საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.07.2020
საქმის ნომერი
2კ-177აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№177აპ-20 ქ. თბილისი

მ-ა ა-ლ, 177აპ-20 22 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის – მირანდა წერეთლის, მსჯავრდებულების – გ. ე-ისა და ა. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ისა და მსჯავრდებულ ა. მ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. ყ-ას, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; მითვისების დახმარებაში, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარებაში, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.

ზ. ყ-ას მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· ზ. ყ-ა 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე მუშაობდა თვითმმართველი ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის №- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მერიის დებულებით, ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის №- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებით ზ. ყ-ას ევალებოდა, უზრუნველეყო ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი.

· აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ყ-ას თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი უნდა გაეწია კომპეტენციის ფარგლებში, თვითმმართველი ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „E. S. C--ს“ შორის 2015 წლის 17 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, რაც ასევე განსაზღვრული იყო იმავე ხელშეკრულების 6.6 პუნქტით. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ №---- შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ. ფ-ის მერიამ შეისყიდა ფ-ში, რ-ის რ-სა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 503 664.61 ლარით.

· სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას შპს „E. S. C--ის“ დირექტორმა გ. ე-მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ. ფ-ში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშახელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე ბეტონის ფილები. ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიას კი წარუდგინა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №-) და მიღება-ჩაბარების აქტები.

· ზ. ყ-ამ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დახმარება გაუწია შპს „E. S. C--ს“ დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, კერძოდ, ხელმოწერით დაადასტურა შპს „E. S. C--ის“ მიერ წარდგენილი ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები – ფორმა №- და ფორმა №- (დათარიღებული 30.06.15, 27.07.15, 25.08.15, 24.09.15, 23.12.15, 15.02.16, 07.03.16, 31.03.16, 21.04.16 წწ.), რომელთა საფუძველზეც შპს „E. S. C--ის“ საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა გ. ე-ის მიერ მოთხოვნილი თანხა – 1 503 513.92 ლარი, საიდანაც გ. ე-მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა – 713 284.95 ლარი.

· ზ. ყ-ა 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე მუშაობდა თვითმმართველი ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის №- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მერიის დებულებით, ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის №- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებით ზ. ყ-ას ევალებოდა, უზრუნველეყო ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი.

· აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ყ-ას თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი უნდა გაეწია თვითმმართველი ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „E. S. C--ს“ შორის 2015 წლის 17 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, რაც ასევე განსაზღვრული იყო იმავე ხელშეკრულების 6.6 პუნქტით. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ №---- შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ. ფ-ის მერიამ შეისყიდა ფოთში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 503 664.61 ლარით.

· სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას შპს „E. S. C--ის“ დირექტორმა გ. ე-მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ. ფ-ში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშახელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე ბეტონის ფილები. ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიას კი წარუდგინა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №-) და მიღება-ჩაბარების აქტები.

· ზ. ყ-ამ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, შპს „E. S. C--ისთვის“ გამორჩენის მისაღებად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ხელმოწერით დაადასტურა შპს „E. S. C--ის“ მიერ წარდგენილი ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები – ფორმა №- და ფორმა №- (დათარიღებული 30.06.15, 27.07.15, 25.08.15, 24.09.15, 23.12.15, 15.02.16, 07.03.16, 31.03.16, 21.04.16 წწ.), რომელთა საფუძველზეც შპს „E. S. C--ის“ საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა გ. ე-ის მიერ მოთხოვნილი თანხა – 1 503 513.92 ლარი, საიდანაც გ. ე-მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა – 713 284.95 ლარი. შესაბამისად, ზ. ყ-ას ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ჯ-ას, – - ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; მითვისების დახმარებაში, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარებაში, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.

ზ. ჯ-ას მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· ზ. ჯ-ა 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე მუშაობდა ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

· ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მერიის დებულებით, ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებითა და 2016 წლის 27 აპრილის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების შესაბამისად, ზ. ჯ-ას ევალებოდა, უზრუნველეყო ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი.

· აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ჯ-ას თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი უნდა გაეწია თვითმმართველი ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „E. S. C--ს“ შორის 2015 წლის 17 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, რაც ასევე განსაზღვრული იყო იმავე ხელშეკრულების 6.6 პუნქტით. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ №-------- შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ. ფ-ის მერიამ შეისყიდა ფოთში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 503 664.61 ლარით.

· სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას შპს „E. S. C--ის“ დირექტორმა გ. ე-მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ. ფ-ში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშახელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე ბეტონის ფილები. ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიას კი წარუდგინა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №-, №-) და მიღება-ჩაბარების აქტები.

· ზ. ჯ-ამ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, შპს „E. S. C--ისთვის“ გამორჩენის მისაღებად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ხელმოწერით დაადასტურა შპს „E. S. C--ის“ მიერ წარდგენილი ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები – ფორმა №- და ფორმა №- (დათარიღებული 18.07.2016, 25.08.2016, 10.10.2016წწ.), რომელთა საფუძველზეც შპს „E. S. C--ის“ საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა გ. ე-ის მიერ მოთხოვნილი თანხა – 1 503 513.92 ლარი, საიდანაც გ. ე-მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა – 713 284.95 ლარი. შესაბამისად, ზ. ჯ-ას ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

· ზ. ჯ-ა 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე მუშაობდა ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 2016 წლის 1 მაისიდან დღემდე მუშაობს ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და წარმოადგენს საჯარო მოხელეს.

· ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მერიის დებულებით, ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებითა და 2016 წლის 27 აპრილის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების შესაბამისად, ზ. ჯ-ას ევალებოდა, უზრუნველეყო ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი.

· აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ჯ-ას თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი უნდა გაეწია თვითმმართველი ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „E. S. C--ს“ შორის 2015 წლის 17 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, რაც ასევე განსაზღვრული იყო იმავე ხელშეკრულების 6.6 პუნქტით. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ №-------- შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ. ფ-ის მერიამ შეისყიდა ფოთში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 503 664.61 ლარით.

· სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას შპს „E. S. C--ის“ დირექტორმა გ. ე-მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ. ფ-ში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშახელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე ბეტონის ფილები, ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიას კი წარუდგინა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №-, ფორმა №-) და მიღება-ჩაბარების აქტები.

· ზ. ჯ-ამ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დახმარება გაუწია შპს „E. S. C--ს“ დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში, კერძოდ, ხელმოწერით დაადასტურა შპს „E. S. C--ის“ მიერ წარდგენილი ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები – ფორმა №- და ფორმა №- (დათარიღებული 18.07.2016, 25.08.2016, 10.10.2016წწ.), რომელთა საფუძველზეც შპს „E. S. C--ის“ საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა გ. ე-ის მიერ მოთხოვნილი თანხა – 1 503 513.92 ლარი, საიდანაც გ. ე-მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა – 713 284.95 ლარი.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. მ-ას, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო: მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; მითვისების დახმარებაში, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარებაში, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.

ა. მ-ას მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· ა. მ-ა 2014 წლის 23 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე მუშაობდა ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 2016 წლის 1 მაისიდან 2017 წლის 1 იანვრამდე – ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. ა. მ-ა ცალკეულ შემთხვევებში ასევე ასრულებდა ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობას.

· ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მერიის დებულებით, ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებითა და 2016 წლის 27 აპრილის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების შესაბამისად, ა. მ-ას ევალებოდა, უზრუნველეყო ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი.

· აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. მ-ას თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი უნდა გაეწია თვითმმართველი ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „E. S. C--ს“ შორის 2015 წლის 17 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, რაც ასევე განსაზღვრული იყო იმავე ხელშეკრულების 6.6 პუნქტით. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ №-------- შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ. ფ-ის მერიამ შეისყიდა ფოთში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 503 664.61 ლარით.

· სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას შპს „E. S. C--ის“ დირექტორმა გ. ე-მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ. ფ-ში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშახელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე ბეტონის ფილები, ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიას კი წარუდგინა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №-, ფორმა №-) და მიღება-ჩაბარების აქტები.

· ა. მ-ამ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, შპს „E. S. C--სთვის“ გამორჩენის მისაღებად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ხელმოწერით დაადასტურა 2015 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული შპს „E. S. C--ის“ მიერ წარდგენილი ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №- და ფორმა №-), რომელთა საფუძველზეც შპს „E. S. C--ის“ საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა გ. ე-ის მიერ მოთხოვნილი თანხა – 1 503 513.92 ლარი, საიდანაც გ. ე-მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა – 713 284.95 ლარი. შესაბამისად, ა. მ-ას ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

· ა. მ-ა 2014 წლის 23 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე მუშაობდა ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 2016 წლის 1 მაისიდან 2017 წლის 1 იანვრამდე – ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. ა. მ-ა ცალკეულ შემთხვევებში ასევე ასრულებდა ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობას.

· ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მერიის დებულებით, ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებითა და 2016 წლის 27 აპრილის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების შესაბამისად, ა. მ-ას ევალებოდა, უზრუნველეყო ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, შესყიდული სამშენებლო სამუშაოების მუშა პროექტების სანებართვო პირობებში მოცემული ეტაპების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საზედამხედველო აქტებისა და ოქმების მომზადება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი.

· აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. მ-ას თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი უნდა გაეწია თვითმმართველი ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „E. S. C--ს“ შორის 2015 წლის 17 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე, რაც ასევე განსაზღვრული იყო იმავე ხელშეკრულების 6.6 პუნქტით. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ №-------- შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ. ფ-ის მერიამ შეისყიდა ფოთში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 503 664.61 ლარით.

· სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას შპს „E. S. C--ის“ დირექტორმა გ. ე-მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ. ფ-ში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშახელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე ბეტონის ფილები, ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიას კი წარუდგინა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №-, ფორმა №-) და მიღება-ჩაბარების აქტები.

· ა. მ-ამ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დახმარება გაუწია შპს „E. S. C--ს“ დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, კერძოდ, ხელმოწერით დაადასტურა შპს „E. S. C--ის“ მიერ წარდგენილი ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, 2015 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №- და ფორმა №-), რომელთა საფუძველზეც შპს „E. S. C--ის“ საბანკო ანგარიშზე, 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა გ. ე-ის მიერ მოთხოვნილი თანხა – 1 503 513.92 ლარი, საიდანაც გ. ე-მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა – 713 284.95 ლარი.

4. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. შ-ას, –ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო: მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; მითვისების დახმარებაში, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარებაში, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.

რ. შ-ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· რ. შ-ა 2014 წლის 23 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე მუშაობდა ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო 2016 წლის მაისიდან – ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის მშენებლობის განყოფილების მთავარ სპეციალისტად და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

· ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მერიის დებულებით, ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებითა და 2016 წლის 27 აპრილის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების შესაბამისად, რ. შ-ას ევალებოდა, გაეწია კონტროლი თვითმმართველი ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „E. S. C--ს“ შორის 2015 წლის 17 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ №-------- შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ. ფ-ის მერიამ შეისყიდა ფოთში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 503 664.61 ლარით.

· სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას შპს „E. S. C--ის“ დირექტორმა გ. ე-მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ. ფ-ში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშახელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე ბეტონის ფილები, ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიას კი წარუდგინა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №-, ფორმა №-) და მიღება-ჩაბარების აქტები.

· რ. შ-ამ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, შპს „E. S. C--სთვის“ გამორჩენის მისაღებად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ხელმოწერით დაადასტურა შპს „E. S. C--ის“ მიერ წარდგენილი ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები – ფორმა №- (დათარიღებული – 30.06.15, 27.07.15, 25.08.15, 24.09.15, 28.10.15, 23.12.15, 15.02.16, 07.03.16, 31.03.16, 21.04.16, 18.07.2016, 25.08.2016, 10.10.2016წწ), რომელთა საფუძველზეც შპს „E. S. C--ის“ საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა გ. ე-ის მიერ მოთხოვნილი თანხა – 1 503 513.92 ლარი, საიდანაც გ. ე-მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა – 713 284.95 ლარი. შესაბამისად, რ. შ-ას ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

· რ. შ-ა 2014 წლის 23 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე მუშაობდა ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მშენებლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო 2016 წლის მაისიდან – ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის მშენებლობის განყოფილების მთავარ სპეციალისტად და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

· ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მერიის დებულებით, ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ფ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებითა და 2016 წლის 27 აპრილის №-- დადგენილებით დამტკიცებული ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულებითა და ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 აპრილის ბრძანების შესაბამისად, რ. შ-ას ევალებოდა, გაეწია კონტროლი თვითმმართველი ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „E. S. C--ს“ შორის 2015 წლის 17 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ №-------- შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ. ფ-ის მერიამ შეისყიდა ფოთში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 503 664.61 ლარით.

· სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას შპს „E. S. C--ის“ დირექტორმა გ. ე-მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ. ფ-ში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშახელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე ბეტონის ფილები, ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიას კი წარუდგინა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №-) და მიღება-ჩაბარების აქტები.

· რ. შ-ამ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დახმარება გაუწია შპს „E. S. C--ს“ დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, კერძოდ, ხელმოწერით დაადასტურა შპს „E. S. C--ის“ მიერ წარდგენილი ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, 2015 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები – ფორმა №- (დათარიღებული – 30.06.15, 27.07.15, 25.08.15, 24.09.15, 28.10.15, 23.12.15, 15.02.16, 07.03.16, 31.03.16, 21.04.16, 18.07.2016, 25.08.2016, 10.10.2016წწ), რომელთა საფუძველზეც შპს „E. S. C--ის“ საბანკო ანგარიშზე, 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა გ. ე-ის მიერ მოთხოვნილი თანხა – 1 503 513.92 ლარი, საიდანაც გ. ე-მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა – 713 284.95 ლარი.

5. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ე-ს, –ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო: მითვისებაში, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დიდი ოდენობით, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში; ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში.

გ. ე-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2015 წლის 17 აპრილს შპს „E. S. C--სა“ და ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ №-------- შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ. ფ-ის მერიამ შეისყიდა ფოთში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 503 664.61 ლარით. სამუშაოების დაწყებამდე შპს „E. S. C--ის“ საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 და 19 მაისს, ორი ტრანზაქციით, ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაირიცხა საავანსო თანხა – 400 000 ლარი.

· სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას შპს „E. S. C--ის“ დირექტორმა გ. ე-მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ. ფ-ში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშახელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე ბეტონის ფილები, ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიას კი წარუდგინა ხელოვნური გრანიტის ფილების მოწყობის სამუშაოების ამსახველი, შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №-, ფორმა №-) და მიღება-ჩაბარების აქტები.

· გ. ე-ის მიერ წარდგენილი შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტების საფუძველზე შპს „E. S. C--ის“ საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა მის მიერ მოთხოვნილი თანხა – 1 503 513.92 ლარი, რითიც ის მოექცა გ. ე-ის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში. აღნიშნული თანხიდან გ. ე-მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა – 713 284.95 ლარი.

· 2015 წლის 17 აპრილს შპს „E. S. C--სა“ და ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ №-------- შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ. ფ-ის მერიამ შეისყიდა ფოთში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები.

· სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას შპს „E. S. C--ის“ დირექტორმა გ. ე-მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ. ფ-ში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშახელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე ბეტონის ფილები.

· იმ მიზნით, რომ სრულად მიეღო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული თანხა, გ. ე-მა 2015 წლის 27 ივლისიდან 2016 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში, გამოყენების მიზნით, დაამზადა ყალბი საანგარიშსწორებო ბარათები – შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები – ფორმა №- და ფორმა №- (დათარიღებული – 30.06.15, 27.07.15, 25.08.15, 24.09.15, 28.10.15, 23.12.15, 15.02.16, 07.03.16, 31.03.16, 21.04.16, 18.07.2016, 25.08.2016, 10.10.2016წწ), რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები შესრულებული სამუშაოების დასახელებისა და ღირებულების შესახებ, კერძოდ, მიუთითა, რომ მის მიერ დაიგო ხელოვნური გრანიტის ფილები. აღნიშნული ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტები – შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები – გ. ე-მა გამოიყენა ქ. ფ-ის მერიასთან ანგარიშსწორებისათვის, კერძოდ, წარადგინა ისინი ქ. ფ-ის მერიაში, რომელთა საფუძველზეც შპს „E. S. C--ის“ საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 9 ნოემბრამდე პერიოდში, ავანსად ჩარიცხული თანხის გათვალისწინებით, ქ. ფ-ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად გადაირიცხა მის მიერ მოთხოვნილი თანხა – 1 503 513.92 ლარი.

6. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. თ-ს, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2015 წლის 17 აპრილს შპს „E. S. C--სა“ და ქ. ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით, მასში ცვლილების შეტანის შესახებ №-------- შეთანხმებებითა და მათზე დართული ხარჯთაღრიცხვებით, ქ. ფ-ის მერიამ შეისყიდა ფოთში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარების ბაზალტის ბორდიურებითა და ხელოვნური გრანიტის ფილებით მოწყობის სამუშაოები.

· სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას შპს „E. S. C--ის“ დირექტორმა გ. ე-მა, ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გრანიტის ფილების ნაცვლად, ქ. ფ-ში, რ-ის რკალსა და ი-ის -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად ამ სამუშაოებისათვის დაქირავებულ მუშახელს დააგებინა ნაკლები ღირებულებისა და დაბალი ხარისხის მქონე ბეტონის ფილები.

· იმ მიზნით, რომ შპს „E. S. C--ს“ სრულად მიეღო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული თანხა, ა. თ-მა, როგორც ზემოაღნიშნული ფირმის წარმომადგენელმა, 2015 წლის 30 ივნისს, გამოყენების მიზნით, დაამზადა ყალბი საანგარიშსწორებო ბარათი – შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტი (ფორმა №- და ფორმა №-), რომლებშიც შეიტანა ყალბი მონაცემები შესრულებული სამუშაოების დასახელებისა და ღირებულების შესახებ, კერძოდ, მიუთითა, რომ შპს „E. S. C--მა“ დააგო ხელოვნური გრანიტის ფილები. აღნიშნული ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტები – შესრულებულ სამუშაოთა ყალბი აქტები (ფორმა №- და ფორმა №-) ა. თ-მა გამოიყენა ქ. ფ-ის მერიასთან ანგარიშსწორებისათვის, კერძოდ, წარადგინა ისინი ქ. ფ-ის მერიაში, რომელთა საფუძველზეც შპს „E. S. C--ს“ საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 7 ივლისს გადაერიცხა შესრულებულ სამუშაოთა აქტებით (ფორმა №- და ფორმა №-) გათვალისწინებული თანხა – 93 751.12 ლარი.

7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით: ზ. ყ-ა, ზ. ჯ-ა, ა. მ-ა და რ. შ-ა ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 24-ე,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; მათი ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და თითოეულს განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი;

გ. ე-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა; გ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – ჯარიმა 20 000 ლარი, ხოლო 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 10 000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 20 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

ა. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი.

გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით: ზ. ჯ-ას – ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენება; ა. მ-ას – ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენება; რ. შ-ას – ქალაქ ფ-ის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის მშენებლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გადაყენება.

8. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ზ. ყ-ამ, ზ. ჯ-ამ, ა. მ-ამ და რ. შ-ამ ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია; გ. ე-მა ჩაიდინა: მითვისება, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში; ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, ხოლო ა. თ-მა – ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება.

9. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება: გ. ე-ს ბრალდებიდან ამოერიცხა მითითება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე; მასვე საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი, ხოლო 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ჯარიმა – 20 000 ლარი და 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 20 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი – პროკურორი მირანდა წერეთელი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულთა დამნაშავეებად ცნობას ბრალდების სრული მოცულობით, მათთვის ისეთი სახის სასჯელების განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ასევე – გ. ე-ისათვის თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და მისთვის, აგრეთვე – ა. თ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის დამძიმებას; დანარჩენ ნაწილში – განაჩენის უცვლელად დატოვებას.

11. მსჯავრდებულების – გ. ე-ისა და ა. თ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ლ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების უდანაშაულოებად ცნობას. მსჯავრდებული ა. მ-ა ასევე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

12. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნენ დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

13. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

14. ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც ა. თ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების, გ. ე-ის მიერ – საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო ა. მ-ას მიერ – სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს.

16. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივარს გ. ე-ის (საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ზ. ყ-ას, ზ. ჯ-ას, რ. შ-ასა და ა. მ-ას (სსკ-ის 24-ე,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას როგორც ქმედების გადაკვალიფიცირების, ისე – გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში და მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.

17. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი, ისე – შემამსუბუქებელი გარემოებები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, დამდგარი შედეგი და ზ. ყ-ას, ზ. ჯ-ას, რ. შ-ას, ა. მ-ას, გ. ე-სა და ა. თ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები, რომელთა დამძიმების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.

18. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის – მირანდა წერეთლის, მსჯავრდებულების – გ. ე-ისა და ა. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ლ-ისა და მსჯავრდებულ ა. მ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი