დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 100141221004284561
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№191-21 15 თებერვალი, 2021 წელი
ჩ–ე ბ., 191-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ჩ–ს საჩივარი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ბ. ჩ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 საათით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ს 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი. მასვე სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 საათით.
2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განაჩენით ბ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 1 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ჩ–ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 3 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი და 6 თვე. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დაკმაყოფილდა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია გელბახიანის შუამდგომლობა და დამტკიცდა მასა და ბრალდებულ ბ. ჩ–ეს შორის ზემდგომი პროკურორის თანხმობით დადებული საპროცესო შეთანხმება.
ბ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (2019 წლის მარტის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (2019 წლის ივლისის ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ბ. ჩ–ეს დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბ. ჩ–სთვის საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,” „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. ბ. ჩ–ე დააკავეს სასამართლოს სხდომის დარბაზში და მას სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1 აგვისტოდან.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
6. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ბ. ჩ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.
7. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ჩ–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.
8. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. ჩ–მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
9. მსჯავრდებულმა ბ. ჩ–მ საჩივრით ითხოვა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ მას უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ ბ. ჩ–ს მოთხოვნა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებით მისთვის შეფარდებული სასჯელის განახევრების თაობაზე.
3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საჩხერის რაიონული სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ბ. ჩ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ბ. ჩ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე, ვინაიდან მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე ზემოაღნიშნული კანონი არ ვრცელდება, კერძოდ:
4. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლით, 2051-ე მუხლით ან 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
5. მოცემულ შემთხვევაში ბ. ჩ–ე საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ 2016 წლის 11ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტებით ( არ ეხება „ამნისტიის შესახებ“ 2021წლის 11 იანვრის კანონი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებლის მიერ დანაშაულთა შემადგენლობების განსაზღვრა განხორციელდა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 11იანვრის საქართველოს კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. შესაბამისად, ვინაიდან ქმედება მოიცავს ერთდროულად სისხლის სამართლის კოდექსის იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება (პირს განესაზღვრა ერთიანი სასჯელი სსკ-ის ერთიდაიგივე მუხლის ერთიდაიგივე ნაწილის სხვადასხვა პუნქტებით), სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამნისტიის აქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს იმ შემთხვევების მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული. 2017 წლის 31 მარტის და 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დადგენილი ქმედებების მიმართ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ან დანიშნული სასჯელის შემცირება/ უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, ასევე არ არის გათვალისწინეული „ამნისტიის შესახებ“ 2021წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბ. ჩ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე