თავს იკავებენ კომუნიკაციისას ღია ტექსტებით საუბრისაგან. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების ერთობლივად შეფასება, მთლიანი სურათის უკეთ დასანახად და სათანადოდ შესაფასებლად.
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების კავშირს ,,ქურდულ სამყაროსთან“, მათ შორის ამ სამყაროში აღიარებულ ,,ავტორიტეტებთან“, საქმეების მოგვარებას კანონიერი გზების გვერდის ავლითა და კრიმინალურ წრეებში დამკვიდრებული წესების შესაბამისად, გარდა დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერისა, ასევე ცხადყოფს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული სხვა მასალებიც, რომელთა დიდი მოცულობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მხოლოდ რამდენიმე ძირითად მომენტზე, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ საუბრების ძირითადი ნაწილი შეეხება სწორედ სხვადასხვა საკითხის ,,ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად გადაწყვეტასა და დავების ამავე გზით მოგვარებას.
27. საკასაციო პალატისთვის გაუგებარია, რატომ აუარა გვერდი სააპელაციო პალატამ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ. ქ-ს ტელეფონიდან მოპოვებულ ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიც იყო ,,კანონიერ ქურდ“ მ. გ-სთან (ლ-სთან) ბ. ქ-ს უშუალო და პირდაპირი კავშირი. ამავე მასალით დადგენილია, რომ მ. გ. (ლ.) ბ. ქ-ს უკავშირდებოდა როგორც პირადად კონკრეტული საქმის გასარჩევად და პასუხის მოსათხოვად, ასევე შუამავლების მეშვეობით გადასცემდა დანაბარებს. ამდენად, ბ. ქ. არა მარტო აღიარებდა ,,ქურდულ სამყაროს“ და ემორჩილებოდა დადგენილ იერარქიას, არამედ პირადად იღებდა მითითებებს ,,კანონიერი ქურდის“ - მ. გ-საგან (ლ-საგან), რომელიც გააბრაზა ბ. ქ-ს მოქმედებებმა კონკრეტული საქმის მოგვარებისას და ხმოვანი შეტყობინებით დაიბარა ,,ქურდებთან“ საქმის გასარჩევად, კერძოდ:
28. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბ. ქ-ს მობილური ტელეფონიდან მოპოვებულია შემდეგი შინაარსის ხმოვანი შეტყობინებები:
29. ... აუდიოჩანაწერში ისმის მ------ გ-------ს (ლ---------–-ს) საუბარი:
- ბიჭო, ვიღაცა ყ-ს შვილი ხარ, შენ მ-ვ დედის მ-ს, მე მ. ვარ ლ., ქურდი ვარ! შენ დედას მ-ვ, მაგი არის ჩემი ძმაკაცი, შე ბ-ო, ჩამოეთრიე აქ, გელოდები, თორემ შენ მ-ვ დედის მ-ს, ვისი ფულიცაა იმას მ-ვ დედის მ-ს და კიდო დანარჩენებს ,,კრუგში“, აქ ჩამოეთრიე, შენ კაცს როგორ შეაგინე ჩემს ძმაკაცს, შენი ბ-ი დედა მ-ნ, აქ ჩამოდი გელოდები, ტრაპიზონში ვარ, შენ ბ-ი დედა მ-ნ. ახლა მე მოგცემ ნომერს, მაგი გადმოგიგდებს გაიგე ლასტი ჩემს ნომერს და შე ბ-ო გადმორეკე. შენ მ-ვ დედის მ-ს და შენს მოზროვნეებს კიდევ. შე ბ-ს გაზრდილო შენ. შენ დედას მ-ვ ვიღაცა ხარ, შე ყ-ო, რას იმალები, გამოდი აგერ შენი ბ-ი დედა მ-ნ. მიდი შენი ბ-ი დედა მ-ნ, მოისმინე ახლა გიგზავნი ხმოვანს. დამირეკე შენი დედას შ-ი პირში და შენ ვინც გამოგიგზავნა იმას შ-ი კიდე პირში, შენც ვინც გამოგაგზავნა შე ნ-ო შენა, შენ ამოგთხრი მიწიდან, მ-ვ დედის მ-ს, შენ უნდა გატარო ბ-ს იარლიყით, შენი დედა მ-ნ მე. ჩამოეთრიე აქ შე ბ-ო, შენ, ქურდებთან, შენი დედა მ-ნ.
30. ჰაბიტოსკოპიური და ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნით დადგენილია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ... ქ-ს სარგებლობაში არსებული ... იმეიკოდის მქონე მობილური აპარატიდან ამოღებული ინტერნეტკომუნ---ციის შედეგად აუდიოჩანაწერში, N--- - აუდიოფაილში (...) მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდეტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე მ. გ-ს (ლ.) ხმისა.
31. ... აუდიოჩანაწერში ისმის მამაკაცის საუბარი:
- თან ბიჭო იგი რა ქვია იმას, ლ-მ დამირეკა ახლა, გადმომირეკოსო ბ-ამო მთხოვა გამიგე? თან მაგაზე გირეკავდი სიმონ და ძმობას გაფიცებ სიმონ ბუბი რა, გთხოვ ,,პროსტა“ ყ-ბა არ გააკეთო, გემუდარები ძმაო რა, ჩემი დედას შ-ი თუ რამე, პროსტა გთხოვ, ყ-ბა არ გააკეთო რა, გეხვეწები ბიჭო, ჩემი დედას შ-ი რა, ყ-ბა არ გააკეთო ბუბი, თავი არ დაიღუპო მაგ ბ-ის გამო.
32. ... აუდიოჩანაწერში ისმის მამაკაცის საუბარი:
- მინდო, გავაკეთებ ზუსტად მასეო, დიდი სიამოვნებით, რასაც მ... მეუბნებაო, პროსტა დაველაპარაკებიო რა, ამ ორსო სიმონ, ახლა მახლდნენო და უბრალოდ დაველაპარაკებიო და ეგრევე დავრეკავთქო ძმა.
33. სასამართლოში წარმოდგენილია ბ. ქ-ს, რ. კ-სა და გ. შ-ს მობილური ტელეფონების ფარული მიყურადება-ჩაწერის შედეგად მოპოვებული ვრცელი მასალა, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად ნათელს ჰფენს მსჯავრდებულების ცხოვრების წესს, იდეოლოგიას, კავშირებს კრიმინალურ სამყაროსთან, საქმეების მოგვარების ალტერნატიულ გზებს, რომელსაც ისინი მიმართავენ კანონის გვერდის ავლითა და ,,ქურდულ სამყაროში“ დამკვიდრებული წესების კვალდაკვალ. ასე, მაგალითად, ირკვევა, როგორ გასცემს ბ. ქ- მანქანის სადავო საკითხის მოგვარების პირობას, როგორ ითხოვს გარკვეული თანხის გადახდას, რომელსაც ,,სახელი აქვს დარქმეული და ზოგი იმასთან მიდის, ზოგი ამასთან“, როგორ არჩევს რ. კ. ფულის გადახდის საკითხებს, რომელიც ,,მასთან უნდა მისულიყო“ და იმუქრება და.ა.შ.
34. სააპელაციო პალატას ყურადღების მიღმა დარჩა ასევე ბ. ქ-ს მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია ფოტოსურათების სახით, სადაც არაერთ ფოტოზე არის ბ. ქ. აღბეჭდილი ,,კანონიერ ქურდ“ მ. გ-სთან (ლ-სთან) ერთად, კერძოდ:
35. 2018 წლის 22 მაისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბ. ქ-ს მობილურ ტელეფონში ნანახია ფაილი - ,,...“, რომელშიც შექმნილია 5 საქაღალდე სახელწოდებებით: ... მათში არის არაერთი ფოტოსურათი ბ. ქ-ს გამოსახულებით, მათ შორის: ... საქაღალდეში ,,...“, რომელშიც მარცხნივ მდგომი პირი, რომელსაც ხელში უჭირავს პისტოლეტისმაგვარი საგანი, არის - ბ. ქ.; ... საქაღალდეში ,,...“, რომელშიც მარჯვნივ მდგომი პირი, რომელსაც ხელში უჭირავს პისტოლეტისმაგვარი საგანი, არის - ბ. ქ.; ,,...“, რომელშიც მდგომი პირი, რომელსაც ხელში უჭირავს პისტოლეტისა და დანისმაგვარი საგანი, არის - ბ. ქ.; ,,...“, რომელშიც ზურგით მდგომი პირი, რომელსაც ხელში უჭირავს პისტოლეტისმაგვარი საგანი, არის - ბ... ქ...; ,,...“, რომელშიც მარცხნიდან პირველი პირი არის - ბ. ქ., ხოლო მარჯვნიდან პირველი - ,,კანონიერი ქურდი“ მ. ლ.; ,,...“, რომელშიც მარცხნიდან პირველი პირი არის - ბ. ქ-., ხოლო მარჯვნიდან პირველი - ,,კანონიერი ქურდი“ მ. ლ.;
36. მ. გ. (ლ.) არაერთხელ არის წარსულში ნასამართლევი, მათ შორის ,,კანონიერი ქურდობისათვის“.
37. საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობა არ გულისხმობს მხოლოდ სიტყვიერი ფორმით მის აღიარებას. მეტიც, პირის ,,ქურდული სამყაროს“ წევრად მიჩნევისათვის საერთოდ არ არის აუცილებელი, პირი ზეპირსიტყვიერად აცხადებდეს, რომ იგი აღიარებს ,,ქურდულ სამყაროს“. გადამწყვეტი პირის ქურდული სამყაროს წევრად მიჩნევისათვის არის ის ფაქტი, რომ პირი თავისი ქმედებებით გამოხატავდეს პატივისცემას ქურდული ტრადიციების მიმართ და ხელს უწყობდეს ამ სამყაროს ფუნქციონირებასა და გაძლიერებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განაჩენი საქმეზე №324აპ-15, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 9).
37. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია: საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დაგენილია, რომ ბ. ქ., რ. კ. და გ. შ.აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“, მოქმედებენ ,,ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად და 2018 წლის 29 იანვარს კ. კ-ს ძალადობით, მუქარითა და სახელის გამტეხი ცნობის გახმაურებით სძალავდნენ დიდი ოდენობით თანხას - 20000 ლარს, რომლის ნაწილი უნდა მოხმარებოდა სწორედ ,,ქურდულ სამყაროს”.
38. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარემ ბ. ქ-ს, რ. კ-სა და გ. შ-ს უდანაშაულობის ვერსია დააფუძნა შემდეგ ძირითად არგუმენტებზე: კ. კ-მ მსჯავრდებულები დანაშაულის ჩადენაში ამხილა სამართალდამცავების ზეწოლის შედეგად და მათივე უშუალო მითითებით; მტკიცებულებები, რასაც ეფუძნება მსჯავრდება, დაუშვებელია, რადგან სასამართლო სხდომის ოქმები, რომელთა საფუძველზეც ჩატარდა ფონოსკოპიური ექსპერტიზა, გამოთხოვილ იქნა მსჯავრდებულების ნებართვის გარეშე, რაც არღვევს თვითინკრიმინაციისაგან დაცვის უფლებას; მიუხედავად დაცვის მხარის არაერთი მოთხოვნისა, ბრალდების მხარემ დაუყოვნებლივ არ გადასცა მათ რიგი მტკიცებულებებისა, რაც წარმოადგენს ამ მტკიცებულებების დაუშვებლობის საფუძველს; დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა ბ. ქ-ს ბრალეულობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს: თუკი გამოძიების მსვლელობას მივყვებით თანმიმდევრულად, ცალსახაა, რომ კ. კ. მხოლოდ მას შემდეგ გამოიკითხა, რაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბ. ქ- მობილურ ტელეფონში აღმოაჩინეს დანაშაულის ამსახველი ვიდეომტკიცებულება, რომელშიც მოგვიანებით ამოიცნეს დაზარალებული. გამოძიების დაწყების საფუძველი არ გამხდარა კ. კ-ს განცხადება ან საჩივარი დანაშაულის შესახებ. ისმის შეკითხვა: როგორ შეიძლება კ. კ-ს სამართალდამცავების მითითებითა და ზეწოლით გამოეგონა ფაქტები, რომლებიც მის გამოკითხვამდე იყო აღმოჩენილი მსჯავრდებულის მობილურ ტელეფონში არსებულ ვიდეოჩანაწერში? პასუხი ცალსახაა და მისი საპირწონე არგუმენტი ძნელად წარმოსადგენია; სასამართლოდან განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ სხდომის ოქმების აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც ჩატარდა ფონოსკოპიური ექსპერტიზები, საკასაციო პალატა განმარტავს: თვითინკრიმინაციისაგან დაცვის უფლება ავალდებულებს სახელმწიფოს, არ ჰქონდეს მოლოდინი, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი თავად შექმნის თავის საწინააღმდეგო მტკიცებულებას, მაგრამ ეს პრივილეგია არ ზღუდავს გამოძიებას, მოიპოვოს სამხილები ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისგან თავისუფალ გარემოში. ზემოაღნიშნული პრინციპი გამომდინარეობს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის დანაწესიდან, რომლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია, მაშინ როდესაც ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე; დაცვის მხარისათვის მტკიცებულებების ნაწილის დაუყოვნებლივ გადაცემასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე და რელევანტურობაზე იმსჯელა წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ და სავსებით მართელბულად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მტკიცებულებების დაუშვებლობის საფუძველი, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს და ეთანხმება; საკასაციო პალატამ შეაფასა დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ფონოსკოპიური ექსპერტიზა, მოუსმინა ექსპერტ მ.ტოკლიკიშვილის განმარტებებს და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა კრიტიკას ვერ უძლებს და მინიმალური თვალსაზრისითაც კი ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.
39. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული, ცალსახა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გნივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. ქ-ს, რ. კ-სა და გ. შ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რისთვისაც ისინი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.
40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართლწინააღმდეგობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
41. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული ისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ, ამავე კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ხოლო ამავე კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
42. საკასაციო პალატა სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებს, მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესა და ხასიათს, კერძოდ: ჩადენილია ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის, სხვადასხვა სამართლებრივი სიკეთის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის დანაშაულების ერთობლიობა, მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს, ბ. ქ-ს წარსულ ნასამართობას და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ბ. ქ-ს სასჯელად უნდა განესაზღვროს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; რ. კ-სა და გ. შ-ს სასჯელებად უნდა განესაზღვროთ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გამოკვეთილია დანაშაულთა ერთობლიობა და მსჯავრდებულებს საბოლოო სასჯელები უნდა განესაზღვროთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების პრინციპების გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულების - ბ. ქ-სა და გ. შ-ს ადვოკატ ზ. პ-სა და მსჯავრდებულ რ. კ-ს ადვოკატ ბ. ბ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რ. შ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. ბ. ქ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დაემატოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით ბ. ქ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ბ. ქ-ს სასჯელის ვადა აეთვალოს 2018 წლის 17 ივლისიდან;
4. რ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით რ. კ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
რ. კ-ს სასჯელის ვადა აეთვალოს 2018 წლის 17 ივლისიდან;
5. გ. შ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. შ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. შ-ს სასჯელის ვადა აეთვალოს 2018 წლის 17 ივლისიდან;
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში, დარჩეს უცვლელად;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.ვასაძე
მოსამართლეები: ლ.ფაფიაშვილი
მ.გაბინაშვილი